ბისკვიტისთვის საჭიროა:
სამარხვო მაიონეზი - 500 გრ.
სამარხვო მარგარინი „ონა“ - 1 ცალი
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
ცომის გამაფხვიერებელი - 40 გრ.
ფქვილი - 1კგ. 300 გრ.
შაქარი - 1 კგ.
მომზადების წესი:
გამდნარ მარგარინში ჩაყარეთ შაქარი და გადნობამდე ურიეთ.
დაუმატეთ მაიონეზი, თაფლი, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
მიღებული ცომი გაყავით სამ ნაწილად, წაუსვით ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე და ზომიერ ცეცხლზე გამოაცხვეთ.
ხილფაფისთვის საჭიროა:
ვაშლი - 500 გრ.
ფორთოხალი - 1 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
შაქარი - 100 გრ.
მომზადების წესი:
ვაშლს კანი გააცალეთ, დაჭერით და ქვაბში ჩაყარეთ.
დააყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე ჩათუთქეთ.
შემდეგ გააგრილეთ და დაამატეთ კანიანად გატარებული ან გახეხილი ფორთოხალი და ლიმონი და კარგად აურიეთ.
კრემისთვის საჭიროა:
სამარხვო სპრედი „დაჩა“ - 1 ცალი
სამარხვო ნაღების კრემი - 250 გრამი
შაქარი - 1 ჭიქა
ფქვილი - 3 სუფრის კოვზი
ვანილი - 20 გრამი
მომზადების წესი:
შაქარი და ფქვილი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
ნელ-ნელა დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი და ნელ ცეცხლზე, შეუჩერებელი მორევით მოადუღეთ ფაფა.
ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი ნაღები.
გაგრილებულ ფაფას დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები, „დაჩა“, ვანილი და 2-3 წუთი კიდევ თქვიფეთ.
ტორტის მომზადება:
ტორტის ფენას წაუსვით ხილფაფა, დაადეთ მეორე ფენა და წაუსვით კრემი. შემდეგ ისევ ხილფაფა და ასე ბოლომდე.
მზა ტორტს თავზე შაქრის პუდრა მოაყარეთ.
გააფორმეთ კარამელში ამოვლებული ყურძნის მარცვლებით ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ხილით. გემრიელად მიირთვით!
ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია