ცომის შემადგენლობა:
კარაქი - 400 გრ.
ფქვილი - 5 ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
არაჟანი - 2 ჭიქა
სოდა ძმრით -1 ჩ/კ.
მწიკვი მარილი
გულსართის შემადგენლობა:
საქონლის გატარებული ხორცი - 1/2 კგ.
კარაქი - 250 გრ.
ხახვი - 300 გრ.
პილპილი, მარილი, ქონდარი და ხორცის ბულიონი გემოვნებით.
პირველი მოქმედება:
ჯამში მოათავსეთ ფქვილი.
წვრილად ჩაჭერით კარაქი და ხელით კარგად აზილეთ.
დაამატეთ კვერცხი, არაჟანი, მარილი და სოდა ძმრით.
მოზილეთ ფაფუკი ცომი და ორ ნაწილად გაყავით.
მეორე მოქმედება:
მოხარშული და გატარებული ხორცი, ცხიმთან და ხახვთან ერთად, კარგად მოშუშეთ.
პროცესის ბოლოს გემოვნების მიხედვით დაუმატეთ მარილი, პილპილი, ქონდარი და ცოტა ხორცის ბულიონი.
მესამე მოქმედება:
მომზადებული ცომის ერთი ნაწილი ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაზე გააბრტყელეთ.
მოაყარეთ გამზადებული გულსართი და თავზე ცომის მეორე ფენა დააფარეთ. გვერდები კარგად ამოუკეცეთ, თავზე კვერცხის გული გადაუსვით და ზომიერ ცეცხლზე გამოაცხვეთ.
შენიშვნა:
ფორმა, რომელშიც ღვეზელს გამოაცხობთ, შეიძლება მრგვალიც იყოს და ოთხკუთხედიც.
შეგიძლიათ, ღვეზელი თქვენი გემოვნებით და ცომის მორჩენილი ნაწილების დახმარებით გააფორმოთ.
გემრიელად მიირთვით!