ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილი საზაფხულოდ - გვასწავლის პროფესიონალი

კულინარია

16 ივნისი 12:00, 2016 წელი

დღეს ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც უმარტივესად მზადდება, სტერილიზაცია არ სჭირდება და მომზადებიდან მეორე დღესვე შეგიძლიათ, მიირთვათ.

ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილის რეცეპტს რესტორან „შატროს“ გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვიზიარებს.


გთავაზობთ პროპორციებს 3-ლიტრიანი ქილისთვის. საჭიროების შემთხვევაში პროპორციებს შეცვლით ქილის ტევადობისა და გემოვნების მიხედვით.


ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილის მოსამზადებლად საჭიროა:
კიტრი - 1 კგ;
ნიახური - 50 გრ;
ნიორი - 30 გრ;
მწვანე ან წითელი წიწაკა - 2 ცალი;
კამა - 15 გრ;
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი;
ძმარი - 100 გრ;
მარილი - 1 ს/კ.


მომზადების წესი:  
ზემოჩამოთვლილი პროდუქტები საგულდაგულოდ გარეცხეთ.
ასევე, კარგად გარეცხეთ ჭურჭელი, რომელშიც კიტრის დამწნილებას აპირებთ. ქილაში ჩააწყვეთ კიტრი ვერტიკალურად. ჩააყოლეთ მწვანილები, ნიორი და წიწაკა. არ დაგავიწყდეთ დაამატოთ  დაფნის ფოთოლი.
შემდეგ ცივ წყალში გახსნილ მარილს დაამატეთ ძმარი და ჩაასხით ქილაში ისე, რომ შიგთავსი ბოლომდე დაიფაროს.
ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
მეორე დღეს კიტრის მწნილი მზად იქნება.


შენიშვნა:
ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილის მოსამზადებლად 15 წუთი საკმარისია;
შეარჩიეთ საშუალო ან პატარა ზომის კიტრები;
არ დაგავიწყდეთ, რომ სწრაფად დასამწნილებლად აუცილებლად უნდა დაასხათ ცივი წყალი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კიტრის დამწნილების ამგვარი წესი საზაფხულო ვარიანტია, რომელსაც სტერილიზაცია არ სჭირდება და მასში ბოტულიზმის ჩხირების გამრავლების შანსიც მინიმალურია.

გემრიელად მიირთვით!


ფოტოგრაფი ალექსანდრე სხულუხია.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?