ვაშლის შტრუდელი თაფლით, ნიგვზითა და ქიშმიშით

კულინარია

24 იანვარი 12:00, 2016 წელი

თუ გსურთ, შტრუდელის გემო და არომატი კარგად შეიგრძნოთ, ნამცხვარი აუცილებლად ცხელი უნდა მიირთვათ. ამ უგემრიელესი ნუგბარის რეცეპტს ჩვენი მასპინძელი, ჭავჭავაძის გამზირის N75-ში მდებარე რესტორან „შატროს“ევროპული სამზარეულოს შეფ-მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.


შტრუდელისთვის დაგჭირდებათ პიცის ცომი ან ნებისმიერი ფენოვანი ცომი, რომელიც სუპერმარკეტებშიც იყიდება და სახლშიც შეიძლება მოამზადოთ.
გაითვალისწინეთ, რომ შტრუდელისთვის ხაჭაპურის ცომი არ გამოდგება, რადგან ძალიან ნაზია და შეიძლება, ვაშლის შიგთავსმა გახეთქოს. შტრუდელში კი მთავარია, შიგთავსის უგემრიელესი წვენი ნამცხვრის გარეთ არ გამოვიდეს. ფენოვანი ცომი შიგთავსის წვენს არ გამოატარებს და ყველაფერს შიგნით დატოვებს.
შტრუდელისთვის ვაშლი აუცილებლად მომჟავო უნდა იყოს. ამიტომ, სასურველია, ნამცხვრისთვის მწვანე ვაშლი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ანტონოვკა შეარჩიოთ.


შტრუდელის შიგთავსისთვის საჭიროა:
ვაშლი - 1 კგ.
წვრილად დაჭრილი ან გატარებული ნიგოზი - 100-120 გრ.
თაფლი - 100-150 გრ. (დაახლოებით, 2 სუფრის კოვზი);
ქიშმიში - 100-120 გრ.
დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი;
შაქრის პუდრა - 2 სუფრის კოვზი.


მომზადების წესი:
გაფცქვნილი და წვრილ კუბიკებად დაჭრილი ვაშლი ჩაყარეთ ჯამში.
დაუმატეთ თაფლი, ქიშმიში, ნიგოზი, დარიჩინი, შაქრის პუდრა და კარგად აურიეთ.
ცომი უნდა გააბრტყელოთ ძალიან თხლად და კვადრატულად გაშალოთ.
კარგი იქნება, თუ გაბრტყელებულ ცომს სუფთა ნაჭერზე გაშლით, რაც მის შეკვრას გაგიადვილებთ. გაბრტყელებულ ცომზე შიგთავსი ერთიან მასად უნდა მოათავსოთ.
რულეტივით გადახვევა საჭირო არ არის.
ტილოს კიდეებში მოკიდეთ ხელი და ცომი შეკარით. აუცილებლად უნდა შეკრათ ცომის გვერდებიც. ნამცხვარი ჰაერღუმელის თუნუქის ფურცელზე გადაიტანეთ.
შტრუდელი 150-160 გრადუსზე 40 წუთის-1 საათის განმავლობაში ცხვება.
სასურველია, ცხობის პროცესში პერიოდულად ზეითუნის ზეთი ან თუნუქის ფურცელზე გადმოსული წვენი გადაუსვათ. ასე ნამცხვარი რბილი გამოვა.
გამომცხვარ შტრუდელს შაქრის პუდრა მოაყარეთ და თუ მარხვაზე არ ბრძანდებით, ნაყინთან ერთად მიირთვით.
თუ გსურთ, შტრუდელის გემო და არომატი კარგად შეიგრძნოთ, ნამცხვარი აუცილებლად ცხელი უნდა მიირთვათ.  
გაციებული შტრუდელი შეგიძლიათ, მიკროტალღურ ან ჩვეულებრივ ღუმელში გააცხელოთ.

გემრიელად მირთვით!

ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?