უნაზესი შოკოლადის „ქინდერი“ - ძნელია, ცდუნებას გაუძლო

კულინარია

16 ოქტომბერი 12:00, 2016 წელი

სიურპრიზებით სავსე და გემრიელი შოკოლადის „ქინდერი“ ყველა ბავშვის საყვარელი ნუგბარია, თუმცა იმავე სახელწოდების ტორტი თქვენი პატარებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. რესტორან „საამოს“ (ხეივინის შესახვევი #2) გამოცდილი შეფ-მზარეული ლევან თებიძე „ქინდერის“ ექსკლუზიურ რეცეპტს გვთავაზობს.

ბისკვიტის შემადგენლობა:
კვერცხი - 20 ცალი
შაქარი - 400 გრ.
ფქვილი - 300 გრ.
კაკაო - 140 გრ.


კრემის შემადგენლობა:
კარაქი - 500 გრ.
შესქელებული რძე - 400 გრ.
ნუთელა ან შავი შოკოლადი - 200 გრ.
ვანილი - დანის წვერით.


დასანამი სიროფი:
შოკოლადის ტოპინგი  - 50 გრ.
შაქარი - 100 გრ.
წყალი - 100 გრ.


შენიშვნა: ბისკვიტის ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტებიდან ორი ბისკვიტი უნდა გამოაცხოთ. შესაბამისად, ყველა პროდუქტი ორ ნაწილად უნდა გაყოთ.


მოქმედება 1:
10 კვერცხის ცილა მიქსერით მყარი, ღრუბლისებური მასის წარმოქმნამდე თქვიფეთ.
შემდეგ, თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, კვერცხის გულები და თქვეფა გააგრძელეთ.
მასა მოცულობაში კარგად რომ მოიმატებს, ერთმანეთში არეული კაკაო და ფქვილი ნელ-ნელა, საცრის დახმარებით დაუმატეთ.
ფქვილოვანი მასის გაცრა იმისთვისაა აუცილებელი, რომ ჰაეროვანი ბისკვიტი მიიღოთ.  
ფქვილის დამატების პროცესში ცომი ხის კოვზით ფრთხილად ურიეთ, რათა ფქვილი და კაკაო თანაბრად გადანაწილდეს.
ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ყალიბში და 180 გრადუსზე, 15 წთ. განმავლობაში აცხვეთ.
იმავე წესით უნდა გამოაცხოთ ბისკვიტის მეორე ფენაც.


მოქმედება 2:
სანამ ბისკვიტები ცხვება, შეგიძლიათ, დასანამი სიროფი და კრემი გაამზადოთ. დავიწყოთ სიროფით: შაქარი და წყალი აურიეთ და წამოადუღეთ.
დაუმატეთ შოკოლადის ტოპინგი ან უბრალო სეროფი, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.


მოქმედება 3:
მოამზადეთ კრემი. ამისთვის საჭიროა კარაქის კარგად ათქვეფა.
კარაქი  რომ აფუმფულდება და მოცულობაში მოიმატებს, დაუმატეთ შესქელებული რძე, ნუთელა ან გამდნარი შავი შოკოლადი და ვანილი.
ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ და კრემი მზადაა.


მოქმედება 4:
გაგრილებული ბისკვიტის ფენები დანამეთ, წაუსვით კრემი და თქვენი გემოვნებით გააფორმეთ.
გასაფორმებლად შეგიძლიათ, გახეხილი შოკოლადი ან შოკოლადის ჟელე გამოიყენოთ. 


გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?