ჰოვეა - პალმა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს

მებაღის რჩევები

5 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

ჰოვეა, იგივე კენტია, საოთახო მემცენარეობაში ფართოდ გავრცელებული ტანდაბალი პალმაა, რომელიც საკმაოდ მარტივი მოსავლელია და ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს. ამჯერად, სწორედ ჰოვეას მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით.

ჰოვეა (ლათ. Howea), იგივე კენტია (ლათ. Kentia) - პალმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარეა, რომლის სამშობლოდ ლორდ-ჰაუს კუნძულებია მიჩნეული. ბუნებრივ პირობებში მცენარე 15 მ-მდე იზრდება, ხოლო ოთახის პირობებში მხოლოდ 1-1,5 მეტრს აღწევს.
საოთახო მემცენარეობაში განსაკუთრებით გავრცელებულია ორი სახეობა - Howea belmoreana და Howea forsteriana, რომლებიც იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ ზოგჯერ გარჩევაც კი შეუძლებელია.
ჰოვეას სახეობებს გრძელი, მარაოსებური ფოთლები აქვთ, რომლებიც მცენარის ცენტრიდან ამოდის და სხვადასხვა მიმართულებით მიემართება. ხშირად ერთ ქოთანში ჰოვეას რამდენიმე ნერგს რგავენ, რადგან ასე მცენარე ბუჩქისებურ ფორმას იღებს და უფრო მეტად დეკორატიული ხდება.


განათება და ტემპერატურა
ჰოვეას ზომიერად კარგი განათება სჭირდება, თუმცა ნახევრად ჩრდილში ყოფნასა და მზის პირდაპირ სხივებსაც კარგად უძლებს. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე დიდი ხნის განმავლობაში ნახევრად ჩრდილში გედგათ და გსურთ, ნათელ ადგილას გადაიტანოთ, ეცადეთ, მზის პირდაპირ სხივებს ნელ-ნელა მიაჩვიოთ.
ისევე როგორც ყველა პალმას, ჰოვეასაც სითბო უყვარს, ამიტომ ოთახის ტემპერატურა სასურველია ზამთარ-ზაფხულ 20-24 გრადუსი იყოს. ხოლო თუ ზამთარში ამის პირობა არ არსებობს, ეცადეთ, ტემპერატურა 16-18 გრადუსს მაინც არ ჩამოსცდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
ჰოვეა კარგად ეგუება ჰაერის საშუალო ტენიანობას, ზედმეტი სიმშრალის პირობებში კი ფოთლის წვეროები უხმება. ამიტომ ზაფხულობით კარგი იქნება, დროდადრო ფოთლებზე წყალი შეასხუროთ, ან გრილი შხაპი მოუწყოთ.



მორწყვა
ზაფხულობით ჰოვეას უხვად მორწყვა სჭირდება ისე, რომ მიწა სულ მუდამ ტენიანი ჰქონდეს.
ზამთარში მორწყვა უნდა შეამციროთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს გრილ ოთახში აზამთრებთ. მოსარწყავად აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, რბილი წყალი გამოიყენეთ.
უმჯობესია, თუ წვიმის, ან თოვლის ნადნობი წყალი (რა თქმა უნდა, ოთახის ტემპერატურის) იქნება.


 


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა ჰოვეა ყოველ წელს უნდა გადაირგოს, მოზრდილ მცენარეს კი გადარგვა მხოლოდ 2-3 წელიწადში ერთხელ სჭირდება. ქოთანი აუცილებლად ღრმა და მძიმე უნდა იყოს იმისთვის, რომ პალმა არ გადაბრუნდეს.
ძალიან დიდი ზომის მცენარე გადარგვას ცუდად იტანს, ამიტომ მათ მხოლოდ მიწის ზედა ფენა გამოუცვალეთ.
რაც შეეხება ნიადაგს, შეგიძლიათ, სპეციალურად პალმებისთვის განკუთვნილი მზა ნიადაგი იყიდოთ, ან კორდის მიწისგან, გადამწვარი ნაკელისგან, ნეშომპალასგან და ქვიშისგან (4/2/1/1) თავად მოამზადოთ. აუცილებელია ქოთნის ძირში კარგი დრენაჟის მოწყობა, იმისთვის, რომ ქოთანში ზედმეტი წყალი არ ჩადგეს და ფესვები არ დაალპოს.


 


განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით) ჰოვეა ყოველკვირა, სპეციალურად პალმებისთვის განკუთვნილი მინერალური სასუქით ან ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი სასუქით უნდა გაანოყიეროთ. დანარჩენ თვეებში მცენარეს განოყიერება მხოლოდ თვეში 1-ხელ სჭირდება.
ზამთარში კი, თუ მცენარე არ იზრდება, შეგიძლიათ, სასუქი საერთოდ არ მისცეთ.


 


გამრავლება
ჰოვეა შეგიძლიათ, თესლით გაამრავლოთ, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან მცენარის თესლი გვიან მწიფდება და საკმაოდ ძნელი მოსაპოვებელია.
შედარებით მარტივია ბუჩქის დაყოფით გამრავლება, რაც უმჯობესია, მცენარის გადარგვისას გააკეთოთ.


 


დაავადებები
არასწორი მოვლის პირობებში, ჰოვეას შესაძლოა, ფოთლებზე ყავისფერი ლაქები, ან მწერები გაუჩნდეს.
ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია ფოთლების სველი ჩვრით, ან სპირტში დასველებული ტამპონით გაწმენდა, შემდეგ კი ინსეკტიციდის ხსნარით დამუშავება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?