ლიმონის კრემისთვის საჭიროა:
ლიმონის წვენი -150 გრ.
კვერცხის გული - 7-8 ცალი (150 გრ)
1 მთლიანი კვერცხი
შაქარი -180 გრ.
კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი - 2 ჩაის კოვზი
კუბიკებად დაჭრილი კარაქი - 180 გრ.
მომზადება:
სანამ კრემის მომზადებას დაიწყებთ, დაჭერით პატარა კუბიკებად კარაქი და დაარეზერვეთ.
კვერცხის გულები, მთლიანი კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
თქვეფის პროცესში დაუმატეთ სახამებელი და კიდევ 2-3 წუთი თქვიფეთ.
აადუღეთ ლიმონის წვენი (არ ჩაგიშრეთ) და მდუღარე დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს.
2-3 წუთის განმავლობაში ისევ თქვიფეთ და მიღებული მასა ლიმონის ქვაბში დააბრუნეთ.
დადგით საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტელი მორევით მოადუღეთ.
როგორც კი მასა შესქელდება, კრემი ჯამში გადმოიტანეთ, დაუმატეთ მაცივრიდან გამოღებული კარაქის კუბიკები და ხის კოვზით წრიულად მოურიეთ, რომ კარაქი ცხელ მასაში ჩადნეს.
ლიმონის მუსისთვის საჭიროა:
300 გრ ნაღები
ლიმონის კრემი
მომზადების ტექნოლოგია:
ნაღები ათქვიფეთ. კარგად რომ აფუმფულდება, თითო კოვზობით დაამატეთ ლიმონის კრემი.
ნაღების კრემთან შერევა ხდება შეჩვევის პრინციპით, ანუ კრემი და ნაღები აუცილებლად ერთი ტემპერატურის უნდა იყოს, თორემ აიჭრება.
გემრიელად მიირთვით!
ფოტოგრაფი ნინუცა მანდარია