ფუქსია - ბალერინა თქვენს ოთახში

მებაღის რჩევები

22 აგვისტო 12:00, 2015 წელი

ფუქსია საოთახო მემცენარეობაში ფართოდ გავრცელებული ყვავილდეკორატიული მცენარეა, რომელსაც სხვადასხვა ფერის, მოცეკვავე ბალერინების ფორმის, ულამაზესი ყვავილები ამშვენებს და სწორედ ამის გამო ხალხში „ბალერინასაც“ ეძახიან. ამჯერად სწორედ ფუქსიას მოვლისა და გამრავლების წესებს გაგაცნობთ.


ფუქსია (ლათ.
Fuchsia) - ონაგრასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც, ძირითადად, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და ახალ ზელანდიაშია გავრცელებული. ბუნებაში ფუქსიას 100-მდე სახეობა გვხვდება, თუმცა სელექციური სამუშაოების შედეგად გამოყვანილია მცენარის 2 ათასზე მეტი ჰიბრიდული ჯიში, რომელთა უმრავლესობა აქტიურად გამოიყენება დეკორატიულ მემცენარეობაში.
მცენარეს სახელი გერმანელი ექიმისა და ბოტანიკოსის ლეონარტ ფუქსის პატივსაცემად უწოდეს, თუმცა ყვავილების ფორმის გამო ხალხში „ბალერინას“ ეძახიან. მცენარეების მოყვარულთა განსაკუთრებულ ინტერესსაც სწორედ მოცეკვავე ბალერინების ფორმის, ულამაზესი ყვავილების გამო იმსახურებს.


 


განათება და ტემპერატურა
ფუქსია სინათლის მოყვარული მცენარეა, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს - ფოთლები უყვითლდება, ჭკნება და შეიძლება დაიღუპოს კიდეც.
ამიტომ ნათელ ადგილას დადგით, მხოლოდ ისე, რომ მზე არ ადგებოდეს.
თუ მცენარეს ფანჯრის რაფაზე მოათავსებთ, შუადღის მზე აუცილებლად ფარდით მოუჩრდილეთ.
ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში - 18-20 გრადუსს, ზამთარში კი 15 გრადუსს  არ უნდა აჭარბებდეს.
თუ ზაფხულში ოთახში ძალიან ჩამოცხა, უმჯობესია, მცენარე ვერანდაზე ან ეზოში გაიტანოთ, მხოლოდ ისეთ ადგილზე უნდა დადგათ, სადაც მზის პირდაპირი სხივები მხოლოდ დილის საათებში აღწევს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცენარეს არ მოსწონს ორპირი ქარი და ოთახის განიავების ან გარეთ გატანის შემთხვევაში, ორპირ ქარს უნდა მოარიდოთ.


 


ჰაერის ტენიანობა
ფუქსიას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ზაფხულობით დროდადრო წყალს შეასხურებთ, ქოთანს კი სველი კერამზიტით ან კენჭებით მოფენილ სადგამზე მოათავსებთ.


 


 


მოწყვა
ფუქსიას ზრდისა და ყვავილობის პერიოდში რეგულარული მორწყვა სჭირდება, მხოლოდ მორწყვიდან მორწყვამდე მიწის ზედა ფენა უნდა გამოუშრეს.
გვიანი შემოდგომიდან მორწყვა ნელ-ნელა შეამცირეთ;
ზამთარში კი მხოლოდ თვეში 1-2-ჯერ მორწყეთ.
მოსარწყავად აუცილებლად ნადგომი ან გაფილტრული წყალი გამოიყენეთ.


 


განოყიერება
ფუქსიას მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა რეგულარული განოყიერებაა, რომელიც მას უხვი და ხანგრძლივი ყვავილობისთვის სჭირდება.
ამისთვის შეგიძლიათ თვეში 2-ჯერ ყვავილდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე ბალანსირებული სასუქი გამოიყენოთ.
სასუქის მიწოდება მცენარეს მხოლოდ ზამთარში უნდა შეუწყვიტოთ.



ნიადაგი და გადარგვა
გადარგვის მიმართ ფუქსია მაინცდამაინც მომთხოვნი არ არის, ამიტომ შეგიძლიათ, მხოლოდ მას შემდეგ გადარგოთ, როცა იგრძნობთ, რომ ფესვები ძველ ქოთანში ვეღარ ეტევა.
რაც შეეხება ნიადაგს, ის აუცილებლად ნოყიერი და კარგი წყალგამტარი უნდა იყოს.
კარგი იქნება ბაღის მიწაში ცოტაოდენი ტორფის, გადამწვარი ნაკელისა და მსხვილმარცვლიანი ქვიშის გადარევა.
იმისთვის, რომ მცენარემ კარგად იყვავილოს, ნიადაგში ცოტაოდენი (დაახლ. 1 ს.კ.) ძვლის ან რქის ფქვილი ჩაამატეთ.


 


გასხვლა
ფუქსია წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის დადგომისთანავე უნდა გაისხლას.
ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს - საკმარისია, მცენარეს ტოტები მხოლოდ 2-4 სმ-ით დაუმოკლოთ.


 


გამრავლება
ფუქსია შეგიძლიათ, კალმით, ფოთლით ან თესლით გაამრავლოთ.
კალმით გასამრავლებლად საჭიროა, მცენარეს მოაჭრათ 5-7 სმ-ის სიგრძის ტოტი და წყალში ან ქვიშაში დააფესვიანოთ. კალამი დაახლოებით 20-25 დღეში დაფესვიანდება, რის შემდეგაც ქოთანში უნდა გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
ასევე, შეგიძლიათ ფოთლით გამრავლებაც:
მოატეხეთ მცენარეს კარგად განვითარებული ფოთოლი (ღეროსთან ერთად) და რბილ გრუნტში, 1-2 სმ-ის სიღრმეზე მოათავსეთ. ზემოდან შუშის ქილა ან პლასტმასის ბოთლი დააფარეთ და პულვიზატორით ყოველდღე მორწყეთ. მოსარწყავად აუცილებლად ანადუღარი, თბილი წყალი გამოიყენეთ.
მცენარის თესლით გასამრავლებლად კი ხელოვნური დამტვერვაა საჭირო. თუ თქვენ გაქვთ სხვადასხვა ჯიშის ფუქსია, შეგიძლიათ, შეაჯვაროთ და ხელოვნური დამტვერვით სხვადასხვა ჰიბრიდები გამოიყვანოთ.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?