ქათმის სალათის ახალი რეცეპტი

კულინარია

10 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

ქათმის სალათის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს გამოცდილი კულინარის ალექსანდრე კოშკელოვის ექსკლუზიურ რეცეპტს - ქათმის სალათს შემწვარი ფილეთი და უგემრიელესი სოუსით.

1 ულუფა ქათმის სალათის მოსამზადებლად საჭირო მასალა:


ქათმის ფილე - 150 გრ;
პომიდორი ჩერი - 100 გრ;
კიტრი - 30 გრ;
სტაფილო - 30 გრ;
ბულგარული წიწაკა (წითელი და მწვანე) - 30 გრ;
ხახვი - 1 პატარა თავი;
შებოლილი ყველი - 40 გრ;
სულგუნი - 40 გრ;
სალათის ფურცლები 60 გრ.
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.



სოუსისთვის საჭირო მასალა და მომზადების წესი
:


მაიონეზი - 50 გრ;
ტკბილი მდოგვი - ნახევარი ჩაის კოვზი;
მეოთხედი ლიმონის წვენი;
გატარებული ნიგოზი - 10 გრ;
სოიოს სოუსი - 10 გრ.

ეს ყველაფერი ერთმანეთში საგულდაგულოდ აურიეთ.

ქათმის სალათის მომზადების წესი:
შესაწვავად მომზადებულ ფილეს მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და ორივე მხრიდან შეწვით.  
სალათის ფურცლები, კიტრი, ხახვი, სტაფილო, მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა საშუალო ზომაზე დაჭერით და ცალკე ჯამში მოათავსეთ. ამ ბოსტნეულს დაუმატეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, გახეხილი ყველი და მოასხით 2 სუფრის კოვზი სპეციალურად მომზადებული სოუსი. 
კარგად მოურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ ოდნავ მოზრდილ თეფშზე. 
გვერდებზე მოუწყვეთ შემწვარი ფილე.
ბოლოს ზემოდან მოაყარეთ მსხვილად გახეხილი შებოლილი ყველი.



შენიშვნა:
იმისთვის, რომ შემწვარი ფილე მაგარი და უხეში არ იყოს, შეწვამდე ამოავლეთ თეთრ ღვინოში ან თეთრი ღვინო ფილეს შეწვის პროცესში, პირდაპირ ტაფაზე მოასხით; თეთრ ღვინოში შემწვარი ფილე უფრო რბილი და წვნიანი გახდება.
სალათის მოსამზადებლად ხახვი აუცილებლად წვრილად დაჭერით. შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ხახვი მწვანე ხახვით ჩაანაცვლოთ;
სპეციალური სოუსი, შეგიძლიათ უფრო მეტი რაოდენობით მოამზადოთ, შეინახოთ მაცივარში და არა მხოლოდ ქათმის სალათზე მოსასხმელად, არამედ სხვა სალათებისთვისაც გამოიყენოთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ მარილი შემწვარ ფილესაც აქვს. სულგუნი და შებოლილი ყველიც მარილიანია. ამიტომ, კერძი მარილის დამატებას აღარ საჭიროებს.
თუ გსურთ, რომ ამგვარად მომზადებული სალათი თქვენს სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდეს, ან, უბრალოდ, სადილზე ოჯახის წევრებისთვის მოამზადოთ, ამისთვის გაზარდეთ ინგრედიენტების რაოდენობა, დააქუცმაცეთ წვრილად ქათმის ფილე და კერძი, ჩვეულებრივ, სასალათეში გადაიტანეთ.


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...