აბუტილონი - ნეკერჩხალი ოთახში

მებაღის რჩევები

19 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

აბუტილონი, იგივე ოთახის ნეკერჩხალი, ბალბისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ულამაზესი მცენარეა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული როგორც საოთახო მემცენარეობაში, ასევე ღია გრუნტში. ამჯერად, გაგაცნობთ, როგორ უნდა მოუაროთ აბუტილონს ოთახის პირობებში.

აბუტილონი (Abutilon), ანუ ოთახის ნეკერჩხალი ბალბისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც ძირითადად ავსტრალიაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებშია გავრცელებული. აბუტილონის ზოგიერთი სახეობისგან მიიღება ბოჭკო, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება თოკებისა და სხვა ნაქსოვი პროდუქციის წარმოებაში.
აბუტილონის ფოთლები ფორმით ნეკერჩხლის ფოთლებს მოგვაგონებს, სწორედ აქედან მომდინარეობს მცენარის მეორე სახელწოდებაც. რაც შეეხება ყვავილებს, ისინი პატარა ზანზალაკებია, რომლებიც შესაძლოა, იყოს წითელი, ყვითელი, ფორთოხლისფერი, ჟოლოსფერი და ა.შ. 
აბუტილონი შესანიშნავად იზრდება როგორც ღია გრუნტში, ისე ორანჟერეებსა და ოთახის პირობებში.


 


განათება და ტემპერატურა
აბუტილონი სინათლის მოყვარული მცენარეა და ზამთარ-ზაფხულ კარგი განათება სჭირდება.
თუმცა ზაფხულობით მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ, რადგან შესაძლოა, ფოთლები გაუყვითლდეს და დაეწვას.
ზაფხულში ოთახში ჰაერის ტემპერატურა 22-25 გრადუსის ფარგლებში უნდა მერყეობდეს, ზამთარში კი 12-15 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში (12 გრადუსზე ქვემოთ), მცენარეს შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
აბუტილონი ჰაერის ტენიანობის მიმართ მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ, მაგრამ, თუ ზედმეტად ცხელ და მშრალ ოთახში გამოაზამთრეთ, შესაძლოა, ფოთლები დაუჭკნეს. ამის თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება, თუ მცენარეს დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.


 


მორწყვა
გაზაფხულის დადგომიდან შემოდგომამდე აბუტილონი უხვად უნდა მოირწყას;
ხოლო ზამთარში (განსაკუთრებით გრილ ოთახში გამოზამთრების შემთხვევაში) მორწყვა შედარებით იშვიათად სჭირდება.


 


ნიადაგი და გადარგვა
აბუტილონს ნოყიერი და ფხვიერი მიწა უყვარს, რომელიც აუცილებლად წყლის კარგად გამტარი უნდა იყოს.
კარგი იქნება, თუ პალმებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სუბსტატს გამოიყენებთ, ან ჩვეულებრივ კორდის მიწას ცოტაოდენ ნაკელს, ნეშომპალასა და ქვიშას გადაურევთ და მცენარეს მასში ჩარგავთ.
ახალგაზრდა აბუტილონი წელიწადში 1-ხელ, გაზაფხულზე უნდა გადაირგას; 
მოზრდილ მცენარეს კი გადარგვა ყოველ 2-3 წელში 1-ხელ სჭირდება.
ახალი ქოთანი არც ისე დიდი უნდა იყოს და ძველს მხოლოდ რამდენიმე სმ-ით უნდა აღემატებოდეს, რადგან დიდ ქოთანში აბუტილონი ფესვებს განივითარებს, ყვავილობა კი დაგვიანებით ექნება.


 


განოყიერება
გაზაფხულიდან შემოდგომამდე აბუტილონი ორ კვირაში 1-ხელ, ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით უნდა განოყიერდეს.
თუ მცენარე ყვავილობას ზამთრის დადგომის შემდეგაც არ შეწყვეტს, სასუქის მიცემა აუცილებლად უნდა გააგრძელოთ.


 


გასხვლა
აბუტილონი სწრაფად მზარდი მცენარეა, ამიტომ ადრე გაზაფხულზე ტოტები სანახევროდ უნდა დაუმოკლოთ.
აქტიური ვეგეტაციის პერიოდში რეკომენდებულია სუსტი ტოტების გამოჭრა და ახალგაზრდა ტოტების კენწეროთა რამდენიმე სმ-ით (2-3სმ.) შემოკლება.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარე არა ბუჩქის, არამედ ხის ფორმით გინდათ გაზარდოთ, რეკომენდებულია მხოლოდ ერთი ვერტიკალური ტოტის დატოვება, დანარჩენი ტოტები კი მცენარეს დროგამოშვებით უნდა შეუმოკლოთ.


 



 


გამრავლება
აბუტილონის გამრავლება საკმაოდ ადვილია. ის შეგიძლიათ, კალმის დაფესვიანებით, ან თესლით გაამრავლოთ.
მცენარის კალმით გასამრავლებლად საჭიროა:
მოაჭრათ მცენარეს 10-12 სმ-ის სიგრძის ტოტი, ბუტონები მოაცალოთ და წყალში, პერლიტში, ქვიშაში ან ნებისმიერ მსუბუქ სუბსტრატში დააფესვიანოთ. ასეთი წესით, მცენარე დაახლოებით 2-3 კვირაში დაფესვიანდება.


მცენარის თესლით გასამრავლებლად კი საჭიროა:
გაზაფხულზე (მარტ-აპრილში) აბუტილონის თესლი მსუბუქ სუბსტრატში ჩათესოთ და მინი-სათბურში მოათავსოთ.
თუ ნათესს 22-28 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსებთ და დროდადრო წყალსაც მოასხურებთ, 3-4 კვირის შემდეგ მიწიდან პირველი ყლორტები ამოიწვერება.


 


დაავადებები
აბუტილონის ნაზ ფოთლებს ხშირად სხვადასხვა მწერი უჩნდება.
ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია, მცენარე სპეციალური ქიმიური პრეპარატებით შეწამლოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?