„სტეიკ-სალათი“ - კერძი გურმანებისთვის

კულინარია

17 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

სტეიკი - ბევრისთვის საყვარელი და ფართოდ გავრცელებული კერძია. მას სხვადასხვა კრიტერიუმებით განარჩევენ. „სტეიკის“ მომზადებისას მნიშვნელოვანია: რისი ხორცისგან ამზადებთ, ხორცის რომელ ნაჭერს გამოიყენებთ და რა დონეზე დაბრაწავთ. დღეს მისი მომზადების ძირითად ასპექტებს გაგაცნობთ.

„სტეიკის“ რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.


1 ულუფა „სტეიკის“ მოსამზადებლად საჭირო მასალა:
სალათის ფურცლები - 60 გრ;
წითელი ხახვი - 1 თავი;
წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა - 15 გრ;
მწვანე და შავი ზეთისხილი - 30 გრ;
სტაფილო - 20 გრ;
ზეითუნის ზეთი - 10 გრ;
ბალზამიკო - 5 გრ;
როზმარინი - ნახევარი ჩაის კოვზი;
ბოლის ესენცია - 5 გრ;
კარტოფილი - 40 გრ;
კიტრი - 50 გრ;
ძროხის (ან ხბოს) ხორცი (რბილი ნაწილი) - 120 გრ;


მომზადების წესი:
ძროხის ან ხბოს ხორცი რამდენიმე ნაწილად დაჭერით.
ტაფას მოასხით ზეთი, აცადეთ, კარგად გაცხელდეს და შემდეგ დააყარეთ დაჭრილი ხორცი. მოაყარეთ პილპილის მიქსი (შერეული პილპილი) და მარილი. 
ხორცი შეწვით ისე, რომ შეწვის პროცესი ბოლომდე არ მიიყვანოთ (დაახლოებით, 7 წუთი).
შემწვარი ხორცი გადაიტანეთ ჯამში.
სანამ ბოსტნეულის დაჭრას დაიწყებთ, დაჭერით კარტოფილი მრგვალად, მოაყარეთ ოდნავ მარილი და შეწვით ორივე მხრიდან. ახლა კი, ნელ-ნელა დანარჩენი ინგრედიენტების დამატებას შეუდექით.
ხორციან ჯამში ჩაამატეთ:
დაწეწილი სალათის ფურცლები; საშუალო ზომაზე დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა; თხლად და მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო; წვრილად დაჭრილი ხახვი და კიტრი. დაამატეთ, ასევე, მწვანე და შავი ზეთისხილი. მოასხით სპეციალური სოუსი (რომლის მომზადების წესს ქვემოთ გაგაცნობთ) და კარგად ამოურიეთ. 



სპეციალური სოუსის მომზადების წესი:
10 გრამ ზეითუნის ზეთს დაამატეთ 5 გრამი ბალზამიკო, ნახევარი ჩაის კოვზი როზმარინი და 5 გრამი ბოლის ესენცია. კარგად მოურიეთ და უგემრიელესი სოუსი მზად არის.

დაბოლოს:
სალათი გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე. გვერდებზე მოუწყვეთ შემწვარი კარტოფილის ნაჭრები და მოაყარეთ სეზამის მარცვალი.
უგემრიელესი და არომატული „სტეიკი“ მზად არის. 


შენიშვნა: „სტეიკის“ მოსამზადებლად სულ 20 წუთი დაგჭირდებათ.
კარტოფილი შეგიძლიათ, შეწვათ ან ღუმელში გამოაცხოთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.
არ არის აუცილებელი, კარტოფილი მრგვალად დაჭრათ. თუკი გირჩევნიათ, დაჭერით გრძლად და თხლად.

გემრიელად მიირთვით!

ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?