გებჟალია - მეგრული სამზარეულოს გამორჩეული კერძი

კულინარია

3 მარტი 12:00, 2016 წელი

დღეს პოპულარული გებჟალიას რეცეპტს შემოგთავაზებთ. ეს კერძი, ხშირად, მრავალრიცხოვან სუფრებთან და განსაკუთრებულ დღეებთან  ასოცირდება, თუმცა დღეს დარწმუნდებით, რომ მისი მომზადება იმდენად მარტივია, რომ აუცილებლად მოგინდებათ მისი ყოველდღიურ მენიუში შეტანა. ყველითა და ნადუღით მომზადებული კერძი, რომელსაც პიტნის გამოკვეთილი არომატი დაჰკრავს - ეს უგემრიელესი გებჟალიაა.


გებჟალიას რეცეპტს რესტორან „შატროს" გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვთავაზობს. 


გებჟალიას მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
სულგუნი - 300 გრამი;
ნადუღი - 200 გრამი;
დანაყული პიტნა - 50 გრამი;
მარილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
გებჟალიას მოსამზადებლად, უმჯობესია, სქელძირიანი ქვაბი შეარჩიოთ. ჩაასხით ქვაბში წყალი და აადუღეთ. სანამ წყალი წამოდუღდება, დაჭერით სულგუნი, მაქსიმალურად, თხელ ნაჭრებად, შემდეგ კი სულგუნის ნაჭრები ადუღებულ წყალში, ნელ-ნელა ჩაუშვით. ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ, მოიმარჯვეთ ხის კოვზი და დაიწყეთ ქვაბში ყველის მორევა. თანდათანობით შეამჩნევთ, რომ ყველის ნაჭრები ერთმანეთში შეერთდა. როგორც კი ერთგვაროვან მასას მიიღებთ და სულგუნის ზედაპირი პრიალა გახდება, ამოღეთ ყველის გუნდა ქვაბიდან, გადაიტანეთ ხის დაფაზე და კარგად გააბრტყელეთ. დანაყულ პიტნას დაასხით ძალიან ცოტა რაოდენობით წყალი და უკვე, გათხელებულ სულგუნს ზემოდან კარგად გადაუსვით. ყველის დამუშავება ხელით განაგრძეთ, რომ პიტნა კარგად შევიდეს მასაში. ცალკე ჯამში მოთავსებულ ნადუღს მოაყარეთ დანაყული პიტნა და ცოტაოდენი მარილი, კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და გაბრტყელებულ სულგუნზე, ზემოდან ხელით ან თუ გნებავთ, კოვზით გადაანაწილეთ. ბოლოს კი, გაბრტყელებული ყველის ფენა რულეტივით გადაახვიეთ. უკვე შეგრილებული სულგუნის რულეტი საშუალო ნაჭრებად დაჭერით და თეფშზე გადაიტანეთ.
გებჟალიას ბევრი მშრალად მიირთმევს, ბევრს კი მისივე წვენში ჩაწყობილი გებჟალიას ნაჭრები უფრო მოსწონს. გებჟალიას წვენი უმარტივესი მოსამზადებელია. ქვაბში დარჩენილ სულგუნის ნახარშს კარგად ნადაყული პიტნა, ნადუღი და ოდნავ მარილიც დაუმატეთ. კარგად შეაზილეთ ერთმანეთში, ისე, რომ საშუალო სისქის მასა მიიღოთ და მიღებული წვენი ღრმა ჯამზე ან თეფშზე გადაიტანეთ. დაელოდეთ მის შეგრილებას და ბოლოს, დაჭრილი გებჟალიას ნაჭრები ამ წვენშივე ჩააწყვეთ. სულ ეს იყო, უგემრიელესი გებჟალია მზად არის!


შენიშვნა:
გებჟალიას ბევრი რძეში ამზადებს, თუმცა, მისი წყალზე მომზადებაც მიღებულია.
გაბრტყელებულ სულგუნს, ნადუღთან ერთად, შეგიძლიათ, ოდნავ აჯიკაც გადაუსვათ. ეს თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.
გებჟალიას მომზადებისას, ეცადეთ, კერძი არ გადაამლაშოთ. შეარჩიეთ ნაკლებმარილიანი ყველი  და ნადუღსაც მარილი ძალიან მცირე რაოდენობით მოაყარეთ.
ქვაბიდან ამოღებული სულგუნის გუნდა მის შეგრილებამდე გააბრტყელეთ. ცხელი ყველი უფრო ადვილად მოგყვებათ ხელში.
გებჟალიას გასაფორმებლად შეგიძლიათ, ბროწეულის მარცვლები, სალათის ფურცლები და უმი სტაფილო გამოიყენოთ.
გებჟალიას, ტრადიციულად, ღომთან მიირთმევენ, თუმცა ესეც გემოვნების საკითხია. 
გებჟალიას მოსამზადებლად, მაქსიმუმ, 30 წუთი დაგჭირდებათ.


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?