ჰაეროვანი „ყავის სუფლე“ - ექსკლუზიური რეცეპტი გამოცდილი კონდიტერისგან

კულინარია

25 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

ეს ტორტი უნაზესი ბისკვიტის, ჰაეროვანი სუფლესა და არომატული ყავის კრემისგან მზადდება. 


თავისუფლების მოედნის N4-ში მდებარე საკონდიტრო „lik @ nik“-ის გამოცდილმა კონდიტერმა დოდო ებანოიძემ ტორტის რეცეპტი ექსკლუზიურად „Funtime“-ის მკითხველებისთვის გაგვიზიარა. 
ტორტი სამი ფენისგან შედგება, ესენია: თეთრი ბისკვიტი, შავი ბისკვიტი და სუფლე. 
მაშ ასე, მოიმარაგეთ ინგრედიენტები და საქმეს შეუდექით.


თეთრი ბისკვიტის ინგრედიენტები და მომზადების წესი:
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 4 სუფრის კოვზი
ფქვილი - 4 სუფრის კოვზი
ხსნადი ყავა - 1 სუფრის კოვზი
ვანილი


კვერცხის ცილები და გულები გააცალკევეთ.
გულები შეინახეთ, ცილოვანი მასა კი ღრუბლის კონსისტენციამდე ათქვიფეთ.
როცა ბეზე კარგად გამაგრდება, გულები სათითაოდ შეათქვიფეთ.
გამზადებულ მასას თითო კოვზობით დაუმატეთ გაცრილ ფქვილთან შერეული ყავა და ვანილი.
ხის კოვზით ფაქიზად აურიეთ და ცხიმწასმულ კალკაზე დაასხით.
ზომიერ ცეცხლზე ბისკვიტის გამოცხობას, დაახლოებით, 10-15 წუთი დასჭირდება.  


შავი ბისკვიტის ინგრედიენტები და მომზადების წესი:
შავი ბისკვიტის ინგრედიენტები და მომზადების წესი ზუსტად ისეთივეა, რაც თეთრის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი განსხვავებით - 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავის ნაცვლად, 1 სუფრის კოვზი კაკაო უნდა დაუმატოთ.


ყავის სუფლეს ინგრედიენტები და მომზადების წესი:
კვერცხის ცილა - 4 კვერცხის
შაქარი - 300 გრ. 
ლიმონმჟავა - ნახ. ჩაის კოვზი 
ხსნადი ყავა - 1 სუფრის კოვზი 
ჟელატინი - 1 ჩაის კოვზი


ჟელატინი 2 სუფრის კოვზ თბილ წყალში 20 წუთით დაალბეთ.
სანამ ჟელატინი დალბება, ცეცხლზე წყლიანი ქვაბი დადგით.
წყალი რომ ადუღდება, ქვაბში ჩადგით ჯამი, რომელშიც კვერცხის ცილა, შაქარი და ლიმონმჟავაა მოთავსებული და დაიწყეთ თქვეფა.
გაითვალისწინეთ, რომ ჯამი წყალს არ უნდა ეხებოდეს.
როცა ცილოვანი მასა მყარი ღრუბლის კონსისტენციამდე მივა, დაუმატეთ ხსნადი ყავა, ერთი-ორი წუთი კიდევ თქვიფეთ და ქვაბიდან გადმოდგით.
დამბალი ჟელატინი დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ და მოხარშულ ბეზეს დაასხით. ხის კოვზით ფაქიზად მოურიეთ, კალკაზე გადმოასხით და მაცივარში შედგით. სუფლეს გამაგრებას დაახლოებით 1 საათი სჭირდება.



კრემის ინგრედიენტები და მომზადების წესი:
წყალი - 1 ლიტრი 
ფქვილი - 1 ჭიქა 
შაქარი - 1 ჭიქა 
კარაქი - 200 გრ. 
ყავა - 1 სუფრის კოვზი 
ვანილი - დანის წვერით


ფქვილი და შაქარი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
ნელ-ნელა დაასხით წყალი და კრემი შეუჩერებელი მორევით მოადუღეთ.
წამოდუღებიდან 2-3 წუთში ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და კრემი გააგრილეთ.
გაციებულს შეათქვიფეთ კარაქი, ყავა და ვანილი.


ტორტის „აწყობა“:
თეთრ ბისკვიტს წაუსვით კრემი და დაადეთ სუფლეს ფენა.
ამის შემდეგ კრემი სუფლესაც წაუსვით და თავზე შავი ბისკვიტი დაადეთ.
მზა ტორტს კრემი თავზე და გვერდებზე კარგად წაუსვით და თქვენი სურვილისა და ფანტაზიის მიხედვით გააფორმეთ. შეგიძლიათ, ფენებს შორის კენკრა მოაყაროთ, თავზე კი გამდნარი შოკოლადი, ჟელე, მორჩენილი კრემი ან, სულაც, სუფლე  გადაუსვათ.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?