როგორ გავაკეთოთ უგემრიელესი ფაჰლავა მარტივად?

კულინარია

1 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

ფაჰლავა უძველესი და ძალიან პოპულარული აღმოსავლური დესერტია და არაბულ ენაზე ნიგოზს ნიშნავს. ერთ-ერთი ვერსიით, პირველად ფაჰლავა ასირიულ და მესოპოტამიურ წყაროებში გამოჩნდა, მისი ყველაზე გვიანდელი რეცეპტი კი შუა საუკუნეების ჩინურ წყაროებში მოიპოვება.


ფაჰლავა მზადდება ფენოვანი ცომისგან, სიროფისა და ნიგვზისგან. ამ გემრიელ დესერტს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ამზადებენ. თურქული და აჭარული ფაჰლავის ცხობა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ შედარებით მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც  თავისუფლების მოედნის N4-ში  მდებარე საკონდიტრო „lik@nik“-ის გამოცდილმა კონდიტერმა დოდო ებანოიძემ ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველისთვის გაგვიზიარა.


ფაჰლავის ცომის შემადგენლობა:
კვერცხი - 10 კვერცხის გული
მაწონი - 1/2 ქილა 
მარგარინი - 250 გრ. 
სოდა ძმრით - 1/2 ჩაის კოვზი 
ვანილი.


ცომის მომზადების წესი:
კვერცხის გულებს დაასხით მაწონი და ათქვიფეთ.
შემდეგ დაუმატეთ დარბილებული მარგარინი, სოდა ძმრით, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ საშუალო სიმაგრის ცომი მოიზილოს.
ცომი გაყავით ოთხ ნაწილად.


ფაჰლავის გულის შემადგენლობა:
10 კვერცხის ცილა
შაქარი - 3 ჭიქა
ლიმონმჟავა - 1/2 ჩაის კოვზი
ვანილი, 200 გრ.
მოხალული ნიგოზი
100 გრ ქიშმიში.



მომზადების წესი:
კვერცხის ცილები კარგად ათქვიფეთ.
ღრუბლის კონსისტენციის რომ გახდება, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, ლიმონმჟავა და ვანილი.
როცა ბეზე იმდენად გამაგრდება, რომ ჯამის გადმობრუნებისას არ დაიღვენთება, ჩააყარეთ ნიგოზი, ქიშმიში და ხის კოვზით მოურიეთ.


ფაჰლავის მომზადების წესი:
ცომის ერთი ნაჭერი გააბრტყელეთ გაზქურის ლანგრის ზომაზე.
წაუსვით ნამცხვრის გული, დააფარეთ მეორე ფენა და ასე გაიმეორეთ მეოთხე ფენამდე.
ნამცხვარს კიდეები გადაუკეცეთ, თავზე კვერცხის გული გადაუსვით და ჰაერღუმელში დაბალ ცეცხლზე შედგით.
ცხობის დრო 45 წუთიდან 1 საათამდეა.
როგორც კი ჰაერღუმელიდან გამოიღებთ, ფაჰლავას თავზე თაფლი გადაუსვით და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით! 


ფოტოგრაფი: ნინი მანდარია


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?