კარამელის კრემი - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ

კულინარია

31 იანვარი 12:00, 2016 წელი

სანამ უგემრიელესი კარამელის კრემის რეცეპტს გაგიმხელდეთ, შეგახსენებთ, რომ კარამელი მაღალ გრადუსზე მშრალად გამდნარი შაქარია. ტემპერატურის სიდიდის მიხედვით, კარამელი იღებს ოქროსფერ-მუქ ყავისფერ ფერებს და თავისებურ არომატს. შაქარი დნობას დაახლოებით 135°C-ზე იწყებს, თუმცა, ნამდვილი კარამელის გემოსა და ფერის მისაღებად საჭიროა, მინიმუმ, 150°C. მუქი ფერი და ინტენსიური კარამელის გემო კი 180°C-დან 200°C-მდე მიიღება.


ფერითა და გემოვნური თვისებებით, კარამელი ცნობილი „ირისის“ კანფეტსა და მოხარშულ, შესქელებულ რძეს წააგავს. როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კარამელის კრემი სახლის პირობებში, განსაკუთრებული ძალისხმევისა და დიდი დანახარჯების გარეშე? ამას ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველისთვის ჩვენი მასპინძელი, ჭავჭავაძის გამზირის N75-ში მდებარე რესტორან „შატროს“ევროპული სამზარეულოს შეფ-მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გაგვიმხელს.


კარამელისთვის საჭიროა:


შაქარი - 200 გრამი
ნაღები - 200 გრამი ნედლი (აუთქვეფავი) 
კარაქი - 50 გრამი


ტაფა დადგით მაღალ ცეცხლზე. კარგად რომ გახურდება, დააყარეთ შაქარი და დააკვირდით, როდის დაიწყებს დნობას. სასურველია, რომ შაქარს არ მოურიოთ, მხოლოდ ხის კოვზით ჩამოფხიკეთ ტაფის კედლებიდან.
როცა შაქარი კარგად გადნება და ყავისფერ შეფერილობას მიიღებს, დაასხით ნაღები და შეუწყვეტელი მორევით გააგრძელეთ დუღება.
კარგად რომ გასქელდება, ტაფაში კარაქი ჩააგდეთ და მორევა ხელის სათქვეფელათი გააგრძელეთ. კარამელი რამდენიმე წუთი კიდევ ურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
კარამელი მზადაა. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ასე, ისე კრემის ან მუსის სახითაც.


 


კარამელის კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ წყალზე მოდუღებული კრემი.


კრემისთვის საჭიროა:


წყალი - 250 გრ 
ფქვილი - 3 სუფრის კოვზი 
შაქარი - ნახევარი ჭიქა.
ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები ხელის სათქვეფელათი ერთმანეთში კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ.

როცა კრემიც და კარამელიც კარგად შეგრილდება, ერთმანეთს შეურიეთ და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.


შენიშვნა:
თუ კარამელს ათქვეფილ ნაღებს შეურევთ, ჰაეროვან და ფაფუკ კარამელის მუსს მიიღებთ.
თუ გსურთ, რომ თქვენი კარამელი უფერო და გამჭვირვალე იყოს, ნაღების ნაცვლად, ლიმონის წვენი უნდა დაუმატოთ.


ორი სუფრის კოვზი კარამელი შეიცავს:
103/კილოკალ.; 0.04 ცხიმს;  27.02 გრ. კარგოჰიდრატებს;  0.4 გრ. ცილებს;  0.62 გრ. პროტეინს; 0.0 მილიგრამ ქოლესტერინს.  


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?