მაკარონი „პა ფლოტსკი“ - 1965 წლის კლასიკური რეცეპტი!

კულინარია

26 იანვარი 12:00, 2017 წელი

გენიალური კერძი, რომელიც დამწყები მზარეულებისთვის მისწრებაა - მარტივად და სწრაფად მზადდება, პროდუქტები ყოველთვის ხელმისაწვდომია, შესანიშნავი გემო აქვს და კარგად ანაყრებს. იყო დრო, როცა „პა ფლოტსკი“ საბავშვო ბაღების რაციონშიც შედიოდა და ძალიან პოპულარულიც იყო.  

ვიკიპედიის ინფორმაციით, „პა ფლოტსკი“  ვინმე ჩარლზ ფლოტსმა გამოიგონა, თუმცა ვინ იყო ჩარლზ ფლოტსი, ეს არ არის ნახსენები და სხვაგანაც ვერსად წავაწყდით 
სხვათა შორის, იტალიურ სამზარეულოშიც არის ზუსტად მსგავსი კერძი, სახელად Pasta fiottarini.

პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ და როგორ, მთავარია, რომ კარგი რაღაც მოიგონა.
„პა ფლოტსკის“ მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს. ხშირად მას სტაფილოს, ტომატსა და სუნელებს უმატებენ, მაგრამ კლასიკური ვარიანტი მხოლოდ 5 ინგრედიენტისგან შედგება.
წარმოგიდგენთ მაკარონი „პა ფლოტსკის“ კლასიკურ რეცეპტს 1965 წლის კულინარიული წიგნიდან.


მაკარონი „პა ფლოტსკის“ მოსამზადებლად საჭიროა:
მაკარონი - 300-350 გრ;
საქონლის ხორცის ფარში - 500 გრ.
ხახვი - 100 გრ. (2-3 საშუალო თავი);
კარაქი - 100 გრ;
მარილი - გემოვნებით.


მაშ ასე:
ქვაბში ჩაასხით 2 ლიტრი ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე ასადუღებლად. როგორც კი წყალი წამოდუღდება, დაამატეთ მარილი, ცოტა აცალეთ და შემდეგ ჩაყარეთ მაკარონი. არ დაგავიწყდეთ, რომ მაკარონს ამოურიოთ. 


პარალელურად, გაცხელებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე გადაიტანეთ საქონლის ხორცის ფარში და მოთუშეთ. ფარშს ხშირი მორევა სჭირდება.
როგორც კი შენიშნავთ, რომ ფარში მოითუშა, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი და განაგრძეთ მისი მომზადება ხახვის მოთუშვამდე.

ამასობაში მაკარონიც მოიხარშა. გადაწურეთ ქვაბიდან ზედმეტი წყალი. თუკი ფარშის მომზადებამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი, მაკარონში 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ჩაასხით და მოურიეთ, რათა მაკარონი ერთმანეთს არ მიეკრას.

ამასობაში ფარშიც მოითუშება.
ქვაბიდან მაკარონი ხორციან ტაფაზე გადაიტანეთ, საგულდაგულოდ ამოურიეთ და კიდევ რამდენიმე წუთით დატოვეთ ცეცხლზე, სანამ კარგად მოიბრაწება.
თუკი კარგად დაბრაწული მაკარონი არ გიყვართ, შეგიძლიათ, ხორცი მაკარონიან ქვაბში გადაიტანოთ და მოურიოთ. ამ შემთხვევაში  კარგად მოთუშული „პა ფლოტსკი“ გამოგივათ.



შენიშვნა:
სურვილის მიხედვით, ამ კერძს ოდნავ შაქარსაც უმატებენ და ტომატსაც, თუმცა, შაქრიანი და ტომატიანი „პა ფლოტსკი“ კლასიკური ვარიანტი არ არის, ექსპერიმენტის მიზნით ცდა კი ღირს;

არ არის აუცილებელი, კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები აუცილებლად გრამებში აწონოთ. კალკულაცია ბუღალტრებისთვისაა, მზარეულებს ის დიდად არ სჭირდებათ. ინგრედიენტები შეგიძლიათ, თვალის ზომით განსაზღვროთ.

„პა ფლოტსკის“ მოსამზადებლად შეგიძლიათ, ნებისმიერი სახეობის მაკარონი გამოიყენოთ (სპაგეტიც კი), გარდა ვერმიშელისა;

კლასიკურ რეცეპტში მითითებულია კარაქი, თუმცა, შეგიძლიათ, კარაქი მცენარეული ზეთით შეცვალოთ.

გაითვალისწინეთ, რომ, თუ ფარში გაყინულია, სანამ ტაფაზე შესაწვავად დადებთ, აუცილებლად უნდა გაალღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძი მშრალი გამოვა;

თუკი შენიშნავთ, რომ ტაფაზე მოთუშვისას ხორცი ძალიან გამოშრა, ცოტა ადუღებული წყალი დაამატეთ;

დაბოლოს: თუკი ვინმე გეტყვით, რომ „პა ფლოტსკი“ შეგიძლიათ, „ტუშონკითაც“ მოამზადოთ, არ დაუჯეროთ. ის იქნება მაკარონი „ჯარისკაცული“.

გემრიელად მიირთვით!


საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.
საკნატუნო ამბები

ქალის ინტიმური ზონა: მოვლის 5 წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

ქალების უმეტესობა ინტიმური ზონის მოვლას დიდ დროს ანდომებს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწორად აკეთებთ ამას...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

როგორია ოჯახური ცხოვრება სინამდვილეში

ფოტოგრაფ დანიელე გიუნტერს (Danielle Guenther) მობეზრდა ჩვეულებრივი საოჯახო ფოტოსესიები ლამაზ ინტერიერში, სადაც ყველა გამოპრანჭულია და ბედნიერი იღიმება. მან გადაწყვიტა, საოჯახო ცხოვრება ყოველგვარი შელამაზების გარეშე გადაეღო. რა გამოვიდა, ამას ქვემოთ იხილავთ.