სამარხვო ტორტი „ესპრესო“

კულინარია

13 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

სამარხვო ნუგბარის მოყვარულებს ალექსიძის N1-ში მდებარე ნამცხვრის სახლის „იდეალის“ გამოცდილი კონდიტერი ნონა კალანდაძე უგემრიელესი სამარხვო ტორტის რეცეპტს უზიარებს. 


ცომის შემადგენლობა:


სამარხვო მაიონეზი - 500 გრ.
სამარხვო მარგარინი „ონა“ - 1 ცალი
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
ცომის გამაფხვიერებელი - 40 გრ.  
ფქვილი - 1კგ. 300 გრ.
კაკაო - 2 სუფრის კოვზი
შაქარი - 1 კგ.


ცომის მომზადების წესი:
პატარა ჯამში გაადნეთ მარგარინი, ჩაყარეთ შაქარი და კარგად აურიეთ.
ამ მასას დაუმატეთ მაიონეზი, თაფლი, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
გამოგივათ ფაფუკი ცომი, რომელიც სამ ნაწილად უნდა გაყოთ და ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე გამოაცხოთ.
სანამ ფირფიტები ცხვება, კრემის მომზადებას შეუდექით.



კრემის შემადგენლობა:
სამარხვო სპრედი „დაჩა“ - 1 ცალი
ვანილი -  20 გრამი
სამარხვო ნაღების კრემი - 250 გრამი
შაქარი - 1 ჭიქა
ფქვილი - 3 სუფრის კოვზი
შოკოლადის პასტა „ნუთელა“ - 150 გრ.
შავი სამარხვო შოკოლადი - 150 გრ. 


კრემის მომზადების წესი:
შაქარში და ფქვილი ერთმანეთში კარგად აურიეთ და ნელ-ნელა დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი.
ნელ ცეცხლზე, შეუჩერებელი მორევით ფაფა მოადუღეთ.
სანამ ფაფა გაგრილდება, ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი ნაღები.
გაგრილებულ ფაფას დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები, „დაჩა“, ვანილი და 2-3 წუთი კიდევ თქვიფეთ.  


ტორტის მომზადების წესი:
ტორტის ფირფიტას წაუსვით კრემი და საკონდიტრო ტომრით ცოტაოდენი „ნუთელა“ მოასხით.
იგივე გაიმეორეთ დანარჩენ ფირფიტებზე და მზა ტორტს თავზე გამდნარი სამარხვო შოკოლადი მოასხით.

გემრიელად მიირთვით!


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?