კალადიუმი - პრეტენზიული მცენარე მდინარე ამაზონის ნაპირებიდან

მებაღის რჩევები

24 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

კალადიუმი საოთახო მემცენარეობაში ფართოდ გავრცელებული ფოთოლდეკორატიული მცენარეა, რომელიც საკმაოდ პრეტენზიულ მცენარედ მიიჩნევა და მოვლის წესების ზედმიწევნით დაცვას საჭიროებს.


კალადიუმი (ლათ. Caladium)
- ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც 15-მდე სახეობას აერთიანებს და გავრცელებულია, ძირითადად, ბრაზილიაში, მდინარე ამაზონის გასწვრივ. ბუნებრივ პირობებში კალადიუმი სიმაღლით 5 მ-საც კი აღწევს, თუმცა თანამედროვე საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულია მცენარის ჰიბრიდული ჯიშები, რომლებიც კალადიუმის რამდენიმე სახეობის შეჯვარებითაა მიღებული.


კალადიუმის მთელი დეკორატიულობა გულის ფორმის, სხვადასხვა ფერის ლაქებით აჭრელებულ ფოთლებშია, რომლებიც შეიძლება იყოს - თეთრ-მწვანე, ვერცხლისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, იასამნისფერი, მომწვანო, წითელი და ა.შ. მოკლედ, კალადიუმის ფოთლებში, ლურჯისა და ცისფერის გარდა, აბსოლუტურად ყველა ფერს შეხვდებით. რაც შეეხება კალადიუმის ყვავილებს, ფოთლებთან შედარებით უსახური და წვრილია, აქვს ბუტკოს ფორმა და მომწვანო-მოთეთრო გარსითაა დაფარული.
სამწუხაროდ, კალადიუმი თავისი სილამაზით ყოველთვის არ გვანებივრებს - მცენარე ზამთარში საკმაოდ ხანგრძლივი დროით ისვენებს, რა დროსაც ფოთლები უჭკნება, სცვივა და მომდევნო გაზაფხულამდე აღარ ამოსდის. მოსვენების პერიოდიდან მის „გამოსაფხიზლებლად“ კი დიდი ძალისხმევაა საჭირო.
აქედან გამომდინარე, კალადიუმი საკმაოდ პრეტენზიულ ოთახის მცენარედ მიიჩნევა და მოვლის წესების ზედმიწევნით ცოდნას საჭიროებს.
ნიუკასებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, კალადიუმის წვენი შხამიანია და შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ან კანის გაღიზიანება. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, მცენარის რომელიმე ნაწილი შემთხვევით პირში არ ჩაიდონ, თავად კი მცენარესთან ხელთათმანებით იმუშავეთ.



განათება
კალადიუმი ჩრდილის ამტანი მცენარეა, თუმცა არასაკმარის განათებაზე ფოთლები უღიავდება, ამიტომ მეტი დეკორატიულობისთვის ინტენსიურ და გაფანტულ სინათლეზე ყოფნას ამჯობინებს.


 


ტემპერატურა
კალადიუმი სითბოს მოყვარული მცენარეა.
ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 20-250C-ია, ხოლო მოსვენების პერიოდში (როცა კალადიუმს ფოთლები დასცვივდება) ტემპერატურა 200C-სს არ უნდა ჩამოსცდეს.
მცენარე ორპირ ქარსა და ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობასაც მოარიდეთ.


 


ჰაერის ტენიანობა
კალადიუმისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ სველი ჩვრით. წყალი კი არა უშუალოდ მცენარეზე, არამედ მის გარშემო მოასხურეთ, რადგან ფოთლებზე წყლის მოხვედრა მასზე ლაქების გაჩენას გამოიწვევს.
ტენიანობის კიდევ უფრო ასამაღლებლად, ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა ან კერამზიტი მოაყარეთ.


 


მორწყვა
კალადიუმი ზაფხულობით ხშირად და უხვად მორწყეთ, რადგან დიდი ზომის ფოთლები საკმაოდ ბევრ წყალს ისრუტავს. თუმცა ისეც ნუ იზამთ, რომ მცენარეს ფესვებში წყალი ჩაუდგეს.
სექტემბრის დასაწყისიდან მორწყვა ეტაპობრივად უნდა შეამციროთ, ხოლო მას შემდეგ, რაც ფოთლები მთლიანად დასცვივდება, მორწყვა, ფაქტობრივად, შეწყვიტეთ და ნიადაგი მხოლოდ ოდნავ, ისიც იშვიათად დაასველეთ (ისე რომ წყალი ფესვებამდე ვერ აღწევდეს).


 


ნიადაგი და გადარგვა
კალადიუმი ყოველ წელს, მოსვენების პერიოდის დასრულებისთანავე უნდა გადაირგას.
ამისთვის საკმარისია, ბოლქვი ძველი ქოთნიდან ოდნავ დიდი ზომის ქოთანში გადაიტანოთ, ქოთნის ფსკერზე კი მსხვილი კენჭებისგან ან აგურის ნატეხებისგან კარგი დრენაჟიც მოაწყოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, ის მსუბუქი და ფხვიერი უნდა იყოს, ისე რომ ჰაერსა და წყალს კარგად ატარებდეს. კარგი იქნება, თუ ფოთლოვან მიწას გადამწვარ ნაკელს, ტორფსა და ქვიშას გადაურევთ (2/2/2/1).



განოყიერება
მას შემდეგ, რაც კალადიუმი ზრდას დაასრულებს, კვირაში ერთხელ - აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის შემცველი რომელიმე თხევადი მინერალური სასუქით გაანოყიერეთ.
აგვისტოს დასაწყისიდან სასუქის მიცემა შეუწყვიტეთ.


 


გამრავლება
კალადიუმი მარტივად მრავლდება - პატარა „შვილეული“ ბოლქვებითა და „დედა ბოლქვის“ დაყოფით.
ბოლქვის დაყოფისთვის საჭიროა: ბოლქვი დანით ფრთხილად გაჭრათ (ისე, რომ თითოეულ დანაყოფზე საზრდელი ყლორტი იყოს), განაყოფის ადგილზე ხის ნახშირი წაუსვათ, შემდეგ კარგად გააშროთ და ტორფისა და ქვიშის ნაზავში მოათავსოთ.


 


შეწამვლა
კალადიუმი შესაძლოა, ობობის ტკიპით დაავადდეს. ეს მავნებელი, ძირითადად, მცენარის ბოლქვებსა და ფესვებს უჩნდება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, გადარგვის წინ კალადიუმის ბოლქვი ფუნგაციდის ფხვნილით დაამუშაოთ. იმ შემთხვევაში, თუ მავნებლები ფოთლებზეც შენიშნეთ, აუცილებელია, მცენარე მთლიანად შეიწამლოს.


 


მოსვენების პერიოდის თავისებურებები
მოსვენების პერიოდში აუცილებელია:
კალადიუმის მორწყვა ჯერ შეამციროთ, ხოლო შემდეგ საერთოდ შეწყვიტოთ;
მცენარეს გამხმარი ფოთლები მოაშოროთ;
შეგიძლიათ, კალადიუმის ბოლქვი მოსვენების პერიოდში ქოთანში დატოვოთ ან ამოიღოთ და ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ქვიშაში შეინახოთ;
თებერვლის დასაწყისში ბოლქვი მიწიდან უნდა ამოიღოთ, ძველი ფესვებისგან გაასუფთავოთ და ახალ სუბსტრატში ჩარგოთ;
ახალი ღეროების ამოზრდისთანავე მცენარის მორწყვა განაახლოთ - თავიდან იშვიათად მორწყათ, შემდეგ კი ნელ ნელა მოუმატოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?