ნიგვზიანი ხარჩო ხბოს ხორცით

კულინარია

17 მარტი 12:00, 2016 წელი

ნიგვზისა და სხვადასხვა არომატული სუნელების ნაზავი ამ კერძს პიკანტურ გემოს აძლევს. ხარჩოს მომზადება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, ამიტომ თქვენც სცადეთ და ისიამოვნეთ შედეგით.

ხარჩოს რეცეპტს რესტორან „შატროს“ მზარეული დავით გიორგბერიძე გვთავაზობს.


ხარჩოს მოსამზადებლად საჭიროა:
ხბოს ხორცი - 1 კგ;
გატარებული ნიგოზი - 300 გრ;
უცხო სუნელი, დაფქული წიწაკა, ყვითელი ყვავილი - თითო-თითო ჩ/კ;
ხმელი ქინძი - 1/2 ჩ.კ;
ნიორი 5-6 კბილი;
ხახვი - 2-3 ცალი;
ტომატი - 1 ს.კ;
მარილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
კუბიკებად დაჭრილი ხბოს ხორცი კარგად გარეცხეთ და მოსახარშად დადგით.
როგორც კი წამოდუღდება, გამოუცვალეთ ნახარში წყალი და ხარშვა გააგრძელეთ.
ხორცის მოხარშვას ცოტა რომ დააკლდება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
10-15 წუთის შემდეგ, ცალკე ჯამში გადაწურეთ ნახარში და ნუ იჩქარებთ მის გადაღვრას. 
ქვაბში დარჩენილ ხორცსა და ხახვს დაუმატეთ ზეთი, 1 სუფრის კოვზი ტომატი და კარგად მოხრაკეთ. გატარებული ნიგოზი გახსენით ხორცის ნახარშ წყალში. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, დაფქული წიწაკა, ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილი.
მიღებული ფაფისებური მასა ჩაამატეთ ქვაბში და წამოადუღეთ 3-5 წუთის განმავლობაში.
ბოლოს დაამატეთ მარილი და გაზქურა გამორთეთ.
კერძი მზად არის!


შენიშვნა:
ხარჩოს მოსამზადებლად, უმჯობესია, სქელძირიანი ქვაბი შეარჩიოთ.
ხახვს მოშუშვის დროს, ტომატთან ერთად, შეგიძლიათ, ოდნავ აჯიკაც დაუმატოთ.
ხარჩოს მომზადებისას შეგიძლიათ:
ა) ხახვი ხორცთან ერთად წყალში ჩახარშოთ, როგორც ზემოთ არის მითითებული;
ბ) ნახარში წყალი გადაწუროთ, ქვაბში დარჩენილ ხორცს კი ზეთი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ტომატი დაამატოთ და ასე გააგრძელოთ მომზადება.
თუკი ხარჩო სქელი კონსისტენციის გამოგივათ, დაამატეთ ცალკე ჯამში გადაწურული ხორცის ნახარში წყალი.
ხარჩოს მომზადების დრო ხორცის მოხარშვაზეა დამოკიდებული.
ხორცის მოხარშვის შემდეგ კი 15-20 წუთიც საკმარისია.



ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?