კრიმანჭული - ახალი სიტყვა კულინარიაში!

კულინარია

16 დეკემბერი 20:30, 2016 წელი

კრიმანჭული კულინარიაში ნამდვილად ახალი სიტყვაა - ღორის ხორცის, ყველის, ბოსტნეულისა და ჩირეულის ნაზავის პიკანტური კერძი შესანიშნავია როგორც სადღესასწაულოდ, ასევე ყოველდღურ სადილად...

კრიმანჭულის რეცეპტს რესტორან „ხომლის“ მზარეული ალექსანდრე კვაბზირიძე გვიზიარებს.


კრიმანჭულის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
სულგუნი - 200 გრ;
ბრინჯი - 100 გრ;
ღორის ჩალაღაჯი - 350 გრ;
ბულგარული წიწაკა - 400 გრ;
ყაბაყი - 200 გრ;
ქამა სოკო - 100 გრ;
ბადრიჯანი - 200 გრ;
შავი ქლიავი - 50 გრ;
ლეღვის ჩირი - 50 გრ;
ვაშლის ჩირი - 50 გრ;
მსხლის ჩირი - 50 გრ;
ძირა - 5 გრ;
წითელი ხახვი - 80 გრ;
ოხრახუში - 10 გრ;
კამა -10 გრ;
მწვანე ხახვი - 10 გრ;
მწვანე წიწაკა - 15 გრ;
დაღერღილი წიწაკა - 5 გრ;
შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით.


კრიმანჭულის მომზადების წესი:
მოხარშული ბრინჯი გადაიტანეთ მოზრდილ ჯამში.
დაამატეთ დაჭრილი ჩირეული, კუბიკებად დაჭრილი სულგუნი, წვრილად დაჭრილი კამა, მწვანე ხახვი, წითელი ხახვი და ოხრახუში.
გასუფთავებული და კარგად გარეცხილი ღორის ჩალაღაჯი დაჭერით 2-3 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად და გვერდებზე ჩაჭერით ისე, რომ ხორცის ნაჭერს ჯიბე გაუკეთდეს.
ჯამში მოთავსებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ დაღერღილი წიწაკა, ძირა და კარგად გადაურიეთ, შემდეგ კი ჩატენეთ ჩალაღაჯის ჯიბეში.
ზემოდან მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი, მოათავსეთ გრილის ბადეში და შეწვით მაყალზე.
შეწვის პროცესში, გრილის ბადეში მოთავსებულ ხორცს  კარაქი გადაუსვით.
ახლა კი ბოსტნეულის მომზადებას შეუდექით:
დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ გრილის ბადეში, შეწვით ორივე მხრიდან და როგოც კი ღორის ხორცი მომზადდება, გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე ბოსტნეულთან ერთად.


შენიშვნა:
კრიმანჭული შეგიძლიათ გრილისა და მაყალის გარეშეც მოამზადოთ: ხორციც და ბოსტნეულიც შეწვით ტაფაზე, მხოლოდ ზეითუნის ზეთში ან ერბოში;
თუკი კრიმანჭლს ტაფაზე ამზადებთ, ხორცი დანით დასერეთ და შეწვით ტაფაზე თავსახურის გარეშე;
კრიმანჭულის მოსამზადებლად 30 წუთი საკმარისია.

გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?