იუკა - მცენარე, რომელსაც ჯინსის წარმოებაში დღემდე იყენებენ

მებაღის რჩევები

27 ივნისი 12:00, 2015 წელი

იუკა აგავას ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარეა, რომელსაც შეცდომით პალმასაც ეძახიან, თუმცა ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება და მოვლის წესებიც კი სხვადასხვანაირი აქვთ.

 


იუკა (ლათ. Yucca)
- აგავას ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარეა, რომელიც 30-მდე  სახეობას აერთიანებს და ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში. მცენარეს ხშირად „იუკას პალმასაც“ ეძახიან, თუმცა მას არანაირი საერთო პალმასთან არ აქვს.
იუკას სახეობები ორ ჯგუფად იყოფა:  მერქნიანებად და არამერქნიანებად. ბუნებაში, იუკას მერქნიანი სახეობები,  8-12 მეტრამდე იზრდება,  ზოგი სახეობა კი ოთხის პირობებში 2 მეტრს არ აჭარბებს.
იუკას მსხვილი, ხისებრი ღერო აქვს, რომელიც ზოგჯერ დატოტილია და მათ დაბოლოებაზე გრძელი, მწვანე ფოთლები ქუდივით შვენის. იუკას ყვავილი გრძელ ღეროზე დაკიდებულ საკმაოდ მოზრდილ, ზანზალაკის ფორმის, თეთრ, სურნელოვან ყვავილებს, ხოლო ნაყოფი - ბუტკოს ან ხორცოვან მარცვალს (თესლს) წარმოადგენს.
იუკას ყვავილები შეიცავს ბევრ შაქარს, ფოთლებიდან კი კეთდება უნიკალური და ძალიან გამძლე ბაწარი.
პირველი ჯინსის ნაჭერიც სწორედ იუკას უხეში ძაფისგან მოქსოვეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლაც იყენებენ იუკას ძაფს ჯინსის წარმოებაში, რათა ჯინსი უფრო მეტად გამძლე იყოს.
ამ მცენარისგან, ასევე, ამზადებენ ქაღალდს და გამოიყენება სამკურნალოდაც.



 


განათება და ტეპერატურა
ტროპიკული წარმოშობიდან გამომდინარე, იუკას სიცხეები არ აშინებს, პირიქით, უკეთესად გრძნობს თავს ასეთ გარემოში. ამიტომ, ეცადეთ, ზაფხულში მცენარე გარეთ დადგათ, ოთახში კი რაც შეიძლება ნათელ ადგილას მოათავსოთ.
ოთახში სადაც იუკა დგას, სასურველია, 20-22 გრადუსი სითბო მაინც იყოს. მცენარისთვის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში  20-25 გრადუსია, ზამთარში კი  - 10 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს, რადგან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ორპირი ქარი მცენარის კვდომას გამოიწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ იუკას ზამთარშიც სითბო სჭირდება, გამათბობელთან ახლოს მაინც ნუ მოათავსებთ, რადგან ზედმეტი სიცხე მცენარეს ავნებს - ფოთლები დაუსუსტდება, გაუყვითლდება და ჭკნობას დაიწყებს. დასუსტებულ იუკას კი მავნებლებიც ადვილად გაუჩნდება, რაც მცენარეს საბოლოოდ დააზიანებს.


 


ჰაერის ტენიანობა
იუკას სახეობების უმრავლესობა ჰაერის სიმშრალეს ვერ იტანს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მცენარეს დროდადრო გადადუღებულ და ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.
ტენიანობის მოსამატებლად შეგიძლიათ იუკას ქოთანი, წყლით სავსე სადგამზე მოათავსოთ (შეგიძლიათ სადგამზე ცოტაოდენი ქვიშაც დაყაროთ), საიდანაც მცენარე საჭირო ტენს მიიღებს.


 


მორწყვა
იუკას მორწყვის ინტერნსივობა დამოკიდებულია  მრავალ ფაქტორზე - ქოთნის ზომაზე, მცენარის სიმაღლეზე, ნიადაგის შემადგენლობაზე, ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობაზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მორწყვის თავისებურებების ცოდნა, კერძოდ:
ზაფხულობით იუკა უხვად უნდა მორწყათ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწა 5 სმ-ის სიღრმეზე გამოუშრება. გაზაფხულზე და შემოდგომაზე, თუ ტემპერატურა 18-20 გრადუსია, დიდი ზომის იუკას კვირაში 1-ხელ მორწყვაც ჰყოფნის.
ზამთარობით მორწყვა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვებში წყალი ჩაუდგება, რაც ფესვების ლპობას, საბოლოო ჯამში კი მცენარის კვდომას გამოიწვევს.


 


ფორმირება
უმეტესწილად იუკა ერთ ღეროზე იზრდება, მაგრამ შეგიძლიათ, მცენარე გასხვლის მეშვეობით დაატოტიანოთ და ამით უფრო ლამაზი გახადოთ.
ამისთვის უნდა შეარჩიოთ ახალგაზრდა მცენარე, რომელსაც მოძლიერებული აქვს ფესვთა სისტემა, სიმაღლეში კი 30 სმ-ს მაინც აღწევს (რაც მაღალია იქნება, მით უკეთესი) და გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში დანით, დაახლოებით, 5-10 სმ-ის სიგრძის წვერო მოაჭრათ.
გადაჭრის ადგილას  დაფქვილი ნახშირი მოაფრქვიეთ, მოჭრილი წვერო კი შეგიძლიათ დასაფესვიანებლად გამოიყენეთ.
ასე გადაჭრილ მცენარეს, დროთა განმავლობაში, გადაჭრის ადგილზე რამდენიმე (4-6) ახალი ტოტი გამოეზრდება და მცენარე გაცილებით ეფექტური შესახედი გახდება.


 


ნიადაგი და გადარგვა
სანამ ახალგაზრდა და პატარა ზომისაა, იუკას გადარგვა პრობლემას არ წარმოადგენს და შეგიძლიათ, ორ წელიწადში ერთხელ გადარგათ.
როცა მცენარე გაიზრდება, მისი გადარგვა გაძნელდება, მაგრამ ნუ იდარდებთ -  ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ იუკას ყოველწლიურად მხოლოდ მიწის ზედა ფენა გამოუცვალოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, იგი აუცილებლად ნოყიერი და ფხვიერი უნდა იყოს.
ამისთვის საჭიროა: აიღოთ ორ-ორი წილი მიწა, ქვიშა და ფოთლოვანი ნიადაგი, ამ ნაზავს ერთი წილი ნაკელი გადაურიოთ და კარგი დრენაჟისთვის ქოთანს ძირში აგურის წვრილი ნატეხები ან კენჭების თხელი ფენაც მოუფინოთ.
აქტიური ზრდის პერიოდში (აპრილიდან აგვისტომდე), მცენარეს დამატებითი საკვებიც სჭირდება, ამისთვის შეგიძლიათ 2-3 კვირაში 1-ხელ, დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე მინერალური ან ორგანული სასუქით გაანოყიეროთ.


 



გამრავლება
იუკა შეგიძლიათ, თესლით, ღეროს ნაჭრით ან გადაჭრილი კენწეროთი გაამრავლოთ.
ამათგან ყველაზე მარტივი და გავრცელებული მეთოდია მცენარის გადაჭრილი კენწეროთი გამრავლება.
გადაჭრილი კენწერო შეგიძლიათ, გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში წყალში ან პერლიტში ჩვეულებრივი წესით დააფესვიანოთ.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?