საახალწლო ტორტი - მარტივად მოსამზადებელი დიასახლისებისთვის

კულინარია

27 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

მოუწყვეთ სიურპრიზი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს საკუთარი ხელით მომზადებული საახალწლო ტორტით. ალექსიძის N1-ში მდებარე ნამცხვრის სახლ „იდეალის“ გამოცდილი კონდიტერი ნონა კალანდაძე, ექსკლუზიურად „Funtime“-ის მკითხველებს, მარტივად მოსამზადებელ საახალწლო ტორტის რეცეპტს გთავაზობთ.


ბისკვიტის
შემადგენლობა: 
კვერცხი - 12 ცალი
შაქარი - 12 სუფრის კოვზი
გაცრილი ფქვილი - 13 სუფრის კოვზი
ვანილი.


ბისკვიტის მომზადების წესი:
კვერცხის ცილები მიქსერით ისე ათქვიფეთ, რომ ღრუბლისებური კონსისტენციის მასა მიიღოთ.
თქვეფის შეუჩერებლად დაამატეთ შაქარი. სამი-ოთხი წუთი კიდევ თქვიფეთ და შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. 
5-6 წუთიანი თქვეფის შემდეგ მიქსერი გამორთეთ და მასას ნელ-ნელა შეურიეთ გაცრილი ფქვილი და ვანილი. ცომს ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ და ჩაასხით ცხიმწასმულ ყალიბში, რომელსაც ძირზე პერგამენტის ქაღალდი ექნება დაფენილი.
ბისკვიტი დაახლოებით, 100-150%-ზე, ნახევარი საათის განმავლობაში უნდა აცხოთ.  


ბისკვიტის დასანამი სიროფი:
შაქარი - 1 ჭიქა
წყალი - 1 ჭიქა
კონიაკი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი.
წყალი და შაქარი წამოადუღეთ, გააგრილეთ, დაუმატეთ კონიაკი და ვანილი.


კრემის მომზადებამდე ფაფის გაკეთება მოგიწევთ 
რძე - 1 ჭიქა+ნახევარი 
შაქარი - 3 სუფრის კოვზი
ფქვილი - 3 სუფრის კოვზი


შაქარი და ფქვილი ერთმანეთში აურიეთ. 
ნელ-ნელა დაუმატეთ თბილი რძე და დაბალ ცეცხლზე განუწყვეტლივი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და კარგად გააცივეთ.  



კრემი
შესქელებული რძე - 1 ქილა + ნახევარი 
კარაქი - 350 გრამი
გაციებული ფაფა.
კარაქი და შესქელებული რძე კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ უკვე გაგრილებული ფაფა.
კრემი კიდევ რამდენიმე წუთი თქვიფეთ და მზადაა.


გაგრილებული ბისკვიტი შუაზე გაჭერით და კარგად დანამეთ.
შემდეგ წაუსვით გამზადებული კრემი. 
დარჩენილი კრემი ტორტს თავზე და გვერდებზე წაუსვით.
მზა ტორტის მოსართავად თეთრი კარამელი ან მორჩენილი კრემი გამოიყენეთ.
ტორტის შუაგულში ნაძვის ხე უნდა ჩადგათ. ამისთვის აიღეთ ორცხობილას სამი ჩხირი (საკნატუნო) და ტორტის ცენტრში ჩაარჭვეთ. ცოტაოდენი ტორტის კრემს შეურიეთ მწვანე ფერი და საკონდიტრო მოსართავი პარკით ჩხირებს „წიწვები“ დაასვით.
სანამ ტორტის მორთვაზე გადახვიდოდეთ, შეგიძლიათ ცოტაოდენი ჩხირებზე წაივარჯიშოთ.
მცირეოდენი მონდომება და ნაძვის ხე აუცილებლად გამოგივათ.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!


დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...