ფენოვანი ლობიანი

კულინარია

26 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

ფენოვან ცომში გამომცხვარ ლობიანს სულ სხვა გემო აქვს.

ამ რეცეპტს გურამიშვილის #33ა-ში მდებარე საცხობ „ნითას“ გამოცდილი კულინარი გთავაზობთ.


ფენოვანი ლობიანის მოსამზადებლად საჭიროა:
1 კგ. ფქვილით მომზადებული ფენოვანი ცომი;
ლობიო - 0.5 კგ;
ცხიმი (კარაქი, ზეთი) - 200 გრ;
წითელი წიწაკა - ნახევარი ჩაის კოვზი;
მარილი - გემოვნებით;


ფენოვანი ცომის მოსამზადებლად საჭიროა:
პურის ფქვილი - 1 კგ;
წყალი - 750 გრ;
მარგარინი - 500 გრ;
მარილი - ნახევარი ჩაის კოვზი;
ზეთი - მეოთხედი ჭიქა;
არაყი ან სპირტი - მეოთხედი ჭიქა;
ლიმონმჟავა - მეოთხედი ჩაის კოვზი.

ცომის მომზადება:
ცივ წყალს დაამატეთ მარილი, ზეთი, სპირტი (ან არაყი) და ლიმონმჟავა. 
ყველაფერი კარგად აურიეთ და დაამატეთ იმდენი ფქვილი, რომ საშუალოზე მაგარი ცომი გამოვიდეს. 
ცომი და მარგარინი გაყავით ორ ნაწილად. 
ცომის თითო ნახევარს დაადეთ მარგარინის თითო ნახევარი, გადაკეცეთ კონვერტივით და გააბრტყელეთ. 
ეს პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ (ოღონდ - მარგარინის გარეშე) და 20 წუთით შედეთ მაცივარში.
მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომი ისევ გააბრტყელეთ და  დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. ფენოვანი ცომი მზად არის.




ლობიანის შიგთავსის მომზადება
მოხარშულ ლობიოს გადაუწურეთ წყალი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ კარაქი (ან ზეთი), წითელი წიწაკა, მარილი და  ოდნავ გაათხელეთ თავისივე წვენით.
მიღებული მასა გადაანაწილეთ ფენოვანი ცომის ნაჭრებში, მიეცით თქვენთვის სასურველი  ფორმა, მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 180-200  გრადუსზე.

შენიშვნა:
სასურველია, ფენოვანი ცომი ყოველთვის ერთი და იმავე მიმართულებით გააბრტყელოთ;
ლობიოს შეგიძლიათ, წვრილად დაჭრილი, მოთუშული ხახვი დაუმატოთ.
ერთი კილოგრამი ლობიოსგან, დაახლოებით, 10-12  ცალი მართკუთხედი ფორმის  ფენოვანი ლობიანი გამოცხვება და სულ 7 ლარი დაგეხარჯებათ.
თუ გსურთ, რომ ლობიანი კარგად დაიბრაწოს, ღუმელში შედგმამდე, უკვე გამოსაცხობად გამზადებულ ცომს ფუნჯით წყალი გადაუსვით.


გემრიელად მიირთვით!

ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.