როგორ მოვუაროთ კალას ოთახის პირობებში?!

მებაღის რჩევები

1 აგვისტო 12:00, 2015 წელი

კალა, იგივე ზანტედენსკაია, საკმაოდ გავრცელებული მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ და, ძირითადად, ღია გრუნტში აშენებენ. თუმცა, მცენარე ოთახის პირობებშიც კარგად ხარობს და თუ სწორად მოუვლით, ინტერიერს დიდხანს გაგილამაზებთ.


კალა (ლათ.
Calla), იგივე ზანტედესკაია - ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც ძირითადად, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაშია გავრცელებული. სახელწოდება „ზანტედენსკაია“ მცენარეს იტალიელი ბოტანიკოსის - ჯოვანი ზანტედესკის პატივსაცემად მიენიჭა, თუმცა ამ სახელწოდებით მას იშვიათად მოიხსენებენ.
კალას მთელ მომხიბვლელობას დიდი,  ეფექტური ფოთლები და არაჩვეულებრივი ფორმისა და მრავალნაირი შეფერილობის ყვავილები წარმოადგენს.
ბუნებაში გვხვდება მცენარის როგორც სადა თეთრყვავილიანი, ისე მწვანედ, იისფრად, ვარდისფრად, ფორთოხლისფრად და ყვითლად მოყვავილე სახეობები.
ყვავილობა გრძელდება მთელი ვეგეტაციის პერიოდი, ხოლო თითო ყვავილი  დეკორატიულობას  1,5 თვე ინარჩუნებს.
კალა ერთნაირად კარგად ხარობს როგორც ღია გრუნტში, ისე ოთახის პირობებში და მისი გაზრდა ქოთანშიც მარტივად შეგიძლიათ.




განათება და ტემპერატურა
ოთახის პირობებში კალას კარგი განათება სჭირდება, თუმცა მზის პირდაპირ სხივებს და ორპირ ქარს უნდა მოარიდოთ.
ჰაერის ტემპერატურა, სასურველია, ზაფხულში 22-25 გრადუსს არ აღემატებოდეს, ზამთარში კი 14  გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს.
კარგი განათება და სითბო კალას განსაკუთრებით აქტიურად ვეგეტაციის პერიოდში სჭირდება. 



ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა კალასთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ამიტომ თუ ტემპერატურამ ოთახში 20 გრადუსს გადააჭარბა, ტენიანობის ხელოვნურად ამაღლებაზე უნდა იზრუნოთ.
ამისთვის კარგი იქნება, მცენარეს ორ დღეში ერთხელ ფოთლებზე წყალი შეასხუროთ (ისე, რომ ყვავილები არ დაასველოთ) ან ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა მოუფინოთ.



მორწყვა

კალას რეგულარული და უხვი მორწყვა სჭირდება, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებსა და ვეგეტაციის პერიოდში. ყვავილობის დროს კი (რომელიც 1,5 თვე გრძელდება) მორწყვა უნდა შეუმციროთ (მორწყათ მხოლოდ მიწის გამოშრობის შემდეგ).



განოყიერება
კალა იანვრიდან მარტის ბოლომდე, კვირაში ერთხელ, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი სასუქით უნდა გაანოყიეროთ.
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სასუქი არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ, ყვავილებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური სასუქი ან შარდოვანა გამოიყენოთ.
ამ შემთხვევაში შარდოვანა განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ნიადაგის მჟავიანობას ამაღლებს, კალას კი მაღალი მჟავიანობის ნიადაგი სჭირდება.



ნიადაგი და გადარგვა
კალა 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგას, თუმცა თუ მას თავიდანვე მოზრდილ ქოთანში ჩარგავთ, შეგიძლიათ დროდადრო მხოლოდ მიწის ზედა ფენა შეუცვალოთ და აღარ გადარგათ.
ეს ძალიან აკურატულად უნდა გააკეთოთ, რათა შემთხვევით ფესვები არ დააზიანოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, ის აუცილებლად ნოყიერი და კარგი წყალგამტარი უნდა იყოს.
კარგი იქნება, თუ სპეციალურად კალებისთვის განკუთვნილ ნიადაგს შეიძენთ, თუმცა შეგიძლიათ, იგი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწით, ნეშომპალით, ტორფითა და ქვიშით თავადაც მოამზადოთ.




გამრავლება
კალა ბოლქვის განაყოფით მრავლდება.
ამისთვის საჭიროა: ყვავილობის დასრულების შემდეგ კალას ბოლქვის ამონაყარი მოაცილოთ დედა მცენარეს და დაბალ, ფართო ქოთანში 5-10 სმ-ის სიღრმეზე ჩარგოთ.
ჩარგვამდე კარგი იქნება, ბოლქვი რომელიმე სტიმულატორით დაამუშავოთ ან რამდენიმე საათით თბილ წყალში მოათავსოთ. როგორც კი ყლორტები ამოიწვერება, დროდადრო წყალი უნდა მოაპკუროთ, ხოლო როცა ფოთლები კარგად ამოეზრდება, ჩვეულებრივი წესით უნდა მოუაროთ.



დაავადებები
ოთახის პირობებში კალას შეიძლება, ობობის ტკიპა გაუჩნდეს, ამიტომ კარგი იქნება პერიოდულად ფოთლები სველი ტილოთი გაუწმინდოთ.
თუ კალამ მოიწყინა, შეგიძლიათ, დროდადრო კვერცხის ნაჭუჭის ნაყენით მორწყათ (ასეთი ნაყენი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს) - ეს თქვენს მცენარეს გამოაცოცხლებს და ყვავილობაც უფრო მეტად ხანგრძლივი ექნება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?