„ქუქისი“ - შოკოლადიანი ნამცხვარი 10 წუთში

კულინარია

13 მარტი 12:00, 2016 წელი

 „ქუქისი“ უგემრიელესი და ძალიან მარტივად გასაკეთებელი ამერიკული ორცხობილაა, რომლის რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს კონდიტერი ხათუნა კიზირია გაგვიზიარებს.

შემადგენლობა:
შაქარი - 150 გრ.
კარაქი - 100 გრ.
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 170 გრ. (შეიძლება 100 გრ. ფქვილი და 70 გრ. ჰერკულესი)
გამაფხვიერებელი - 5 გრ. (1 ჩაის კოვზი)
შავი შოკოლადი - 100 გრ.


მომზადების ტექნოლოგია:
არაჟნის კონსისტენციამდე დარბილებული კარაქი და შაქარი ხელის სათქვეფელათი მსუბუქად ათქვიფეთ. დაუმატეთ კვერცხი და ორიოდე წუთი კიდევ თქვიფეთ. 
ათქვეფილ მასას ერთი ჩაყრით დაუმატეთ ფქვილი, რომელშიც არეულია გამაფხვიერებელი და ცომი ხის კოვზით ამოურიეთ. 
დაამატეთ წვრილად დაჭრილი (და არა გახეხილი) შოკოლადი, კარგად მოურიეთ და გაამზადეთ, დაახლოებით, მოზრდილი კაკლის ზომის ბურთულები. 
საკონდიტრო ქაღალდს წაუსვით ცხიმი, დააფინეთ ჰაერღუმელის თუნუქის ფირფიტაზე და მოაწყვეთ ცომის ბურთულები. 
ცხვება 195 გრადუსზე, 10-12 წუთის განმავლობაში.


შენიშვნა:
ცხობის დროს ცომის ბურთულები მოცულობაში იმატებს, ამიტომ, ერთმანეთს რომ არ მიეკროს, თუნუქის ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით უნდა დაალაგოთ.

გემრიელად მიირთვით!

ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია.



 

დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...