ტორტი „ჩიტის რძე“ მოხარშული ბეზეთი

კულინარია

8 ნოემბერი 12:00, 2015 წელი

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ „ჩიტის რძის“ უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა ჰაეროვანი სუფლე ამ უგემრიელესი ტორტის აუცილებელი შემადგენელია.

თავისუფლების მოედნის #4-ში მდებარე საკონდიტრო „lik@nik“ გამოცდილმა კონდიტერმა დოდო ებანოიძემ „ჩიტის რძის“ ერთ-ერთი, ყველაზე მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი ექსკლუზიურად გაგვიზიარა.


ბისკვიტის ინგრედიენტები:
კვერცხი - 10 
შაქარი -  10 სუფრის კოვზი
ფქვილი - 100 გრ.
კაკაო, ვანილი


კვერცხის გულები და ცილა ისე გააცალკევეთ, რომ ცილას ცოტაოდენი გულიც კი არ შეაყოლოთ.
გულები შეინახეთ, ცილებს კი შაქარი დააყარეთ და მიქსერით მყარი კონსისტენციის ბეზეს წარმოქმნამდე თქვიფეთ.
როცა ბეზე ისე გამაგრდება, რომ ჯამის გადმოტრიალებისას არ გადმოვა, კვერცხის გულები სათითაოდ შეათქვიფეთ და მიქსერი ამოიღეთ.
ცალკე ჯამში აურიეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო, ვანილი და ეს ფქვილოვანი მასა ხის კოვზით ფაქიზად შეურიეთ ათქვეფილ კვერცხში.
გამზადებული ცომი გაყავით ორ ნაწილად.
თითოეული ნაწილი დაასხით ცხიმწასმულ კალკაზე და საშუალო ცეცხლზე გამოაცხვეთ.
სანამ ბისკვიტები ცხვება, დაიწყეთ „ჩიტის რძის“ ჰაეროვანი სუფლეს მომზადება.




მოხარშული ბეზეს ინგრედიენტები:
10 კვერცხის ცილა
ჟელატინი - 1 სუფრის კოვზი
შაქარი - 2 ჭიქა
მწიკვი ლიმონმჟავა, ვანილი და მარილი.


სანამ ბეზეს თქვეფას დაიწყებდეთ, ჟელატინი 1 საათით დაალბეთ მეოთხედ ჭიქა თბილ წყალში.
ამის შემდეგ, კვერცხის ცილები, ლიმონმჟავა და მარილი ჩაუშვით მშრალ ჯამში და დააყარეთ შაქარი. ცეცხლზე დაადგით ქვაბი, რომელშიც სანახევროდ წყალი იქნება ჩასხმული და როცა წყალი ადუღდება, ჩადგით ქვაბში ჯამი და დაიწყეთ კვერცხის ცილების მიქსერით თქვეფა - გაითვალისწინეთ, რომ ჯამი მჭიდროდ უნდა „იჯდეს“ ქვაბში და წყალს არ უნდა ეხებოდეს.
როცა ცილა ღრუბელივით მასად იქცევა, დაუმატეთ მწიკვი ვანილი, მარილი და ჯამი ორთქლის აბაზანიდან გადმოდგით.
დალბობილი ჟელატინი დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ და ჩაუშვით მოხარშულ ბეზეში.
ერთი-ორჯერ ისევ ამოურიეთ მიქსერით და ბეზე ბისკვიტების ფორმის კალკაზე დაასხით.
დაახლოებით ნახევარი საათით მაცივარში შედგით და  ჟელე კარგად რომ შეიკვრება, სუფლე მზადაა.



ინგრედიენტები
შოკოლადის მინანქრისთვის:
წყალი - 100 გრამი 
შოკოლადი - 200 გრამი 
შესქელებული რძე - 1 სუფრის კოვზი
ზეთი - 1 სუფრის კოვზი


წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადის ფილები და როცა გადნება, მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. 
ცოტა რომ გაგრილდება, დაამატეთ შესქელებული რძე, ზეთი და ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ.


„ჩიტის რძის“  ფენას დაადეთ გამზადებული სუფლე, დააფარეთ მეორე ფენა და თავზე შოკოლადის მინანქარი მოასხით.
გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?