სალათი „ცეზარი“ - ყველაზე მარტივი და განსხვავებული რეცეპტი

კულინარია

23 ივნისი 12:00, 2016 წელი

„ცეზარის“ რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.


„ცეზარის“ სალათის მოსამზადებლად საჭიროა:
ქათმის ფილე - 150 გრ;
სალათის ფოთოლი - 100 გრ;
ყველი (პარმაზანი ან გრანოპადანო) – 30 გრ;
ნივრიანი ორცხობილა (სუხარი) - გემოვნებით;
დრესინგი - 40 გრ.


პირველ რიგში, „ცეზარის“ სალათზე მოსასხმელი სოუსის (დრესინგის) მომზადების წესს გადავხედოთ. სოუსისთვის საჭიროა:
მაიონეზი - 30 გრ;
სოიოს სოუსი - 1 ჩ/კ;
კაპერსი - 2 ცალი;
ანჩოუსი - 2-3 გრ;
პარმაზანის ყველი - 2 გრ;
თეთრი პილპილი - 1 მწიკვი;
ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ;
ნიორი (დაჭყლეტილი) - 1 კბილი;
მოხარშული კვერცხი - ნახევარი.


ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და დააბლენდერეთ. ცეზარისთვის საჭირო სპეციალური სოუსი მზად არის.
დრესინგის მომზადება მარტივადაც შეგიძლიათ: მაიონეზს დაამატეთ ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი, თეთრი ან შავი პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი და ერთმანეთში კარგად გადაურიეთ.


ახლა კი „ცეზარის“ მომზადებას შევუდგეთ:
გარეცხილ ფილეს მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით ზეთმოსხმულ ტაფაზე.
როგორც კი ფილე ერთი მხრიდან შეიწვება და გადმოაბრუნებთ, ზედ მოასხით თეთრი ღვინო.
გარეცხილი სალათის ფოთლები დაჭერით საშუალო ზომებზე, მოასხით სპეციალური დრესინგი და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში.
დრესინგიანი სალათის ფოთლები გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე და ზედ დაალაგეთ შემწვარი ფილეს ნაჭრები.
ბოლოს კი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ნივრიანი სუხარი.


შენიშვნა:
იმისთვის, რომ „ცეზარი“ უფრო გემრიელი გამოგივიდეთ, გამოიყენეთ სხვადასხვა სახეობის სალათის ფოთლები.
თუკი ნივრიანი ორცხობილების სახლში მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ, სალათს ჩვეულებრივი „კუბეტები“ მოაყაროთ.
ამ სალათისთვის საჭიროა ყველი პარმაზანი ან გრანოპადანო, მაგრამ თუკი ყველის ეს სახეობები არ გაქვთ, შეგიძლიათ, „ცეზარი“ შებოლილი სულგუნით მოამზადოთ.

გემრიელად მიირთვით!


ფოტოგრაფი ალექსანდრე სხულუხია.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?