სამარხვო დრიანიკი - უკრაინული კერძი კარტოფილითა და კამით

კულინარია

21 აპრილი 12:00, 2016 წელი

დრიანიკი უკრაინული კერძია და, როგორც წესი, მას კარტოფილით, არაჟნითა და კვერცხით ამზადებენ, თუმცა დღეს სამარხვო ვარიანტს შემოგთავაზებთ - მისი მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო გემო - დაუვიწყარი.

სამარხვო დრიანიკის რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვთავაზობს.


სამარხვო დრიანიკის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
კარტოფილი - 3  ცალი;
პურის ფქვილი - 4 ს/კ;
სამარხვო მაიონეზი - 50 გრ;
ნიორი - 2 კბილი;
კამა -  50 გრ;
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
უმი კარტოფილი გახეხეთ მსხვილად. შემდეგ კი აუცილებლად გაწურეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაამატეთ პურის ფქვილი და ხელით კარგად მოზილეთ, ისე რომ სქელი და მკვრივი მასა მიიღოთ.
ბოლოს მიეცით მრგვალი ფორმები და კარგად გაცხელებულ ტაფაზე ზეთში შეწვით ორივე მხრიდან.
სანამ, დრიანიკები შეიწვება, შეგიძლიათ, სოუსი მოამზადოთ.
მაიონეზს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი კამა. კარგად გადაურიეთ და შემწვარ დრიანიკებთან ერთად გემრიელად მიირთვით.


შენიშვნა:
დრიანიკის შესაწვავად, ტაფა კარგად გააცხელეთ, ხოლო როგორც კი კატლეტებს დააწყობთ, ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ; 
დრიანიკის შეწვის დროს ტაფას თავსახური არ დააფაროთ;
ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტებით, დაახლოებით, 10 ცალი სამარხვო დრიანიკი გამოცხვება;
დრიანიკის მოსამზადებლად 20 წუთი საკმარისია.


ფოტოგრაფი: გოგა მოსიაშვილი


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?