დაკონსერვებული თინუსის სალათი სპეციალური სოუსით - მსუბუქი და ნოყიერი კერძი

კულინარია

11 თებერვალი 10:00, 2016 წელი

ალბათ, გახსოვთ, თინუსის სალათის რეცეპტი გასულ წელს შემოგთავაზეთ. დღევანდელი რეცეპტი მისგან ოდნავ განსხვავდება. თინუსის სალათს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, პიკანტურ გემოს სპეციალური სოუსი აძლევს.

დაკონსერვებული თინუსის სალათი რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეულ ალექსანდრე კოშკელოვის რეცეპტით.


თინუსის სალათის მოსამზადებლად საჭიროა:
სალათის ფურცლები - 60 გრ;
სტაფილო - 20 გრ;
წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა - 40 გრ;
მჟავე კიტრი - 20 გრ;
დაკონსერვებული თინუსი - 1 ცალი;
სეზამის მარცვალი - ნახევარი ჩაის კოვზი;
კვერცხი - 1 ცალი;
დრესინგი (სპეციალური სოუსი).


მომზადების წესი:
დაწეწილი სალათის ფურცლები მოათავსეთ ჯამში.
დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, მჟავე კიტრი, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა.
დაჭერით მოხარშული კვერცხი (ჯერ შუაზე და მერე სიგრძეზე).  
მოასხით სპეციალური სოუსი, კარგად ამოურიეთ და გადაიტანეთ სასალათეზე.
გახსენით დაკონსერვებული თინუსი, გადაუწურეთ წყალი და თინუსის ნაჭრები სასალათეზე მოთავსებულ მასას გვერდებში ლამაზად მოუწყვეთ.
ბოლოს მოაყარეთ სეზამის მარცვლები. 


სოუსისთვის საჭირო მასალა და მომზადების წესი:
მაიონეზი - 50 გრ;
ტკბილი მდოგვი - ნახევარი ჩაის კოვზი;
მეოთხედი ლიმონის წვენი;
გატარებული ნიგოზი - 10 გრ;
სოიოს სოუსი - 10 გრ.
მარილი - გემოვნებით.
ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ და უგემრიელესი სოუსი მზად არის.
ის არა მხოლოდ თინუსის, არამედ სხვა სალათებზე მოსასხმელადაც გამოგადგებათ.


შენიშვნა:
დაკონსერვებული თინუსის სალათს მარილის დამატება არ სჭირდება, რადგან მჟავე კიტრი მარილიანია და სალათზე მოსასხმელი დრესინგიც მარილს შეიცავს.
თინუსის სალათის გასაფორმებლად შეგიძლიათ, მოხარშული კვერცხი გამოიყენოთ - დაჭერით მოხარშული კვერცხი ოთხ ნაწილად  და მოუწყვეთ სალათს გარშემო.
დაკონსერვებული თინუსის სალათის მოსამზადებლად 10 წუთიც საკმარისია.

გემრიელად მიირთვით! 


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?