როგორი პირობები უნდა შევუქმნათ ალოეს?

მებაღის რჩევები

12 აპრილი 16:00, 2015 წელი

ალოე მრავალწლოვანი, შედარებით დაბალი ტანის მცენარეა, რომელსაც საქართველოში სამკურნალო თვისებების გამო, „სიცოცხლის ელექსირსაც“ უწოდებენ. თუმცა, არსებობს მცენარის დეკორატიული ჯიშები, რომლებსაც ოთახის გასალამაზებლად იყენებენ.

როგორი პირობები უნდა შევუქმნათ ალოეს იმისთვის, რომ დიდხანს იდგეს ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე, პარალელურად კი გარემოც გაგვილამაზოს?! ამ საკითხზე სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრება:


ალოე
ალოე განსაკუთრებული თვისებების მქონე ძალიან ამტანი და სიცოცხლისუნარიანი სუკულენტი მცენარეა (ხანმოკლე დროით ყინვასაც კი უძლებს), რომელიც,  ძირითადად,  ტროპიკულ და სახრეთ აფრიკის, მადაგასკარისა და არაბეთის თბილ, არიდულ (მშრალი კლიმატის) რაიონებშია გავრცელებული.
ალოეს 500-ზე მეტი სახეობა და უამრავი გამოყვანილი ჯიში არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება შეფერილობითა და ფორმით. სხვადასხვა შეფერილობის შეიძლება იყოს ალოეს ყვავილედიც, რომელიც მცენარეს მაღალ ღეროზე უვითარდება და მისი ფერი, ძირითადად, თეთრიდან, მქრალ ნარინჯისფრამდე მერყეობს.
ალოესთვის დამახასიათებელია ხორცოვანი, წაგრძელებული ფოთლები, რომლებიც ღეროზე სპირალური მომართულებით იზრდება და მცენარეს წყლის მარაგის განსაკუთრებით დიდხანს დაგროვებაში ეხმარება. ფოთლის კიდეები შეიძლება იყოს როგორც სადა, ისე დაკბილული - ეკლებით ან რბილი კბილანებით მოფენილი.


განათება

ალოე სხვა მცენარეებთან მეზობლობას ვერ ეგუება, ამიტომ, ოთახის ერთ კუთხეში, განცალკევებით უნდა დადგათ. მოსწონს მზიანი ადგილი, აქედან გამომდინარე, მისთვის იდეალური იქნება ფანჯარასთან რაც  შეიძლება ახლოს მოთავსება. ზაფხულში შეგიძლიათ გარეთ, ღია ცის ქვეშაც გაიტანოთ. მიუხედავად იმისა, რომ მზე უყვარს, მაინც კარგი იქნება თუ მის პირდაპირ სხივებს ნელ-ნელა, ეტაპობრივად  შეეჩვევა: თავდაპირველად, მზეზე დღეში 10-15 წუთით მოათავსეთ, შემდეგ დრო ნელ-ნელა გაზარდეთ. ასე, მცენარე მზისგულს, დაახლოებით, ერთ კვირაში შეეჩვევა. ზამთარში ალოეს ურჩევნია დაისვენოს, ამიტომ სასურველია ის გრილ, დაუთბობელ ოთახში გამოაზამთროთ, თუმცა მცენარეს არც სითბოში დაუშავდება რამე.


 


მორწყვა
გრილ პერიოდში, ალოეს მორწყვა მინიმუმამდე შეუმცირეთ, ახალმორწყულს კი, მიწის შეშრობამდე, სიცივეში ნუ დადგამთ. ხშირად მორწყვა მიზანშეწონილი არც ზაფხულშია, რადგან წყლის ნაკლებობით მცენარეს არაფერი დაუშავდება, ზედმეტი წყალი კი დაალპობს. მორწყვის შემდეგ, წყალს ქოთნის  ქვესადგამზეც  ნუ დატოვებთ - გადაღვარეთ.


ნიადაგი და გადარგვა
ალოეების უმეტესობა დიდი ზომის იზრდება, შესაბამისად, მისთვის საკმარისი სივრცე უნდა გავითვალისწინოთ.
საჭიროა, შედარებით ფართო ქოთანში ჩარგოთ, რადგან ვიწრო ქოთანში სიმაღლეში ნელა იზრდება, ქვედა ფოთლები უშრება, ქვემოთ ეშვება და  დეკორატიულობასაც კარგავს.
ახალგაზრდა ალოეს, ოთხ წლამდე, გადარგვა ყოველწლიურად სჭირდება, ოთხი წლის შემდეგ - მხოლოდ 2-3 წელიწადში ერთხელ.
ზრდასრული ალოეს გადარგვა უმჯობესია გაზაფხულზე, სანამ გარეთ, მზის გულზე გაიტანდეთ.
ქოთანი, რომელშიც მცენარეს გადარგავთ, აუცილებლად უნდა იყოს ძველ ქოთანზე 1/5-ით ფართე. იმისთვის, რომ ნიადაგმა წყალი კარგად გაატაროს, საჭიროა მასში ქვიშა და წვრილი კენჭები გაურიოთ. იმ შემთხვევაში, თუ ალოეს ნოყიერ მიწაში ჩარგავთ, სასუქი აღარ სჭირდება, ღარიბ მიწაში კი, წელიწადის თბილ დროს, თვეში ერთჯერ კომბინირებული სასუქის (მაგ: ნიტროამოფოსი, „ორგანიკა“.) ხსნარით უნდა მორწყათ.


გამრავლება
ალოე საკმაოდ ადვილად გასამრავლებელი მცენარეა და, ძირითადად, კენწეროს კალმით, გვერდითი ტოტებით ან ძირიდან ამონაყარით მრავლდება.
გასამრავლებლად საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და ზაფხულია.
გასამრავლებლად, მცენარეს ჯერ ტოტი უნდა მოაცალოთ და რამდენიმე დღე თბილ, მშრალ ადგილას მოათავსოთ, რათა ზედმეტი წყლისგან გათავისუფლდეს.
 შემდეგ, შეგიძლიათ წყალში, ან პირდაპირ ნესტიან მიწაში ჩარგვითაც დააფესვიანოთ.


სამკურნალო თვისებები

ალოე უძველესი დროიდან სამკურნალო მცენარედ მიიჩნევა და ეფექტურად გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ანემიების, სხივური დაზიანების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებების, რქოვანას და თვალის დაავადებების,  ქალის სასქესო ორგანოების ანთებისა და სხვადასხვა ინფექციების დროს და ა.შ.

ძლიერი მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი ეფექტის გამო, მის ახალმოჭრილ ფოთლებს იყენებენ ჩირქის გამოსადევნად, ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად, ნაწოლებისა და ეგზემის დროს და ა.შ.
ალოეს წვენის მცირე დოზით მიღება აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.
მის წვენს, თაფლთან და კარაქთან ერთად, ხშირად იყენებენ ტუბერკულოზისა და საერთო სისუსტის დროს.
ალოე კოსმეტოლოგიაშიც აქტიურად გამოიყენება.
ალოეს გამოყენება არ შეიძლება მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ნეფრიტის, ორსულობის, მენსტრუაციის და ჰემოროის დროს.
სამკურნალოდ გამოსაყენებელი ალოეს ნედლეული, სასურველია, შემოდგომაზე შეგროვდეს. მოჭრილი ფოთლები მომზადებამდე ჯერ ცივი წყლით კარგად უნდა გარეცხოთ და მხოლოდ ამის მერე შეინახოთ 6-8 გრადუს ტემპერატურაზე ან შეგიძლიათ, ფოთლები გაახმოთ კიდეც. ალოეს ფოთლები სამკურნალო თვისებებს დიდხანს - დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?