კუბდარი - სვანური დელიკატესის განსხვავებული რეცეპტი

კულინარია

19 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

დღეს კუბდარის ცოტა განსხვავებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ. თუკი ჯერ არ გიცდიათ ამ არომატული, უგემრიელესი სვანური ღვეზელის გამოცხობა, სცადეთ - აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.


ამ რეცეპტს
გურამიშვილის N33-ში მდებარე საცხობ „ნითასგამოცდილი კულინარი გიზიარებთ.


კუბდარის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
1 კგ პურის ფქვილით მოზელილი ცომი;
საქონლის ხორცი - 1 კგ;
ხახვი - 200 გრ;
ძირა - 1 ჩ/კ;
უცხო სუნელი - 1ჩ/კ;
ხმელი ქინძი - ნახევარი ჩ/კ;
წიწაკა - 1 ჩ/კ;
მარილი - 2 ჩ/კ.


მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილ ხორცს დაამატეთ, ასევე, წვრილად დაჭრილი ხახვი, ძირა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა და მარილი.
მიღებული მასა კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და დააბასტურმეთ.
დატოვეთ მაცივარში ერთი დღის განმავლობაში.


ჩაყარეთ ჯამში 1 კგ პურის ფქვილი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 2 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. დაამატეთ 700 გრამი თბილი წყალი და შეუდექით ცომის მოზელას.
როგორც კი ცომი აფუვდება და გამზადდება, მაგიდაზე მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, დაყავით ცომი გუნდებად და გააბრტყელეთ.
მაცივრიდან გამოიღეთ დაბასტურმებული ხორცი, მოათავსეთ გაბრტყელებულ ცომში, მოუკარით თავი და ისევ ფრთხილად გააბრტყელეთ (უმჯობესია, ხელით, ისე რომ ცომი არ გაიხსნას).
იმისთვის, რომ ცხობის დროს ცომი არ გაიბეროს, გაბრტყელების შემდეგ ცომის თავი ოდნავ გახსენით. ბოლოს, მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე, რათა ცომში მოთავსებული ხორცი კარგად ჩაიშუშოს.
როგორც კი კუბდარის ზედაპირი კარგად მოიბრაწება, ღუმელიდან გადმოიღეთ.
დაჭერით და გემრიელად მიირთვით.


შენიშვნა:
თუკი ხორცი ნაკლებად ცხიმიანია, შეგიძლიათ, ცოტაოდენი ზეთი დაამატოთ.
გაითვალისწინეთ, რომ კუბდარის გულსართი აუცილებლად კარგად უნდა იყოს დაბასტურმებული.
კუბდარის ცომი შედარებით მაგარი უნდა იყოს, ვიდრე, ხაჭაპურის.
მოზელილი ცომი დიდხანს არ გააჩეროთ. აფუების შემდეგ მალევე გამოაცხვეთ.
1 კილო ხორცისგან, დაახლოებით, 7-8 ცალი საშუალო ზომის კუბდარი გამოცხვება.
ამ უგემრიელესი, სვანური დელიკატესის მოსამზადებლად, საშუალოდ, 15 ლარი დაგეხარჯებათ.


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?