გარდენია - მცენარე მირონის სასიამოვნო სურნელით

მებაღის რჩევები

14 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

გარდენია ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც 250-მდე სახეობას აერთიანებს. თუმცა, საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულია გარდენიას მხოლოდ ჟასმინისებრი გარდენია, რომელსაც სასიამოვნო სურნელის გამო მირონის ხესაც ეძახიან. სხვათა შორის, ოთახის პირობებში გარდენიას გახარება არ არის იოლი და გარკვეული წესების ზედმიწევნით დაცვას საჭიროებს.


გარდენია
(ლათ. Gardenia) - ბუნებრივად გავრცელებულია ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის ტყეებში, სადაც მცენარე იზრდება როგორც ბუჩქის, ისე ტანდაბალი ხეების სახით.


საოთახო მემცენარეობაში გავრცელებული გარდენიას ერთადერთი სახეობა - ჟასმინისებრი გარდენია (Gardenia jasminoides) - სიმაღლეში მხოლოდ 45-50 სმ-ს აღწევს და გამოირჩევა ულამაზესი მუქი მწვანე ფოთლებითა და ვარდის ფორმის, თეთრი და სურნელოვანი ყვავილებით. ჟასმინისებრ გარდენიას, სწორედ სასიამოვნო სურნელის გამო, მეორენაირად მირონის ხესაც ეძახიან.


 


განათება
გარდენია სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ მთელი დღის მანძილზე სრულფასოვან განათებას საჭიროებს. მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში, შუადღის მზეს მოარიდეთ და მზის პირდაპირი სხივები თხელი ფარდით გაუფანტეთ.
გარდენია მგრძნობიარეა განათების ცვლილების მიმართაც, ამიტომ მისთვის ადგილის შეცვლას ან ქოთნის შეტრიალებას მოერიდეთ, განსაკუთრებით ყვავილობის დროს.


 


ტემპერატურა
გარდენია სითბოს მოყვარული მცენარეა. ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში 22-240C-ია, ხოლო ზამთარში - 18-20, მინიმუმ 160C-ს არ უნდა ჩამოსცდეს. მცენარე განსაკუთრებით მოარიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას.


 


ჰაერის ტენიანობა
ყვავილობის პერიოდში გარდენიასთვის აუცილებელია ჰაერის მაღალი ტენიანობა, რადგან დაბალი ტენიანობის პირობებში მცენარე ყვავილების ზრდას შეაჩერებს ან შეიძლება, ყვავილები სულაც დასცვივდეს. ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად კარგი იქნება, თუ ქოთნის სადგამზე სველ კერამზიტს ან სფაგნუმს მოათავსებთ, ისე რომ ქოთნის ძირი წყალს არ ეხებოდეს.
აქტიური ზრდის პერიოდში სასურველია, გარდენიას ფოთლებზე დროდადრო წყალიც შეასხუროთ (ყვავილებს ნუ დაუსველებთ), რადგან ამ დროს მცენარე განსაკუთრებით მაღალ ტენიანობას საჭიროებს.



მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში გარდენია უხვად უნდა მორწყათ, რათა ნიადაგი მუდამ ოდნავ ტენიანი ჰქონდეს. მოსარწყავი წყალი წლის ნებისმიერ დროს თბილი და რბილი უნდა იყოს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ გადადუღებულ ან წვიმის წყალს გამოიყენებთ.
ზამთარში გარდენიას მორწყვა შედარებით იშვიათად სჭირდება, მხოლოდ მიწა ძალიანაც არ უნდა გამოუშრეს.


ნიადაგი და გადარგვა
გარდენია 2 წელიწადში 1-ხელ, ადრე გაზაფხულზე უნდა გადაირგას. ნიადაგი მჟავე უნდა იყოს.
შეგიძლიათ, აზალიებისთვის განკუთვნილი მზა ნიადაგი შეიძინოთ ან თანაბარი რაოდენობის კორდის, წიწვოვანი და ფოთლოვანი მიწისგან, ტორფისგან და ქვიშისგან თავად მოამზადოთ.
კარგი დრენაჟიც არ დაგავიწყდეთ. ამისთვის შეგიძლიათ, მცენარეს ქოთნის ფსკერზე კენჭები მოუფინოთ.


განოყიერება
მარტიდან აგვისტოს ბოლომდე გარდენია, ორ კვირაში 1-ხელ, ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი სასუქით გაანოყიერეთ.
სასუქი ინსტრუქციით რეკომენდებულზე ორჯერ ნაკლები უნდა იყოს.


 


გასხვლა
ყვავილობის დასრულებისთანავე გარდენიას ტოტები 1/3-ით დაუმოკლეთ, ასე მცენარე უფრო კომპაქტურ ფორმასაც მიიღებს, გახშირდება და საყვავილე ყლორტებსაც უფრო მეტს განივითარებს.


 


გამრავლება
როგორც წესი, გარდენიას კენწეროს კალმით ამრავლებენ. ამისთვის საჭიროა: გაზაფხულზე (თებერვალში ან მარტში) მოაჭრათ მცენარეს, დაახლოებით, 10 სმ-ის სიგრძის ტოტი და თბილ სუბსტრატში (ტორფის, წიწვოვანი მიწისა და ქვიშის ნაზავში) დააფესვიანოთ.
კარგი იქნება, თუ სუბსტრატში მოთავსებამდე ტოტს რომელიმე ზრდის სტიმულატორით დაამუშავებთ. დასაფესვიანებელ მცენარეს მინისათბურიც მოუწყვეთ - ზემოდან შუშის ქილა ან გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი დააფარეთ.


 


დაავადებები
გარდენია ხშირად სხვადასხვა მწერებით ავადდება. მათი აღმოჩენისთანავე საჭიროა, მცენარე რომელიმე ინსეკრიციდით (ფიტოვერმი, დეცისი, აკტელიკი და ა.შ.) შეიწამლოს. კარგი იქნება, თუ ამ პროცედურას 7-10 დღის ინტერვალებით, 3-ჯერ გაიმეორებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?