კალანხოე - ოთახის ექიმი

მებაღის რჩევები

8 ივლისი 12:00, 2015 წელი

კალანხოე საკმაოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა, რომელსაც უამრავი სამკურნალო თვისება აქვს და ამის გამო, ხალხში „ოთახის ექიმი“ და „სიცოცხლის ხე“ შეარქვეს. დღეს ამ საოცარი მკურნალის მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით.


კალანხოე (ლათ. Kalanchoe)
 
მსუქანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი
სუკულენტი მცენარეა, რომელიც, დაახლოებით, 200-მდე სახეობას მოიცავს და, ძირითადად, სამხრეთ და ტროპიკულ აფრიკაში, აზიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ ამერიკის ტროპიკებშია გავრცელებული. კალანხოეს ზოგიერთი სახეობა სიმაღლით  3-4 მეტრსაც აღწევს, მათ შორის ეპიფიტებსა და ლიანებსაც შეხვდებით, ზოგი სახეობა კი შედარებით მომცრო ზომისაა და ფართოდაა გავრცელებული საოთახო მემცენარეობაში.კალანხოეს წვნიანი და ხორცოვანი ფოთლები აქვს, ზოგ სახეობას - სადა და მრგვალი, ზოგს - დაკბილული, ზოგსაც - ამობურცული ან დაყოფილი. მცენარის ყვავილედი ქოლგისებურ ღეროს წარმოადგენს, რომელიც  მცირე ზომის ყვავილებითაა დაფარული. ყვავილების შეფერილობაც სხვადასხვაგვარია -  სადა თეთრი, ვარდისფერი, იისფერი, მწვანე, ყვითელი, მოწითალო და ა.შ.კალანხოეს სახეობების უმრავლესობა პატარა „შვილებს“ ფოთლებზევე ივითარებს,  საიდანაც მოგვიანებით ახალი მცენარის გაზრდა შეიძლება.კალანხოეს ზოგიერთი სახეობის ფოთლები და ახალგაზრდა ღეროებიდან მიღებული წვენი შეიცავს ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს (ანუ ტანიდებს), ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, C და P ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, მიკრო- და მაკროელემენტებს (ალუმინს, რკინას, კალცს, მარგანეცს და ა.შ.) და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა (ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, შეხორცების პროცესის დამაჩქარებელი და ა.შ.). სწორედ ამ თვისებების გამო უწოდებენ ხალხში კალანხოეს „ოთახის ექიმს“ და „სიცოცხლის ხესაც“ .


 


განათება და ტემპერატურა
კალანხოესთვის პრაქტიკულად ოთახის ყველა ის კუთხე გამოდგება, სადაც ოდნავ მაინც ხვდება მზის სინათლე, რადგან მცენარე ერთნაირად კარგად იზრდება როგორც ნათელ ადგილას, ისე ნახევარჩრდილშიც.
მზის პირდაპირი სხივებიც კი ვერაფერს ვნებს. მზის გულზე დიდხანს ყოფნით, შესაძლოა, მხოლოდ ფოთლები გაუწითლდეს.
სუკულენტი მცენარეების მსგავსად, კალანხოეც კარგად იტანს დღისა და ღამის ტემპერატურის მონაცვლეობას.
აქედან გამომდინარე, ზაფხულობით თავს ყველაზე კარგად გრძნობს აივანზე.
თუ მისი აივანზე გატანის შესაძლებლობა არ გაქვთ, მცენარეს ოთახი რეგულარულად გაუნიავეთ.
მაღალ ტემპერატურას არც ზამთარში საჭიროებს და მინიმალური მორწყვის პირობებში, 10-12 გრადუსზეც შესანიშნავად გამოიზამთრებს.


 


მორწყვა
კალანხოე, როგორც ყველა სუკულენტი მცენარე, სითხეს ფოთლებში იკავებს, ამიტომ ის დიდი ხნის მოურწყველობასაც კარგად უძლებს. თუმცა, იდეალური ვარიანტია - თუ მცენარეს ზომიერად მორწყავთ, ანუ ისე, რომ ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს. საჭიროა, მორწყვის შემდეგ, სადგამზე დაგროვილი წყალიც გადაუღვაროთ. ზამთარში მორწყვა მუნიმუმამდე (10-14 დღეში 1-ჯერ) უნდა შეამციროთ და მორწყვათა შორის მიწას კარგად გამოშრობა უნდა დააცადოთ.
რაც მთავარია - კალანხოე წელიწადის ყველა დროს ნადგომი, ძველი წყლით უნდა მორწყათ.


 


ნიადაგი და გადარგვა
კალანხოე სწრაფად მზარდი მცენარეა, ამიტომ სანამ ზრდას დაასრულებს, ხშირი გადარგვა სჭირდება (წელიწადში  ერთხელ).  მცენარე მარტის ბოლოს აუცილებლად ძველ ქოთანზე 2-3 სმ-ით უფრო ფართო ქოთანში უნდა გადაირგოს. გადარგვისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ადვილად მტვრევადი ღერო და ფოთლები აქვს და შესაძლოა, შემთხვევით დაუზიანოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, კარგი იქნება, თუ კალანხოესთვის განკუთვნილ მიწას ცოტაოდენ ქვიშასა და გადამწვარ ნაკელს გადაურევთ.


განოყიერება
კალანხოეს განოყიერება იშვიათად (1-1,5 თვეში ერთხელ) სჭირდება. 
ამისთვის სუკულენტი მცენარეებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი კომპლექსური სასუქი გამოგადგებათ, მხოლოდ შეფუთვაზე მითითებული დოზის ნახევარი უნდა გამოიყენოთ. 
განოყიერებისთვის საუკეთესო დრო გაზაფხულის ბოლოა, თუმცა, თუ საჭიროება მოითხოვს (მცენარემ მოიწყინა, დაავადდა და ა.შ.), შეგიძლიათ, სასუქით ზაფხულის პერიოდშიც გაანოყიეროთ. 
ზამთარში კალანხოესთვის სასუქის მიცემა კატეგორიულად იკრძალება.


 


გამრავლება
კალანხოეს გამრავლება შეგიძლიათ: თესლით, კალმითა და ფოთლებზე განვითარებული „შვილებით“.
მცენარის თესლით გასამრავლებლად წლის შედარებით ცივი პერიოდი უნდა შეარჩიოთ (ზამთრის ბოლო ან გაზაფხულის დასაწყისი). თესლი კონტეინერში ჩაყრილ მიწაზე ზემოდან უნდა მოაფრქვიოთ, თავზე კი შუშა ან თხელი ნაჭერი გადააფაროთ (მზის სხივები რომ არ მოხვდეს). დღეში ორჯერ ნათესი უნდა გაანიავოთ და წყალი მოაპკუროთ, მნიშვნელოვანია, რომ ნათესი გამუდმებით ტენიანი იყოს. როცა ნათესი ფოთოლს განივითარებს, შეგიძლიათ, უკვე ინდივიდუალურ ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


კალანხოეს კალმით გასამრავლებლად კი საჭიროა: მცენარეს ბასრი დანით მოაჭრათ  შედარებით ახალგაზრდა, 10-15 სმ სიგრძის ტოტი, ამ ტოტს მოაცილოთ ქვემოთა ფოთლები და  1-2 დღით მშრალ ადგილას მოათავსოთ.
ამის შემდეგ, ტოტი ტორფისა და ქვიშის სველ ნარევში, 5 სმ-ის სიღრმეზე უნდა ჩარგოთ და დაფესვიანებას დაელოდოთ.


რაც შეეხება კალანხოეს თავისივე „შვილებით“ გამრავლებას, ეს ყველაზე მარტივი პროცესია და ამისთვის საკმარისია, მცენარეს ფოთლებზე განვითარებული „შვილები“ ფრთხილად მოაშოროთ და ნიადაგზე გადაიტანოთ. ახალი მცენარის განვითარებისთვის საჭიროა, ნარგავი ზომიერად მორწყათ, მხოლოდ ისე, რომ ფოთლები და ღერო არ დაასველოთ.


 


დაავადებები და მავნებლები
ბაქტერიული ან ვირუსული დაზიანებისას კალანხოეს ფოთლებზე ყავისფერი ლაქები უჩნდება.
ასეთ დროს, მცენარეს დაზიანებული ფოთლები უნდა მოაცალოთ, თვითონ მცენარე კი ფუნგიციდის ხსნარით დაამუშაოთ.
იმ შემთხვევაში, თუ კალანხოეს მავნებლები გაუჩნდა (რაც საკმაოდ იშვიათად ხდება), ფოთლები საპნიან ხსნარში დასველებული ბამბით უნდა გაუწმინდოთ, ან საპნიან წყალში გაზავებული ნიკოტინ-სულფატის ხსნარით შეწამლოთ (1 გრ ნიკოტინ-სულფატი/1ლ საპნიანი წყალი). შეწამვლიდან 1დღე-ღამის შემდეგ მცენარე სუფთა წყლით კარგად უნდა ჩამობანოთ, მხოლოდ ისე, რომ წყალი ნიადაგს არ მოხვდეს. ამისთვის კალანხოეს ძირთან პოლიეთილენის პარკი უნდა დაუფინოთ.


 


 


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?