ტოლმა ვაზის ფოთოლში - რეცეპტი მოდური კულინარისგან!

კულინარია

14 ივლისი 12:00, 2016 წელი

ვაზის ფოთლების მომჟავო გემო ტოლმას განუმეორებელ არომატს აძლევს, მაწვნის სოუსი კი ამ კერძის გვირგვინია...


ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმის რეცეპტს რესტორან „შატროს“ გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვიზიარებს.


ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმის მოსამზადებლად საჭიროა:
საქონლის ხორცის ფარში - 250 გრ;
ღორის ხორცი - 50 გრ;
ბრინჯი - 50 გრ;
ხახვი - 1 თავი;
ქინძი - 20 გრ;
ნიორი - 5-6 კბილი;
ხმელი ქინძი - 5 გრ;
ვაზის ფოთლები - საჭიროების მიხედვით.
უცხო სუნელი, შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით;



მომზადების წესი:
ვაზის ფოთლებს მოაჭერით ყუნწები. გარეცხეთ, ჩააწყვეთ ცივ წყალში და ადუღეთ, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში. როგორც კი ქვაბიდან ამოიღებთ, გადაავლეთ ცივი წყალი და გაშლილად დაალაგეთ ცალკე თეფშზე.

გატარებულ ხბოსა და ღორის ხორცს დაამატეთ, ასევე, გატარებული ხახვი, მწვანილები და ნიორი. მოაყარეთ სუნელები და ხელით კარგად მოჭყლიტეთ. შემდეგ, დაამატეთ უმი ბრინჯი და კარგად შეაზავეთ ფარშს.

ვაზის ფოთოლი დადეთ დაფაზე გაშლილად, დაადეთ ზედ ფარში და გადაახვიეთ. გადახვეული ტოლმები ჩააწყვეთ ქვაბში, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ქვაბის ძირი ვაზის ფოთლებით დაფაროთ.

როგორც კი ქვაბში ვაზის ტოლმების ჩალაგებას მორჩებით, დაასხით ზედ მარილიანი წყალი იმ რაოდენობით, რომ ტოლმა წყლით დაიფაროს. დაადეთ ზედ მძიმე თეფში და დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით, 40 წუთი ხარშეთ.

სანამ ვაზის ფოთლის ტოლმა მოიხარშება, ნივრიანი მაწონი მოამზადეთ:
100 გრამ მაწონში დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კარგად მოურიეთ.
როცა ტოლმა მომზადდება, თეფშზე ამოიღეთ და ნივრიანი მაწონი ზემოდან მოასხით.

გემრიელად მიირთვით!



ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?