რიპსალიდოპსისი - როგორ მოვუაროთ „აღდგომის კაქტუსს“?

მებაღის რჩევები

16 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

რიპსალიდოპსისი კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელსაც „აღდგომის კაქტუსსაც“ ეძახიან. ეს მცენარე ხშირად დეკემბერაში ერევათ, თუმცა რიპსალიდოპსისი და დეკემბერა სხვადასხვა სახეობებს მიეკუთვნებიან და მოვლაც სხვადასხვაგვარი სჭირდებათ.

რიპსალიდოპსისი (ლათ. Rhipsalidopsos) კაქტუსისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე ეპიფიტი მცენარეა, რომლის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეებია მიჩნეული. ბუნებრივ პირობებში რიპსალიდოპსისი ხეებზე იზრდება და, ეკლიანი „თანამოძმეებისგან“ განსხვავებით, თავს შესანიშნავად გრძნობს ტროპიკულ წვიმებსა და მაღალი ტენიანობის პირობებში.


თანამედროვე ტაქსონომანიის მიხედვით, რიპსალიდოპსისის მოცემული სახეობა არ არსებობს, მასში შემავალი სახეობები გადატანილია ხატიორას (Hatiora) სახეობაში და რიპსალიდოპსისის (Rhipsalidopsos) თანასახეობადაა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ყვავილების მაღაზიებში, მცენარეს შესაძლოა, ხატიორას სახელწოდებითაც წააწყდეთ.
რიპსალიდოპსისი ხშირად დეკემბერაში (შლუმბერგერა) ერევათ.
ეს ორი მცენარე მართლაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან და მათი განსხვავება დატოტვილი ღეროებითაა (ე.წ. ფოთლებით) შესაძლებელი: დეკემბერას ისინი გვერდებში დაკბილული აქვს, ხოლო რიპსალიდოპსისს - მომრგვალებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება დეკემბერასა და რიპსალიდოპსისს შორის, ყვავილობის პერიოდია: დეკემბერა ზამთარში, ძირითადად, დეკემბერში ყვავილობს და მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს, ხოლო რიპსალიდოპსისის ყვავილობა ხშირად ემთხვევა აღდგომას (გაზაფხულობით) და სწორედ ამ მიზეზით მას „აღდგომის კაქტუსსაც“ ეძახიან.
საოთახო მემცენარეობაში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული რიპსალიდოპსისის ორი სახეობა - რიპსალიდოპსისი გენტერა
(Rhipsaliodopsis gaertneri) და ჯუჯა ვარდისფერი რიპსალიდოპსისი (Rhipsaliodosis rosea), რომელთაც ნებისმიერი ინტერიერის გალამაზება შეუძლიათ.


 


განათება და ტემპერატურა
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ გარემოში რიპსალიდოპსისს ხეების ჩრდილქვეშ უხდება ცხოვრება, ოთახის პირობებში უპირატესობას ნათელ, მაგრამ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილს ანიჭებს.
ზაფხულობით შეგიძლიათ მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ და თამამად მოათავსოთ ხის ჩრდილქვეშ.
რაც შეეხება სასურველ ტემპერატურას, რიპსალიდოპსისი კარგად ვითარდება თბილ ოთახში (17-200C), თუმცა ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილებასაც კარგად უძლებს (15-170C).


 


ჰაერის ტენიანობა
სამშობლოში რიპსალიდოპსისს ტენში არსებობა უწევს, ამიტომ მისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ტენიანობის ასამაღლებლად მცენარეს ცხელ ამინდებში  რეგულარულად შეასხურეთ წყალი, ხოლო ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა ან კერამზიტი მოუფინეთ.


 


მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში რიპსალიდოპსისი ხშირ-ხშირად უნდა მოირწყას, მხოლოდ ისე, რომ ქოთანში წყალი არ ჩაუდგეს. ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე (ამ დროს მცენარე ისვენებს) მორწყვის ინტენსივობა შედარებით შეამცირეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
რიპსალიდოპსისი წელიწადში ერთხელ, ყვავილობის დასრულებისთანავე უნდა გადაირგას.
გადარგვისას ფესვები ძველი მიწისგან ფრთხილად გაასუფთავეთ, რათა უნებურად არ დააზიანოთ.
ნიადაგი ოდნავ მჟავე შემადგენლობის და წყლის კარგად გამტარი უნდა იყოს.
რეკომენდებულია მსუბუქი ტორფის, ნეშომპალის, მდინარის ქვიშისა და პერლიტის ნარევის გამოყენება.


 


განოყიერება
თვეში 1-2-ჯერ რეკომენდებულია რიპსალიდოსისის განოყიერება ტყის კაქტუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქებით. კატეგორიულად დაუშვებელია ორგანული სასუქების გამოყენება.


 


გამრავლება
რიპსალიდოსისი შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ტოტის მეშვეობით გაამრავლოთ.
ამისთვის საჭიროა: მოატეხოთ მცენარეს ტოტი (გაყოფის ადგილას), რამდენიმე საათით მშრალ და ბნელ ადგილას მოათავსოთ, შემდეგ კი ვერტიკალურად და არც ისე ღრმად ნიადაგში ჩარგოთ.
დაფესვიანების შემდეგ ტოტი ქოთანში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
შეგიძლიათ ქოთანში ერთდროულად რამდენიმე ტოტიც გადაიტანოთ, ასე მცენარე უფრო ხშირი და ლამაზი გაიზრდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?