ხრამუნა და ნოყიერი კიევური კატლეტი

კულინარია

24 მარტი 12:00, 2016 წელი

კიევურად კატლეტის მომზადების მრავალი ხერხი არსებობს. დღეს ყველაზე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელსაც რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი ექსკლუზიურად Funtime-ის მკითხველებს გიზიარებთ.

1 ულუფა კიევური კატლეტის მოსამზადებლად საჭიროა:


ქათმის ფილე - 200 გრ;
კვერცხი - 1 ცალი;
ნიორი - 1 კბილი;
საფანელი - 100 გრ;
პურის ფქვილი - 50 გრ;
ლიმონი - ნახევარი;
კარაქი - 50 გრ;
მარილი, პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
ჯამში ჩადეთ კარაქი, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარგად მოზილეთ.
კარგად დაბეგვილ ქათმის ფილეს წაუსვით დაჭყლეტილი ნიორი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. დაადეთ ზედ მოზელილი კარაქი. შემდეგ კი ფილეს ნაჭერი გადაახვიეთ.
გადახვეული ფილე ამოავლეთ პურის ფქვილში და ჩადეთ საყინულეში, დაახლოებით, ნახევარი საათით.
როგორც კი საყინულიდან გამოიღებთ, ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში.
ეს პროცედურა ორჯერ გაიმეორეთ, რათა ფილე კარგად შეიკრას და კარაქმა არ გამოჟონოს.  
ქვაბში ჩაასხით ბლომად ზეთი (ისე, რომ კატლეტი კარგად დაიფაროს).
როგორც კი ზეთი ადუღდება, ჩადეთ ქვაბში კატლეტი და ცეცხლს ოდნავ დაუკელით.
კატლეტი ხშირად გადააბრუნეთ და  ყურადღება მიაქციეთ, რომ  ყველა მხრიდან თანაბრად დაიბრაწოს.


შენიშვნა:
კატლეტის შეწვის პროცესი, დაახლოებით, 25 წუთი უნდა გაგრძელდეს, ამიტომ, უმჯობესია, ნელ ცეცხლზე მოამზადოთ.
სასურველია, გადახვეული ქათმის ფილე საკვების შესაფუთ პარკში შეახვიოთ და შემდეგ ჩადოთ საყინულეში.
კიევური კატლეტის შესაწვავად შედარებით თხელი ფილეს ნაჭერი შეარჩიეთ.
კიევური კატლეტისთვის გარნირად შეგიძლიათ, პიურე მოამზადოთ.
მოასხით ტყემალი, კეტჩუპი ან საწებელი და გემრიელად მიირთვით!


ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?