ფერადი სალათა უმი სოკოთი

კულინარია

5 მაისი 12:00, 2016 წელი

გასტრონომიულად დატვირთული დღეების შემდეგ გთავაზოთ ბოსტნეულის სალათის რეცეპტს, რომლისთვის საჭირო პროდუქტიც ნებისმიერი ოჯახის მაცივარში ინახება...

ბოსტნეულის სალათის რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.


ბოსტნეულის სალათის მოსამზადებლად საჭიროა:
სალათის ფურცლები
წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა - 2 ცალი;
სტაფილო - 1 ცალი;
კიტრი - 1 ცალი;
ქამა სოკო - 100 გრამი;
ლიმონი - ნახევარი;
ზეითუნის ზეთი - 30 გრ;
მწვანე ხახვი - 2-3 ღერი;
ბალზამიკო - გემოვნებით;
სოიოს სოუსი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
სალათის ფურცლები დაჭერით საშუალო ზომაზე და მოათავსეთ ჯამში.
სალათის ფურცლებს დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა.
შემდეგ, დაამატეთ კანიანად დაჭრილი კიტრი, უმი ქამა სოკო და მწვანე ხახვი. მიღებულ მასალას მოასხით ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი, ბალზამიკო და სულ ბოლოს, ზეითუნის ზეთი. ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე, გაალამაზეთ და გემრიელად მიირთვით.


შენიშვნა:
ბოსტნეულის სალათს მარილის დამატება არ სჭირდება, რადგან ბალზამიკო და სოიოს სოუსი მარილს შეიცავს და სალათი, შესაძლოა, გადაამლაშოთ;
თუკი სახლში სეზამის მარცვალი გეგულებათ, გამზადებულ სალათს სულ ბოლოს მოაყარეთ. ეს კერძს გაალამაზებს და განსხვავებულ გემოსაც შესძენს.
უმი ქამა სოკოს მირთმევის ნუ შეგეშინდებათ, ის ორგანიზმისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ბოსტნეულის სალათის მომზადებას 10 წუთი დასჭირდება.


გემრიელად მიირთვით!
ფოტოგრაფი: გოგა მოსიაშვილი


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?