ბოსტნეულის კატლეტი - უგემრიელესი სამარხვო კერძი

კულინარია

14 აპრილი 12:00, 2016 წელი

გაამრავალფეროვნეთ თქვენი მენიუ საგაზაფხულოდ და ჩაინიშნეთ ბოსტნეულის კატლეტის უმარტივესი რეცეპტი. ეს უგემრიელესი კერძი ორგანიზმისთვის აუცილებელ უამრავ ვიტამინს შეიცავს.


ბოსტნეულის კატლეტის რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვთავაზობს.


ბოსტნეულის კატლეტის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
სტაფილო - 2 ცალი;
კარტოფილი - 2 ცალი;
მოხარშული ბარდა - 100 გრ;
მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი:
მწვანე ხახვი - 50 გრ;
კამა - 50 გრ;
პურის ფქვილი - 2 ს/კ;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
მოხარშული სტაფილო და კარტოფილი დაჭერით წვრილად.
მოათავსეთ მოზრდილ ჯამში მოხარშულ ბარდასთან ერთად.
დაუმატეთ ასევე, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (წითელი და მწვანე), მწვანე ხახვი, კამა და პურის ფქვილი.
ბოლოს კი დაამატეთ მარილი და შავი პილპილი, რა თქმა უნდა, გემოვნებით. ჯამში მოთავსებული ინგრედიენტები ხელით კარგად გადაზილეთ, ისე, რომ სქელი და მკვრივი მასა მიიღოთ.
შემდეგ, მიეცით კატლეტის ფორმა და დააწყვეთ კარგად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე.
როგორც კი კატლეტის ერთი მხარე შეიბრაწება, გადააბრუნეთ.
თანაბრად შეწვით ორივე მხრიდან და გემრიელად მიირთვით.


შენიშვნა:
ბოსტნეულის კატლეტის შესაწვავად, ტაფა კარგად გააცხელეთ, ხოლო როგორც კი ზედ კატლეტებს დააწყობთ, ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ;
ბოსტნეულის კატლეტების შეწვის დროს, ტაფას თავსახური არ დააფაროთ;
ბოსტნეულის კატლეტი შეგიძლიათ, სხვადასხვა გარნირთან ერთად მიირთვათ. მაგალითად: პიურე, მოხარშული წიწიბურა ან მოუწყვეთ თეფშზე, უბრალოდ, უმი, გახეხილი სტაფილო;
ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინგრედიენტების რაოდენობით, დაახლოებით, 10 ცალი კატლეტის მომზადდება და მაქსიმუმ, 20 წუთი დაგეხარჯებათ.


ფოტოგრაფი: გოგა მოსიაშვილი


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?