მარანტა - „მლოცველი მცენარე“

მებაღის რჩევები

19 აგვისტო 12:00, 2015 წელი

მარანტა ფართოდ გავრცელებული ფოთოლდეკორატიული მცენარეა, რომელიც სახელწოდებას იტალიელი ექიმისა და ბოტანიკოსის - ბართოლომეო მარანტას პატივსაცემად ატარებს, თუმცა ერთი მეტად უცნაური თვისების გამო, ხალხში მას „მლოცველ მცენარეს“ უწოდებენ და ოჯახისთვის სიკეთის მომტანად მიიჩნევენ.


მარანტა (ლათ. Maranta)
- მარანტისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც 25-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებსა და ბრაზილიაშია გავრცელებული. მცენარემ სახელწოდება XVI საუკუნის იტალიელი ექიმისა და ბოტანიკოსის - ბართოლომეო მარანტას პატივსაცემად მიიღო.
მარანტას სახეობებს 15 სმ-მდე სიგრძის ფართო და ოვალური, ან მოგრძო-ლანცეტისებური,  ეფექტური შეფერილობის ფოთლები აქვს, რომლებიც მოკლე ღეროზეა განლაგებული. ფოთლების ფონი ღია მწვანიდან, მუქ მწვანემდე (თითქმის შავ შეფერილობამდეც კი) შეიძლება მერყეობდეს, რომელზეც მუქი ყავისფერი ან ვერცხლისფერი რგოლები, ლაქები და ხაზებია გამოსახული.
მარანტას ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებს - არასაკმარის სინათლეში ან სიბნელეში ის ფოთლებს ზემოთ მიმართავს და კეცავს, სწორედ ამიტომ ხალხში მას „მლოცველ მცენარეს“ უწოდებენ.


განათება და ტემპერატურა
მარანტას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, თუმცა ნახევრადჩრდილში ყოფნასაც მშვენივრად ეგუება.
მთავარია, მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ. 
მარანტა ძალიან კარგად რეაგირებს ხელოვნურ სინათლეზე, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას დღე-ღამის განმავლობაში 16 საათით შუქდიოდური ნათურების მეშვეობით გაანათებთ.
მცენარის აქტიური ზრდისას (გაზაფხულსა და ზაფხულში) ეცადეთ, ოთახის ტემპერატურა 22-24 გრადუსს არ აღემატებოდეს, რადგან ზედმეტი სიცხე მცენარეს ვნებს.
მოსვენების პერიოდში კი (ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით) ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსს უნდა აღწევდეს და ყველაზე ცივ ზამთარშიც კი 10 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
მარანტას ჰაერის მარალი ტენიანობა მოსწონს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ზამთარ-ზაფხულ კვირაში 3-ჯერ მაინც, მცენარეს რბილ, ნადგომ წყალს შეასხურებთ.
მეტი ტენიანობისთვის ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა ან კერამზიტიც დაიყარეთ.
ზაფხულობით შეგიძლიათ, გრილი შხაპი მოუწყოთ ან დროდადრო ქოთანი წყლით სავსე თასში მოათავსოთ.


 


მორწყვა
მარანტას ზაფხულობით უხვი მორწყვა სჭირდება (3-4 დღეში 1-ხელ), ისე რომ ნიადაგი სულ მუდამ ტენიანი ჰქონდეს. შემოდგომასა და ზამთარში კი მორწყვა შედარებით შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ კვირაში 1-ხელ მორწყეთ.
თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მიწა ძალიან არ გამოუშრეს.
მოსარწყავად აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, რბილი და ნადგომი წყალი გამოიყენეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა მარანტა წელიწადში 1-ხელ, მხოლოდ გაზაფხულზე (თებერვალ-მარტში) უნდა გადაირგას;
ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა 3-4 წელიწადში 1-ხელ სჭირდება.
სასურველია, ქოთანი ძველზე რამდენიმე სანტიმეტრით დიდი და პლასტმასის იყოს, რადგან პლასტმასი ტენს აორთქლების საშუალებას არ აძლევს.
ნიადაგი აუცილებლად ჰაერგამტარი უნდა იყოს და კარგი იქნება, თუ ჩვეულებრივ ბაღის მიწას ცოტაოდენ ტორფს, ქვიშას ან პერლიტს და ხის ნახშირს (3 / 1,5 / 1 / 1) გადაურევთ.



განოყიერება
აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, მარანტას ოთახის ფოთოლდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი, კომპლექსური სასუქით ანოყიერებენ.
განოყიერება უნდა მოახდინოთ თვეში 2-ჯერ, სასუქის გაზავებისას კი სიფრთხილე გამოჩინეთ, ვინაიდან მცენარე დოზების გადაჭარბებაზე ცუდად რეაგირებს.


 


ფორმირება
ზედმეტად გახშირებული მარანტას ბუჩქის ფორმირებისთვის დროდადრო მისი გამოხშირვაა საჭირო.
ამისთვის საკმარისია, მოაჭრათ მცენარეს ის ტოტები (ფოთლებთან ერთად), რომლებიც ზედმეტად გეჩვენებათ.
მალე ამ ადგილებიდან ახალი ფოთლები ამოიწვერება, მოჭრილი ტოტებით კი ახალი მცენარის დაფესვიანება შეგიძლიათ.


 


გამრავლება

მარანტას გამრავლება ბუჩქის დაყოფის გზით ან კენწეროს კალმის დაფესვიანებით შეგიძლიათ.
ბუჩქის დაყოფა მცენარის გადარგვისას უნდა მოახდინოთ; 
კენწეროს კალმით გამრავლება კი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
კენწეროს კალმით გასამრავლებლად საჭიროა:
მოაჭრათ მცენარეს 8-10 სმ-ის სიგრძის კალამი, რომელზეც 2-3 ფოთოლი იქნება და წყლიან ქილაში დააფესვიანოთ. კალამი, დაახლოებით, 5-6 კვირაში დაფესვიანდება, რის შემდეგაც შეგიძლიათ, ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


 


დაავადებები
მშრალი ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ზოგჯერ მცენარეზე (განსაკუთრებით ფოთლების უკანა მხარეს) მავნებლების გაჩენას იწვევს. 
ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, მარანტას საპნიანი წყლით ფოთლები და ღეროები სათითაოდ გაუწმინდოთ ან კარბოფოსის ხსნარით შეწამლოთ (განსაკუთრებით ყურადღებით ფოთლის ქვედა მხარე დაამუშავეთ).
პროცედურა 2 კვირის შემდეგ გაიმეორეთ და ასე მოიქეცით მანამ, სანამ მცენარეს მთლიანად არ გაასუფთავებთ. 


 


 


 


 


 


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?