ალოკაზია არმა - შხამიანი მკურნალის მოვლისა და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

17 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

ალოკაზია ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც 70-მდე სახეობას აერთიანებს. დღეს მის ერთ-ერთ სახეობაზე - დიდფესვება ალოკაზიაზე, ანუ ალოკაზია არმაზე ვისაუბრებთ, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საოთახო მემცენარეობაში.

დიდფესვება ალოკაზია (ლათ. Alocasia macrorrhiza Schott), ანუ ალოკაზია არმა, ალოკაზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ზომის სახეობაა. ის სიმაღლით შესაძლოა, 2 მ-საც კი აჭარბებდეს, გულის ფორმის ფოთლები კი სიგრძეში - 1 მ-ს, ხოლო სიგანეში 60-70 სმ-ს აღწევს.
ოთახის პირობებში მცენარე იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ მაინც იყვავილა, მოყვითალო-მომწვანო ბუტკოს ივითარებს, რომელშიც წვრილ-წვრილი, სურნელოვანი ყვავილებია მოთავსებული.
ალოკაზია არმა ძალზე მგრძნობიარეა ამინდის მიმართ და გაწვიმებამდე „ტირილს იწყებს“ - მისი ფოთლის წვერზე ჩნდება გამჭვირვალე წვეთები, ამის გამო ხალხში „მტირალასა“ და „ამინდის წინასწარმეტყველსაც“ ეძახიან.
ხალხურ მედიცინაში ალოკაზია არმა „სამფოთოლას“ სახელწოდებითაა ცნობილი, რადგან მეოთხე ფოთლის გაჩენისთანავე მცენარის ყველაზე ძველი ფოთოლი ჭკნობას იწყებს და მხოლოდ სამი საღი ფოთოლი რჩება. ხალხურ მედიცინაშიც სწორედ ეს დამჭკნარი ფოთოლი გამოიყენება - სანამ ბოლომდე გახმება, ფოთოლს მცენარეს აშორებენ (აჭრიან) და მისგან სამკურნალო ნაყენს ამზადებენ.
ალოკაზია არმას ნაყენი გამოიყენება ისეთი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, პოდაგრა, პოლიართრიტი, მიოზიტი და ა.შ. თუმცა, ნაყენის თვითნებურად დამზადება და თვითმკურნალობა დაუშვებელია - მცენარე შხამიანია და შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოგაყენოთ.
სიფრთხილე გამოიჩინეთ მცენარესთან მუშაობის პროცესშიც - ხელებზე ხელთათმანი გეკეთოთ, მუშაობის დასრულებისთანავე კი ხელები საპნით დაიბანეთ.
ალოკაზია არმა ხშირად ალოკაზია ოდორაში ერევათ. ეს ორი სახეობა ერთი შეხედვით მართლაც ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, თუ ალოკაზიას შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაარკვიეთ, მისი ზუსტი დასახელება, რადგან ამ ორ მცენარეს სრულიად განსხვავებული მოვლის პირობები ესაჭიროება.


 


განათება და ტემპერატურა
ალოკაზია არმა სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა.
ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 22-260C უნდა იყოს, ზამთარში კი 180C-ს არ უნდა ჩამოსცდეს. 
მცენარე ოთახის ყველაზე ნათელ ადგილას მოათავსეთ, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ და შუადღის მზე ფარდით გაუფანტეთ.



 


ჰაერის ტენიანობა
ოთახის პირობებში ალოკაზია არმას ოთახის ტემპერატურის წყალი შეასხურეთ (ყოველდღე ან სამ დღეში 1-ხელ), ან ფოთლები სველი ჩვრით გაუწმინდეთ (კვირაში 2-ჯერ).
ტენიანობის ასამაღლებლად შეგიძლიათ, ქოთნის სადგამზე სველი კენჭებიც დაუფინოთ ან სველი ქვიშით სავსე ჭურჭელი ალოკაზია არმას სიახლოვეს მოათავსოთ.


 


მორწყვა
ალოკაზია არმა ვეგეტაციის პერიოდში რაც შეიძლება უხვად უნდა მორწყათ - მიწის ზედა ფენის გამოშრობისთანავე.
შემოდგომიდან მორწყვა თანდათან გააიშვიათეთ.
ზამთარში კი მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობიდან მე-2-3 დღეს მორწყეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა მცენარე წელიწადში 1-ხელ უნდა გადარგოთ, ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა 2-3 წელიწადში 1-ხელ ესაჭიროება. ეს პროცედურა აუცილებლად გაზაფხულის დადგომისთანავე ჩაატარეთ.
რაც შეეხება ნიადაგს, კარგი იქნება, თუ ალოკაზია არმასთვის ქვიშის, ტორფის, ფოთლოვანი და წიწვოვანი მიწის ნარევს (1/2/2/2) გამოიყენებთ.
შეგიძლიათ, სუბსტრატში ხის ნახშირიც გაურიოთ, რაც მცენარეს ფესვებში წყლის ჩადგომისგან დაიცავს.
კარგი დრენაჟისთვის ქოთნის ფსკერზე კერამზიტის, კენჭების ან აგურის ნამტვრევებიც მოუფინეთ.


 


განოყიერება
ალოკაზია არმას განოყიერება თვეში 2-ჯერ, მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე სჭირდება, რისთვისაც შეგიძლიათ, ფოთოლდეკორატიული ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასუქი გამოიყენოთ.


 


გამრავლება
ალოკაზია არმას გამრავლება შეგიძლიათ გაზაფხულზე - თესლით, ფესვის დაყოფით ან ღეროს კალმით.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მცენარის თესლი ტორფითა და ქვიშით მომზადებულ მსუბუქ სუბსტრატში არც ისე ღრმად მოათავსოთ და ზემოდან შუშა ან პოლიეთილენის თხელი ფენა დააფაროთ. ნათესს დროდადრო წყალი უნდა მოასხუროთ და გაანიავოთ.
გაცილებით მარტივია მცენარის ფესვის დაყოფით და ღეროს კალმით გამრავლება. 
ამ შემთხვევაშიც, დასაფესვიანებლად, ტორფითა და ქვიშით მომზადებული სუბსტრატი გამოგადგებათ.


 


მავნებლები
ალოკაზია არმას ზოგჯერ ფოთლებზე მავნებლები უჩნდება.
ასეთ შემთხვევაში მცენარეს საპნიანი წყლით  ფოთლები და ღეროები სათითაოდ გაუწმინდეთ ან აკტელიკის ხსნარი (1-2 მლ/1 ლ წყალი) შეასხურეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?