ადიანტუმი, იგივე ვენერას თმა

მებაღის რჩევები

23 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

რა საერთო აქვს ამ მცენარეს სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთთან?!


ადიანტუმი (Adiantum)
- გვიმრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა (ზოგიერთი მეცნიერი მას ადიანტისებრთა ოჯახსაც მიაკუთვნებს), რომელიც  200-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, გავრცელებულია დედამიწის სუბტროპიკულ რაიონებში - სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ინდოეთში, ჩინეთში, აზიასა და ევროპის სუბტროპიკულ ზონებში.
ადიანტუმის სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ფოთოლთა ზომით, ისე მათი განვითარების თავისებურებებითა და წვრილი ფოთლების აგებულებით. ფოთლების ზედაპირს  წყლის ამსხლეტი თვისება აქვს და წყლის წვეთები მას ვერ ასველებს. ფოთლების უკანა მხარეს ყავისფერ ლაქებს შეამჩნევთ - ეს სპორებია, რომლითაც მცენარეს ამრავლებენ კიდეც.
ადიანტუმის სახეობებს შორის, საოთახო მემცენარეობაში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია - ადიანტუმი ვენერას თმა (Adiantum capillus-veneris).
ადრე თვლიდნენ, რომ ადიანტუმის ამ სახეობას თმის ცვენის შეჩერება შეეძლო და მისი ძირების ნახარშს აქტიურად იყენებდნენ თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.


 


განათება და ტემპერატურა
გვიმრების მსგავსად, ადიანტუმიც ჩრდილის მოყვარული მცენარეა და მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს (ფოთლები ეწვება).
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სავსებით ბნელ ადგილას უნდა მოათავსოთ. გაითვალისწინეთ, რომ სიბნელეში მცენარე დეკორატიულობას დაკარგავს, ამიტომ ნახევრად ჩრდილში დადგით და ეცადეთ, ადგილი ხშირად არ შეუცვალოთ.
ადიანტუმისთვის სასურველი ტემპერატურა დღისით 20-22 გრადუსია, ღამღამობით კი შედარებით დაბალ ტემპერატურას (15-17 გრადუსს) საჭიროებს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ დღისა და ღამის ტემპერატურის ცვალებადობას დაარეგულირებთ.



ჰაერის ტენიანობა
დაბალი ტენიანობის პირობებში, სასურველია ადიანტუმს ჰაერის ტენიანობა ხელოვნურად აუმაღლოთ, ან სხვა ტენისმოყვარული მცენარეების გვერდით მოათავსოთ.
დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის რბილი წყალი შეასხურეთ.
მეტი ტენიანობისთვის შეგიძლიათ, ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა ან კერამზიტიც დაუყაროთ.


 


მორწყვა
ოქტომბრიდან მარტის ბოლომდე ადიანტუმი საკმარისია, კვირაში 1-ხელ მორწყათ ისე, რომ მიწა ძალიანაც არ გამოუშრეს.
ზაფხულში კი მორწყვის ინტენსივობა უნდა გაზარდოთ - კვირაში 2-3-ჯერ, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ - ზედმეტი წყალი ფესვებს დაულპობს.
მოსარწყავად აუცილებლად რბილი, დამდგარი წყალი გამოიყენეთ. 



ნიადაგი და გადარგვა
ადიანტუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადარგოთ, როცა ფესვები ქოთანს გადაავსებს. ახალი ქოთანი ძველზე ოდნავ ფართო უნდა იყოს, ხოლო ნიადაგი - ფხვიერი და ჰაერის კარგად გამტარი.
სასურველია სუსტად მჟავე, ჰუმუსით მდიდარი ნიადაგის გამოყენება, რომელიც ტორფის, გადამწვარი ნაკელის, ნეშომპალისა და ქვიშისგან უნდა შედგებოდეს. კარგი იქნება, ამ ნარევში ხის ნახშირის ნატეხებიც ჩაამატოთ.



განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში ადიანტუმი ნიადაგის განოყიერებასაც საჭიროებს. ამიტომ კარგი იქნება, პერიოდულად თხევადი ორგანული ან მინერალური სასუქებით გაანოყიეროთ.
სექტემბრიდან თებერვლის ბოლომდე მცენარეს ყველანაირი სასუქის მიცემა უნდა შეუწყვიტოთ.


 


გამრავლება
ადიანტუმი შეგიძლიათ, ბუჩქის დაყოფით ან სპორების საშუალებით გაამრავლოთ. ბუჩქის დაყოფა შეგიძლიათ ადრე გაზაფხულზე, ამ აგვისტოს პირველ ნახევარში მაშინ, როცა მცენარე უნდა გადარგოთ.
რაც შეეხება სპორებით გამრავლებას, სპორები მწიფდება აგვისტოში და შეგიძლიათ, ისინი მინისათბურებში მაშინვე დააფესვიანოთ (თუმცა სპორები სიცოცხლისუნარიანობას მრავალი წლის მანძილზე ინარჩუნებს).


 


დაავადებები
ადიანტუმი დაავადებებისა და მავნებლების მიმართ საკმაოდ გამძლეა და ძალიან იშვიათად ავადდება.
თუმცა, თუ მაინც დაავადდა, ქიმიური ნივთიერებებით შეწამვლას ვერ უძლებს.
ამიტომ ეცადეთ, მცენარეს დაავადებები სწორი მოვლით აარიდოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?