როგორ გავახაროთ ლიმონი ოთახის პირობებში?!

მებაღის რჩევები

1 ივლისი 12:00, 2015 წელი

ლიმონი სუბტროპიკულ კლიმატში გავრცელებული, მარადმწვანე, ციტრუსოვანი მცენარეა, რომელიც საქართველოში, ძირითადად, ღია გრუნტშია გავრცელებული, მაგრამ ამ გემრიელი და სასარგებლო ნაყოფით გამორჩეული ხის გაზრდა ოთახის პირობეშიც შეგიძლიათ. მთავარია, იცოდეთ მისი სწორად მოვლის წესები.

ლიმონი (ლათ. Citrus limon) - მარადმწვანე, მრავალწლიანი, ციტრუსოვანი მცენარეა, რომელიც, ძირითადად, სუბტროპიკულ კლიმატში იზრდება და ყინვას ცუდად იტანს.
ლიმონის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, თუმცა მცენარე ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ამერიკის, მექსიკის, არგენტინის და სხვა სუბტროპიკულ რაიონებში. ყოფილ საბჭოთა კავშირში მცენარე 200 წელზე მეტია, რაც მოჰყავთ. მისი მოშენების უმთავრესი რაიონებია - კავკასიის შავი ზღვის სანაპირო, შუა აზია და აზრბაიჯანი. საქართველოში გავრცელებული ჯიშებია: ქართული ლიმონი, ჯენოა და მეიერი. ლიმონის ხის სიმაღლე 3-7 მეტრია, აქვს ეკლებიანი ტოტები, ღია მწვანე, მოგრძო ლანცეტისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი, კიდედაკბილული, ტყავისებრი ფოთლები. ყვავილი ორსქესიანია, თეთრი და არომატული, ნაყოფი კი მრგვალი, ყვითელი და წვნიანი, დამახასიათებელი მჟავე არომატით. მცენარის თესლი ღია ფერისაა, გლუვი და თითოეულ ნაყოფში შეიძლება, 20 ცალი ან მეტიც იყოს.
ლიმონის ხე, ძირითადად,  ღია გრუნტში მოჰყავთ, მაგრამ მისი გაზრდა ოთახის პირობებშიც შეგიძლიათ.


 


ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა
იმისთვის, რომ ლიმონის ხე კარგად გაიზარდოს, არ იავადმყოფოს და მოსავალი მოგცეთ, მას კარგი გარემო-პირობები უნდა შეუქმნათ.
კომფორტული ტემპერატურა ოთახის პირობებში 18-27°-ია.
ლიმონი ვერ იტანს ორპირ ქარს, პირდაპირ მზის სხივებს და მშრალ ჰაერს.
ასევე ვერ იტანს ადგილის შეცვლას, ამიტომ როდესაც ლიმონის ქოთნისთვის სასურველ ადგილს შეარჩევთ, ეცადეთ, აღარ გადააადგილოთ და ქოთანი დროდადრო მხოლოდ ღერძის გარშემო შემოატრიალეთ. ამით მცენარე ტოტების შუქისკენ მიმართვით სწორ გვირგვინს ჩამოიყალიბებს და გაცილებით ლამაზი ფორმის გაიზრდება.
ჰაერის ტენიანობის ასამაღლებლად აუცილებელია, ფოთლები მუდმივად წყლით დაუნამოთ ან ქოთანთან ახლოს წყლით სავსე ჭურჭელი მოათავსოთ.



მორწყვა
ზაფხულში ლიმონის ხე კვირაში 2-ჯერ უნდა მორწყათ, ცივ პერიოდში კი რწყვას უნდა მოუკლოთ, მხოლოდ ისე, რომ ქოთანში ნიადაგი ძალიან არ გამოშრეს.
სასურველია მცენარე ოთახის ტემპერატურის,  ნადგომი წყლით მორწყათ.


 


ნიადაგი და გადარგვა
ლიმონის ხე აუცილებლად ნოყიერ ნიადაგში უნდა გამოზარდოთ.
ამისთვის შეგიძლიათ, მინერალური და ორგანული სასუქებით გამდიდრებული, ჩვეულებრივი საყვავილე მიწა გამოიყენოთ.
კარგი იქნება, თუ ნიადაგში ცოტაოდენ გადამწვარ ნაკელსაც გადაურევთ.
კარგი დრენჟისთვის ქოთნის ფსკერზე  ხის ნახშირისა და კერამზიტის (სამშენებლო თიხის) ნამტვრევები მოუფინეთ.
ლიმონის ხე ყოველ წელს, ახალ და ძველთან შედარებით დიდი ზომის ქოთანში უნდა გადაირგოს.
კარგი იქნება თიხის  ქოთნის გამოყენება, რადგან თიხა ნიადაგში არსებულ ზედმეტ წყალს იწოვს და ამით მცენარის ფესვებს ეხმარება ტენიანობის დაბალანსებაში.
როცა მცენარე იმდენად გაიზრდება, რომ გადარგვას ვეღარ შეძლებთ, წელიწადში 2-ჯერ მიწის ზედა ფენა ახალი ნაზავით შეუცვალეთ, დროდადრო კი გაანოყიერეთ მინერალური და ორგანული სასუქებით.
ზაფხულში ლიმონის ხეს სასუქი თვეში 3-ჯერ სჭირდება, ზამთარში კი - თვეში ერთხელ საკმარისია.


 


გასხვლა

იმისთვის, რომ ლიმონის ხე ლამაზი ფორმის გაიზარდოს, საჭიროა, პერიოდულად გაისხლას.
უმჯობესია, ეს ზამთარში, ან მარტის თვეში გააკეთოთ.
პირველ რიგში, მცენარეს ძველი, მახინჯი ან შესქელებული ტოტები შეაჭერით, შემდეგ კი პირველი რიგის ტოტებს (მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი 30 სმ-ს მიაღწევს) მოაჭერით კენწეროები.
ამის შემდეგ მეორე რიგის ტოტებს ჭრიან (20-25 სმ-ზე) და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ ყოველი მომდევნო რიგის ტოტები წინა რიგის ტოტებზე 5 სანტიმეტრით მოკლე უნდა იყოს. ლიმონის ხის ფორმირებას  მეოთხე რიგის ტოტებით ამთავრებენ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მოკლე გასხვლა ახალი და ძლიერი ტოტების წარმოქმნას იწვევს, გრძელი გასხვლა კი -  სანაყოფე კვირტების წარმოქმნას ასტიმულირებს.


 


შეწამვლა
მავნებლების საწინააღმდეგოდ, კარგი იქნება, ლიმონის ხეს ფოთლები ხანდახან საპნიან ხსნარში დასველებული ბამბით გაუწმინდოთ, კვირაში ერთხელ კი სასურველია გოგირდის შეფრქვევაც.


 


გამრავლება
ლიმონის ხე როგორც კურკით, ასევე ტოტითაც შეგიძლიათ გაამრავლოთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კურკით გამრავლებულ მცენარეს არ გამოჰყვება დედა ხის თვისებები და მოსავლის მოცემას დათესვიდან 8-10 წლის შემდეგ დაიწყებს (მაშინ, როცა ტოტიდან გამოყვანილი ლიმონი ნაყოფს 3 წელიწადში იძლევა).
ლიმონის კურკები დათესვამდე რომელიმე ზრდის სტიმულატორით - მაგალითად, ნატრიუმის ჰუმატით დაამუშავეთ (ეს დააჩქარებს სამომავლოდ ფესვთა სისტემის გაზრდასა და განვითარებას), შემდეგ კი წინასწარ მომზადებულ ნიადაგში (ტორფისა და ყვავილების მიწის ნაზავში), ერთმანეთისგან 3 სმ-ის მოშორებით  და 2 სმ-ის სიღრმეზე უნდა ჩათესოთ (უფრო ღრმად დაფლული შეიძლება გაიგუდოს და უფრო მაღლა - გამოშრეს).
როდესაც ნათესიდან ყლორტები ამოიწვერება (დაახლოებით, 3-4 კვირაში), არაპირდაპირი მზის სხივების ქვეშ უნდა მოათავსოთ, მიკრო-კლიმატის შესაქმნელად კი ზემოდან შუშის ქილა დააფაროთ.
ნათესს დღეში ერთხელ ქილა უნდა გადახდოთ და ნერგი გაანიავოთ.
როდესაც ნერგები სიგრძეში15-20 სანტიმეტრს მიაღწევს, ისინი შეგიძლიათ, უკვე მუდმივ ქოთანში გადაიტანოთ.


რაც შეეხება ლიმონის ტოტით გამრავლებას, ამისთვის საჭიროა:
მოაჭრათ ლიმონის ხეს წინა წელს გამოსული, გახევებული, 10 სმ-მდე სიგრძისა და 4-5 მმ. სიგანის ტოტი (გადაჭრის ადგილზე მაშინვე წაუსვით ბაღის ფისი).
ტოტი უნდა მოჭრათ ოდნავ ირიბად და ისე, რომ მასზე დატოვოთ  3-4 ფორმირებული კვირტი და 2-3 ფოთოლი. მიღებული კალამი ერთი ღამით მოათავსეთ ჰეტეროაუქსინის ხსნარში (0,1 გრ. ჰეტეროაუქსინი 1 ლიტრ წყალში) 2 სანტიმეტრზე, შემდეგ შეპუდრეთ ტოტის ქვედა ნაწილი დაფქვილი ხის ნახშირით და დარგეთ ნეშომპალას, ყვავილების მიწისა და მსხვილი ქვიშის ნარევში (თანაბარი პროპორციით).
დარგვის წინ ნიადაგი დატკეპნეთ, წვეტიანი ჯოხით ნიადაგში ხვრელი გააკეთეთ და ტოტი ხვრელში მეორე კვირტის სიღრმეზე მოათავსეთ.
ხვრელის გარშემო მიწა კარგად დატკეპნეთ და მაშინვე თბილი (ოთახის ტემპერატურის) წყლით მორწყეთ.
ნერგს დააფარეთ შუშის ქილა და ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე, 10-10 წუთით ქილა გადახადეთ და ნარგავი გაანიავეთ.
სანამ არ გამოუვა ფესვები და მცენარე თვითონ ვერ მოახერხებს ნიადაგიდან წყლის შეწოვას, მანამდე დღეში 3-4-ჯერ  ფოთლები ოთახის ტემპერატურის წყლით დაუნამეთ.
ოპტიმალური ტემპერატურა ნარგავისთვის 25°-ია.
დაახლოებით, 2 თვეში ნერგი დაფესვიანდება და შეგიძლიათ, დიდ ქოთანში გადარგათ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
თუმცა, ლიმონის გამრავლების ყველაზე სწორი მეთოდი მისი დამყნობაა, რაც სახლის პირობებში მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ლიმონის ხის ნამყენი ძალიან ადვილი მოსაპოვებელია და მისი შეძენა ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაში შეგიძლიათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?