ხაჭოს ტორტი - ხაჭოსა და არაჟნის კომბინაცია უგემრიელეს ჩიზქეიქში

კულინარია

7 თებერვალი 12:00, 2016 წელი

უგემრიელესი ხაჭოს ტორტი, ანუ ჩიზქეიქი, მარტივად მოსამზადებელი ნუგბარია, რომელიც ყველაზე პრეტენზიული გურმანის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ჩიზქეიქის უამრავი ნაირსახეობა არსებობს: გამომცხვარი, გამოუცხობი, სხვადასხვა ხილითა და ინგრედიენტებით.


ინგლისელები გამოუცხობ ჩიზქეიქს ამჯობინებენ, რომელსაც ყველში ჟელატინი აქვს დამატებული. ფრანგები ნუგბარს ყველით აკეთებენ და ხილით რთავენ. იაპონელები ყველში ჩაის ურევენ, ბელგიელები და ჰოლანდიელები კი ჩისქეიქს ორცხობილასა და შოკოლადის ნაფხვენებს აყრიან. ჩიზქეიქისთვის ძირითადად, ფილადელფიური ყველი გამოიყენება, თუმცა ქართულ რეალობაში შეგვიძლია, წარმატებით ჩავანაცვლოთ ხაჭოთი და არაჟნით.
ჭავჭავაძის გამზირის N75-ში მდებარე რესტორანი „შატროს“ევროპული სამზარეულოს შეფ-მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი, ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველისთვის, უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი ჩიზქეიქის რეცეპტს გაგვიზიარებს.


ჩიზქეიქის ძირისთვის საჭიროა:


კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 
100 გრ 
კარაქი - 
100 გრამი 
ფქვილი - 
100 გრამი


კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
დაუმატეთ კარაქი, ფქვილი, კიდევ რამდენიმე წუთით თქვიფეთ და ცომი ღრმა, ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით.
ფორმა 170 გრადუსზე გახურებულ ჰაერღუმელში შედგით.
დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.  


ჩიზქეიქის ზედა ფენისთვის საჭიროა:


ხაჭო - 800 გრ. 
არაჟანი - 
650 გრ. 
შაქარი - 
170 გრ 
ფქვილი - 
100 გრ
5 ლიმონის ცედრა (გახეხილი კანი)
1 ფორთოხლის ცედრა


ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები მიქსერში კარგად ათქვიფეთ და ჩაასხით იმავე ფორმაში, რომელშიც ჩიზქეიქის გამომცხვარი ძირია.
შედგით ჰაერღუმელში 150 გრადუსზე და აცხვეთ, დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში.
ჩიზქეიქის ზედა ფენა ძალიან კარგად  უნდა გამოცხვეს, ამიტომ, პერიოდულად, ხის წვრილი ჩხირით შეამოწმეთ. ჩხირი სრულიად მშრალი უნდა იყოს.


შენიშვნა:
გამომცხვარი ჩიზქეიქი მოყავისფრო-ოქროსფერი უნდა იყოს.
გაითვალისწინეთ, რომ სანამ არ გაცივდება, ჩიზქეიქის ფორმიდან ამოღება არ შეიძლება, რადგან აუცილებლად დაიშლება.
გაცივებულ დესერტს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.
თუ გაქვთ, მოაწყვეთ ცოცხალი ჟოლო ან ფორთოხლის ნაჭრები და ჟოლოს ტოპინგი მოასხით.

გემრიელად მიირთვით!

ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია.


დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.