დღეს გურული ღვეზელების დღეა - შობას გილოცავთ!

კულინარია

7 იანვარი 10:00, 2016 წელი

ზოგი ამბობს, გურულ ღვეზელს აუცილებლად ნახევარმთვარის ფორმა უნდა ჰქონდესო, ზოგი კი იმასაც გვახსენებს, იმდენი ღვეზელი უნდა გამოაცხო, ოჯახში რამდენი წევრიც არისო. მართალია, ღვეზელს გურული ჰქვია, მაგრამ მას საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიასახლისები დიდი სიყვარულით ამზადებენ. დღეს გურული ღვეზელის ყველაზე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ.


გურული ღვეზელის რეცეპტი რესტორან „შატროს“ მზარეულმა ნანა გეწაძემ შემოგვთავაზა.


გურული ღვეზელის გამოსაცხობად საჭირო მასალა:
პურის ფქვილი - 1კგ.
იმერული ყველი - 600 გრ;
კვერცხი - 12 ცალი.


ცომის მომზადების წესი:
გურული ღვეზელების გამოსაცხობად იგივე ცომი იზილება, რაც იმერული ხაჭაპურისთვის.
ჯამში ჩაყარეთ 1 კგ. პურის ფქვილი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 2 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. დაასხით 700 გრამი თბილი წყალი და შეუდექით ცომის მოზელას. როგორც კი ცომი აფუვდება და გამზადდება, მაგიდაზე მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, დაყავით ცომი გუნდებად და გააბრტყელეთ.


გამოცხობის წესი:
გაბრტყელებულ ცომს მიეცით მრგვალი ფორმა.
ცომის ნახევარ მხარეზე მოათავსეთ გახეხილი ყველი და ზემოდან დააჭერით 1 ცალი მოხარშული კვერცხი. გადაკეცეთ ცომი  ისე, რომ მისცეთ ნახევარმთვარის ფორმა და გვერდები ნაზად შეუკეცეთ.
პატარა ჯამში ათქვიფეთ ერთი ცალი კვერცხი, დაასხით სულ ცოტა წყალი, კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და  გამოსაცხობად გამზადებულ გურულ ღვეზელს ზემოდან ფუნჯით გადაუსვით.
ბოლოს კი შედგით 300 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 7-10 წუთით.


შენიშვნა:
თუ გსურთ, ცომი უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი გამოგივიდეთ, უკვე ამოსული ცომი ჩაზილეთ ზეთში ამოვლებული ხელებით.
გამოსაცხობად გამზადებული გურული ღვეზელები შუა ადგილზე ოდნავ დასერეთ, რათა ცხობის დროს ცომი არ გაიბეროს.
1 კგ. პურის ფქვილით მოზელილი ცომისგან, დაახლოებით, 10-12 ცალი გურული ღვეზელი გამოგივათ.


გემრიელად მიირთვით!


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?