გამომცხვარი კალმახი ბოსტნეულის გარნირით - სცადეთ, გემრიელია!

კულინარია

4 თებერვალი 10:00, 2016 წელი

თევზის მოყვარულებს ეს რეცეპტი განსაკუთრებით დაგაინტერესებთ. მისი მომზადება დიდ დროსა და განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს, მისი გემო კი არასდროს დაგავიწყდებათ.

გამომცხვარი კალმახის რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.


1 ულუფა გამომცხვარი კალმახის მოსამზადებლად საჭიროა:
კალმახი - 1 ცალი;
ნიორი - 2 კბილი;
ოხრახუში 3-4 ღერი;
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით;
ლიმონი - ნახევარი;
თხევადი ბოლის ესენცია - 1 ჩაის კოვზი.


გარნირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ყაბაყი - 30 გრ;
სტაფილო - 30 გრ;
ბროკოლი - 50 გრ;
წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა - 40 გრ;
ქამა სოკო - 60 გრ;
ორეგანო (თავშავა) - ნახევარი ჩაის კოვზი.

მომზადების წესი:
აარჩიეთ საშუალო ზომის კალმახი და  კარგად გაასუფთავეთ.
შუაზე  გაჭრილ კალმახს გამოაცალეთ ფხა და მოათავსეთ ფოლგაზე.
გაჭრილი თევზის შუაგულში მოათავსეთ შუაზე გაჭრილი ნიორი და ოხრახუში (დაუჭრელად).
დაამარილეთ, მოაყარეთ შავი პილპილი, ზემოდან მოასხით ლიმონის წვენი და ბოლის ესენცია.
კალმახი კარგად შეფუთეთ ფოლგაში და 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით.
დაახლოებით, 12 წუთის შემდეგ გამოიღეთ თევზი ღუმელიდან, გახსენით ფოლგა, თევზის შუაგულიდან ამოიღეთ ნიორი და ოხრახუში, გამომცხვარი კალმახი გადაიტანეთ ცალკე თეფშზე და ახლა გარნირის მომზადებას შეუდექით.


კარგად გარეცხილი და დაჭრილი ბოსტნეული (ყაბაყი, სტაფილო, ბროკოლი, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ქამა სოკო) მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ მარილი, დაჭყლეტილი ნიორი და ნახევარი ჩაის კოვზი ორეგანო.
თეფშზე მოთავსებულ კალმახს გვერდით მოუწყვეთ მოთუშული ბოსტნეული. 


შენიშვნა:
თუკი შებოლილი არომატი ან გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ, ბოლის ესენციის ნაცვლად, გაჭრილ თევზში მრგვლად დაჭრილი პომიდორი მოათავსოთ.  
თუკი ღუმელიდან თევზის გამოღების შემდეგ შეამჩნევთ, რომ თევზი ჯერ კარგად არ არის გამომცხვარი, კვლავ გადაახვიეთ ფოლგაში და გააგრძელეთ მისი გამოცხობა კიდევ რამდენიმე წუთით.
ორეგანოს ქართულად თავშავას უწოდებენ, რომელიც საქართველოში, ძირითადად, იმპორტირებული მშრალი სუნელის სახით იყიდება. მაღაზიებში მისი მოძებნა „ორეგანოს“ სახელწოდებით უფრო გაგიადვილდებათ.

გემრიელად მიირთვით!


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?