„ტირამისუ“ - ნამცხვარი განსაკუთრებული დღეებისთვის

კულინარია

17 იანვარი 12:00, 2016 წელი

ნამცხვარი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, მასში შემავალი ინგრედიენტების გამო, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ დესერტად მიიჩნევა, თუმცა განსაკუთრებულ დღეებში შეიძლება, თავს მისი დაგემოვნების უფლება მივცეთ. ჩვენი მასპინძელი, ჭავჭავაძის გამზირზე #75 მდებარე რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს შეფ-მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი ექსკლუზიურად „Funtime“-ის მკითხველისთვის უგემრიელესი „ტირამისუს“ ორიგინალურ რეცეპტს გვიზიარებს.

„ტირამისუს“ მოსამზადებლად საჭიროა „სავოიარდის“ ან, უბრალოდ, „ტირამისუს“ ჩხირები, რომელიც ყველა სუპერმარკეტში იყიდება, დასანამი სიროფი და ჰაეროვანი კრემი.


დასანამი სიროფის შემადგენლობა:
„ბაკარდი, ანუ რომი - 100 გრ
„ამარეტო“, ანუ ნუშის ლიქიორი - 70 გრ
ორმაგი ყავა „ესპრესო“ - ერთი ჭიქა


ყავა თქვენი გემოვნებით დაატკბეთ, რომი და ლიქიორი შეურიეთ და კარგად მოურიეთ.


კრემის შემადგენლობა:
კვერცხის გული - 3 კვერცხის
შაქარი - 2 სუფრის კოვზი
შაქრის პუდრა - 4 სუფრის კოვზი
„მასკაპონე“ (მდნარი ყველის სახეობა, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება) - 1/2 კგ.
ნაღები „პრეზიდენტი“1 ლ.


კვერცხის გულები და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
შემდეგ მიქსერი ამოიღეთ და ხის კოვზით „მასკაპონე“ შეურიეთ, ისე, რომ კვერცხის მასა და მდნარი ყველი ერთმანეთში „ჩაჯდეს“.
ცალკე ათქვიფეთ ერთი ლიტრი ნაღები „პრეზიდენტი“ და კარგად რომ აფუმფულდება, ისევ ხის კოვზით, შეურიეთ ყველიანი და კვერცხიანი მასა.  
ბოლოს დაუმატეთ შაქრის პუდრა და კიდევ კარგად მოურიეთ.
შეიძლება კრემი ოდნავ თხელი გამოგივიდეთ, მაგრამ ნუ შეშინდებით. ნამცხვრიდან კრემის გადმოსვლა რომ აიცილოთ, ჩხირების ჩასაწყობად ოდნავ ღრმა ფორმა შეარჩიეთ.


„ტირამისუს“ აწყობა:
ჩხირები უკვე გამზადებულ სეროფში კარგად დანამეთ და ერთ ფენად დაალაგეთ.
წაუსვით კრემი და ისევ დანამული ჩხირები მოაწყვეთ.
შემდეგ ისევ კრემი და ასე გააგრძელეთ ბოლომდე, სანამ ჩხირებიც და კრემიც არ გამოგელევათ.
მზა ნამცხვარს თავზე კაკაო მოაფრქვიეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ჩხირებს სიროფი და კრემი რომ გაუჯდეს, საკმაო დრო სჭირდება, ამიტომ სასურველია, ნამცხვარი ერთი ღამით მაცივარში შეინახოთ და მეორე დღეს მიირთვათ.


შენიშვნა:
სუპერმარკეტში „სავოიარდის“ ან „ტირამისუს“ ჩხირების ფასი, დაახლოებით, 11 ლარამდეა.
ჩხირების 1 შეკვრიდან გამოდის ნამცხვარი 12 პერსონაზე.
1 ლიტრი ნაღები „პრეზიდენტის“ ფასი კი 14 ლარამდეა.  
ნახევარი კოლოგრამი „მასკარპონე“, დაახლოებით, 20 ლარამდე ღირს.
„ბაკარდისა“ და „ამარეტოსაც“ თუ გავითვალისწინებთ, 12 პერსონისთვის განკუთვნილი „ტირამისუ“ დაახლოებით 80 ლარი დაგიჯდებათ...
თუმცა ალექსანდრე კოშკელოვის თქმით, შესაძლოა, ფასის ეკონომიის მიზნით, ძვირად ღირებული „ბაკარდის“ ნაცვლად, კონიაკი ან მარტინი გამოიყენოთ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ყავა „ესპრესო“ „ტირამისუს“ აუცილებელი კომპონენტია.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.