შავ ღვინოში მოხარშული ვაშლი თხილითა და ნუშით - პიკანტური ნუგბარი

კულინარია

14 თებერვალი 12:00, 2016 წელი

თუ გსურთ, რომ თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები საუცხოო და პიკანტური გემოს მქონე ნუგბარით გააოცოთ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. 


ჭავჭავაძის გამზირის N75-ში მდებარე რესტორანი „შატროს“ევროპული სამზარეულოს შეფ-მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი ექსკლუზიურად „funtime“-ის  მკითხველებისთვის შავ ღვინოში მოხარშული ვაშლის რეცეპტს გაგვიზიარებს.


გულსართისთვის საჭიროა:
ნუში - 20 გრ.
ქართული თხილი - 20 გრ.
ალუბლის ლიქიორი - 50 გრ.
შაქარი 1 ნახ. ჩაის კოვზი.


გულსართის მომზადების წესი:
ნუში და თხილი წვრილად დაკეპეთ ან გაატარეთ და ტაფაზე მსუბუქად მოხალეთ.
მოხალვის პროცესში დააყარეთ შაქარი და დაასხით ლიქიორი.
ამ დროს ტაფას შესაძლოა, ცეცხლის ალი მოეკიდოს, მაგრამ არ შეგეშინდეთ. თხილიან მასას რამდენჯერმე კარგად მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
თქვენ მიიღებთ გოზინაყისმაგვარ, გემრიელ მასას.  


ვაშლის სოუსისთვის საჭიროა:
მწვანე ვაშლი -1 ცალი
კარაქი - 50 გრ.
დარიჩინი - ჩაის კოვზის წვერზე
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
შავი ღვინო - 150 გრ.



ვაშლის სოუსის 
მომზადების წესი:
მწვანე ვაშლს მოაჭერით თავი და ჩაის კოვზის დახმარებით, ფრთხილად ამოუღეთ გული.
დაბალ ცეცხლზე დაადგით ქვაბი.
ქვაბი რომ გათბება, ჩააგდეთ კარაქის ნახევარი და ჩადეთ ვაშლი.
დაახლოებით, 2 წუთის შემდეგ ვაშლი ამოიღეთ და გულში ჩაუდეთ თხილისა და ნუშისგან მომზადებული გულსართი.
ვაშლი დააბრუნეთ ქვაბში, დაადეთ კარაქის მეორე ნახევარი და მოჭრილი თავი დაახურეთ.
ქვაბში ჩაასხით ღვინო, დაუმატეთ თაფლი, დარიჩინი და დაახურეთ თავსახური.
ვაშლი, დაახლოებით, 20-25 წუთის განმავლობაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა გამოაცხოთ.
სუფრაზე ცხელ-ცხელი უნდა მიიტანოთ და თავზე თავისივე, ღვინისა და თაფლის სოუსი მოასხათ.


შენიშვნა:
ვაშლის მოხარშვა (გამოცხობა) ჰაერღუმელშიც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, ქვაბის ნაცვლად, ისეთი ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ, რომელსაც თავი მჭიდროდ დაეხურება.
ცეცხლის ალი ამ შემთხვევაშიც ძალიან დაბალი უნდა იყოს.

გემრიელად მიირთვით!

ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია.



 


 

დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.