„ბეფსტროგანოვი“ - დაუვიწყარი გემო

კულინარია

7 ივლისი 12:00, 2016 წელი

ამ კერძის რეცეპტის ავტორი ფრანგი მზარეული ანდრე დიუპონია. მან ხორცის ასე მომზადება სპეციალურად გრაფი ალექსანდრ სტროგანოვისთვის მოიფიქრა (მე-19 ს. მიწურულს), რომელიც იმ დროისთვის უკვე უკბილო მოხუცებული იყო. კულინარიული შედევრი შექმნისთანავე დადებითად შეაფასეს და ხორცის ამ ფაფუკ კერძს დღემდე არ დაუკარგავს პოპულარობა. მისი მომზადება უმარტივესია, გემო კი - დაუვიწყარი...

„ბეფსტროგანოვის“ რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.


„ბეფსტროგანოვის“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
საქონლის ან ხბოს ხორცი - 200 გრ;
ხახვი - 1 პატარა თავი;
პურის ფქვილი - 1 ჩ/კ;
კარაქი - 20 გრ;
ტომატი პასტა - ნახევარი ჩ/კ;
არაჟანი - 1 ს/კ;
ნაღები - 2 ს/კ;
კარტოფილი - 1 ცალი;
მარილი და პილპილი - გემოვნებით;


მომზადების წესი:
კარგად გარეცხილი ხორცი დაჭერით ჟულიენებად და შეწვით კარაქში.
დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ურიეთ.
როგორც კი ხახვი მოითუშება, ტაფაზე მოაყარეთ პურის ფქვილი, შემდეგ კი დაამატეთ ტომატი, ნაღები და არაჟანი.
ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ.
ბოლოს კი დაამატეთ მარილი და პილპილი.
ამის შემდეგ სულ ცოტა ხანი გააჩერეთ ცეცხლზე და გამორთეთ.
ცალკე ტაფაზე შეწვით ძალიან წვრილად დაჭრილი კარტოფილი. მოაყარეთ მარილი, ცოტა პილპილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ტაფაში მომზადებული ხორცი გადმოიღეთ დიდ თეფშზე შუაგულში, გვერდებზე კი წვრილად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი შემოუწყვეთ.
სულ ეს არის.


შენიშვნა:
„ბეფსტროგანოვი“ სოკოთიც მზადდება და, ხორცის ნაცვლად, შეგიძლიათ სოკო გამოიყენოთ;
„ბეფსტროგანოვის“ მოსამზადებლად 20-25 წუთი საკმარისია.
ალბათ, გახსოვთ, რომ ხორციან ტაფაში ნაღებსაც ვასხამთ, მაგრამ, თუკი მიუხედავად ამისა, კერძი ოდნავ შესქელდა, შეგიძლიათ, სულ ცოტა წყალი დაამატოთ.
ძვირფასო დიასახლისებო, იცით, რომ ხბოს ხორცი სწრაფად მზადდება და „ბეფსტროგანოვის“ მოსამზადებლად სასურველია, ხბოს ხორცი გამოიყენოთ, საქონლის ხორცი კი უმჯობესია, წინასწარ მოხარშოთ და შემდეგ ტაფაზე მობრაწოთ.


გემრიელად მიირთვით!

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია



 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?