საცივი - ახალი წლის მთავარი კერძი და საგულისხმო რჩევები პროფესიონალისგან

კულინარია

31 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

სულ რამდენიმე დღეში ახალი წელი დადგება. საახალწლო სუფრა კი საცივის გარეშე წარმოუდგენელია. დაატრიალეთ თქვენს სამზარეულოში ეს მადისაღმძვრელი არომატი. ამ კერძის მომზადება კი არც ისე რთულია, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. 

საცივის რეცეპტს რესტორან „შატროს“ გამოცდილი კულინარი დავით გიორგბერიძე გვთავაზობს.
საცივის მომზადება შესაძლებელია როგორც ქათმით, ასევე ინდაურით. ეს დამოკიდებულია თქვენს სურვილზე, გემოვნებასა და შესაძლებლობაზე.


საცივის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
მოზრდილი ქათამი ან ინდაური - 1 ცალი;
ნიგოზი - 800 გრ;
ყვითელი ყვავილი - 1 ჩაის კოვზი;
უცხო სუნელი - 1 ჩაის კოვზი;
ნიორი - 100 გრ;
პურის ფქვილი - 6 სუფრის კოვზი;
დაფქული წიწაკა და მარილი - გემოვნებით;
მიხაკი და დარიჩინი მეოთხედი ჩაის კოვზი.


მომზადების წესი:
1. კარგად გასუფთავებული და გარეცხილი ქათამი მოათავსეთ მოზრდილ ქვაბში და მოხარშეთ.
პირველი ნახარში აუცილებლად გადაუწურეთ და გააგრძელეთ ხარშვა.
2. როგორც კი ქათამი მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან.  
3. დარჩენილ ბულიონს მოხადეთ ცხიმი და ბულიონი წვრილ საწურში გადაწურეთ.  
4. მოხალეთ პურის ფქვილი, ოღონდ ისე, რომ არ გაშავდეს და ოდნავ ოქროსფერი დაჰკრავდეს.
5. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ძალიან წმინდად. უმჯობესია, თუკი ორჯერ გაატარებთ. გატარებული ნიგოზი ხელით კარგად დასრისეთ, სანამ  ზეთს არ გამოწურავთ.
გამოწურული ზეთი ცალკე ჭურჭელში, თუნდაც ყავის ან ჩაის ჭიქაში ჩაასხით - ნიგვზის ზეთი საცივის მომზადების სულ ბოლო ეტაპისთვის დაგჭირდებათ.
6. დასრესილ ნიგოზს დაამატეთ 1 ჩ/კ ყვითელი ყვავილი, 1 ჩ/კ უცხო სუნელი, დაბლენდერებული ნიორი და მარილი. მიხაკი და დარიჩინი საკმაოდ მძაფრი სანელებლებია და ამიტომ საცივისთვის სულ ოდნავ, ერთი მწიკვიც კი საკმარისია. დაასხით ზედ ქათმის გადაწურული ბულიონი იმ რაოდენობით, რომ ერთგვაროვანი, ოდნავ სქელი მასა მიიღოთ. შემდეგ გადაიტანეთ ბლენდერის ჯამში და კარგად დააბლენდერეთ.
7. ქვაბში დარჩენილი, უკვე გადაწურული ბულიონი დაადგით დაბალ ცეცხლზე, ჩაასხით შიგ დაბლენდერებული მასა და მუდმივად ურიეთ ხის კოვზით.
როგორც კი ბულიონი შესქელდება და პურის ფქვილის გემოს დაკარგავს, გადმოდგით ცეცხლიდან, დაჭერით მოხარშული ქათამი და ჩააწყვეთ ოდნავ შეგრილებულ  საცივში.


შენიშვნა:
საცივის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ალუმინის ქვაბი, რადგან კერძი აუცილებლად გამუქდება.

საცივის მოსამზადებლად აუცილებელია თეთრი ნიგოზი, რადგან მუქი ფერის ნიგვზით მომზადებული კერძი ფერს შეიცვლის და გამუქდება.

მოხარშული ქათამი შეგიძლიათ, ოდნავ დაბრაწოთ, შემდეგ დაჭრათ და საცივში ჩააწყოთ.

ზოგიერთი დიასახლისი საცივს მოთუშულ ხახვსაც უმატებს. ოდნავ შეგრილებული ბულიონის ცხიმში მოთუშეთ დაბლენდერებული ხახვი. თუკი მოთუშვის დროს ცხიმის რაოდენობა შემცირდება, კვლავ ბულიონის ცხიმი დაამატეთ. როგორც კი ხახვი შევარდისფრდება, მოთუშული მასა ჩაამატეთ ცეცხლზე შედგმულ ბულიონს.

სუფრასთან მიტანის წინ საცივს ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი მოასხით და საგულდაგულოდ მომზადებული კერძი კიდევ უფრო გალამაზდება.


ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?