კოლერია - მოვლის და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

15 ივლისი 12:00, 2015 წელი

კოლერია გესნერიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ულამაზესი ფორმისა და შეფერილობის ყვავილებით გამოირჩევა და ამის გამო აქტიურად გამოიყენება საოთახო მემცენარეობაში. ამჯერად კოლერიას მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით.


კოლერია (ლათ. Kohleria)
- გესნერიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული საოთახო დეკორატიულ მემცენარეობაში. კოლერიას სამშობლოა ამერიკის ტროპიკული რაიონები, სადაც მისი 50-მდე სახეობა იზრდება. გამოყვანილია ასევე ჰიბრიდული ჯიშები, რომლებიც, ბოტანიკურ სახეობებთან შედარებით, უფრო უხვი ყვავილობით გამოირჩევიან.
კოლერიას მსხვილი, წაგრძელებული ფორმის, ხავედოვანი ფოთლები აქვს, რომელთა შეფერილობა მუქი მწვანე, ღია მწვანე ან მოვერცხლისფრო-მწვანეა. ფოთლის კუთხეებში შესაძლოა, წითელი, ან მოთეთრო შეფერილობის ხაზებიც დაჰყვებოდეს.
როგორც წესი, კოლერია ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით ყვავის და მას ძალიან ლამაზი, ზარისებური ხავერდოვანი ყვავილები აქვს, რომელთა შეფერილობა შეიძლება, ღია ვარდისფერიდან, მუქ ყავისფერამდე მერყეობდეს.
ყველაზე ხშირად  მცენარის წითელყვავილა და ფორთოხლისფერყვავილიანი სახეობები გვხვდება, რომლებიც ალაგ-ალაგ თეთრი ან კრემისფერი წერტილებითაა დაფარული.


განათება და ტემპერატურა
გესნერიასებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, კოლერიაც კარგ განათებას საჭიროებს.
ამიტომ, კარგი იქნება, თუ მცენარეს აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარასთან მოათავსებთ.
თუმცა, დღის ცხელ მონაკვეთში, თუ მცენარეს მზე მიადგება, საჭიროა, თხელი ფარდით მოუჩრდილოთ.
აუცილებელია, კოლერიას კარგი განათება ზამთრის პერიოდშიც შეუნარჩუნოთ.
გაზაფხულზე და ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა  22-26 °С-ს უნდა აღწევდეს, ზამთარში კი მცენარე 16°С-ზე უნდა გამოაზამთროთ. ეცადეთ, ტემპერატურა ამ მაჩვენებელს ძალიან არ ჩამოსცდეს, რადგან 12°С-ზე მცენარე შეიძლება, დაიღუპოს.



ჰაერის ტენიანობა და მორწყვა
კოლერიას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, სიმშრალესაც ეგუება.
მეტი ტენიანობისთვის შეგიძლიათ, სადგამზე სველი ქვიშა დაუყაროთ ან სხვა მცენარეების კომპანიაში მოათავსოთ.
მორწყვისას ფოთლებზე წყლის შესხურებას მოერიდეთ, რადგან მცენარის ნაზ, ხავერდოვან ფოთლებზე მოხვედრილი წყალი იქ დიდხანს დარჩება და თუ მზემაც დაანათა, ფოთოლი იწვება. ამიტომ კარგი იქნება, თუ მცენარეს წყალს ვიწროპირიანი ჭურჭლით დაასხამთ, თან აუცილებლად - არა ქოთნის შუაში, არამედ მის ნაპირზე.
რაც შეეხება მორწყვის ინტენსივობას - გაზაფხულზე და ზაფხულში კოლერია მაშინვე უნდა მოირწყას, როგორც კი მიწის ზედაპირი გაუშრება, ზამთარში კი მორწყვა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. მოსარწყავად აუცილებლად ნადგომი და ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.


ნიადაგი და გადარგვა
კოლერიას გადარგვა სჭირდება მხოლოდ მაშინ, როცა მისი ფესვები ძველ ქოთანს შეავსებს.
ასეთ დროს მცენარე ძველი ქოთნიდან ფრთხილად უნდა ამოიღოთ და რამდენიმე სანტიმეტრით ფართე ქოთანში გადაიტანოთ.
ნიადაგი წინასწარ მოამზადეთ: ჩვეულებრივ მიწაში ცოტაოდენი ქვიშა, ფოთლოვანი მიწა და გადამწვარი ნაკელი გადაურიეთ, დრენაჟისთვის კი ქოთნის ფსკერზე ხის ნახშირი მოაყარეთ.
აპრილიდან ოქტომბრამდე, აუცილებელია, მცენარე ყოველკვირეულად, ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით გაანოყიეროთ.
წელიწადის დანარჩენ დროს კი, განოყიერება სასურველი არ არის.


გამრავლება
კოლერიას გამრავლება შესაძლებელია თესლით ან კალმით.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა: დათესვამდე ჯერ ნიადაგი მოამზადოთ (ქვიშა და ფოთლოვანი მიწა 2/1), ჩაყაროთ კონტეინერში, ზემოდან კი კოლერიას თესლები მოაყაროთ; შემდეგ ეს თესლები ქვიშის თხელი ფენით დაფაროთ და წყლით მსუბუქად  დანამოთ. 
ნათესს ზემოდან შუშის ქილა ან პოლიეთილენის ბოთლი უნდა დააფაროთ და ყოველდღე გაანიავოთ.
ნათესისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 20-24 გრადუსია, ხოლო თესლით გამრავლებისთვის საუკეთესო დრო - ზამთრის შუაგული ან მიწურული.
რაც შეეხება მცენარის კალმით გამრავლებას, ამისთვის მცენარეს კენწეროს კალამი უნდა მოაჭრათ და ქვიშაში ან ფოთლოვანი მიწისა და ქვიშის ნარევში მოათავსოთ. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ, დასაფესვიანებელი კალამი რომელიმე ზრდის სტიმულატორით (მაგალითად: ჰეტეროაუქსინის ხსნარით) დაამუშაოთ.
კალამი, დაახლოებით, 2 კვირაში დაფესვიანდება, რის შემდეგაც შეგიძლიათ, ინდივიდუალურ ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


შეწამვლა
არასწორი მოვლისგან შესაძლოა, კოლერიას მავნებლები ან სოკოვანი დაავადება გაუჩნდეს.
ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ფართო სპექტრის სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდების შესხურება (ძირითადად, მავნებლების მოსასპობად) და მცენარის ფუნგიციდებით დამუშავება (სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოდ).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?